პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

6 სექტემბერი, 2010 - 20:52
6 სექტემბერი, 2010 - 12:47
3 სექტემბერი, 2010 - 16:01
Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
31 აგვისტო, 2010 - 00:09
ლელა გაფრინდაშვილი

Stories from ლელა გაფრინდაშვილი

კომენტარები

ინტელექტუალები და ინწელექტუალები

"ჰომოსოციალური ლოგოცენტრიზმი" - ამ ერთი შეხედვით რთული ტერმინით ავტორიტარული საზოგადოების ერთი ავადმყოფობა აღინიშნება. ეს არის ვითარება, როცა სახელმწიფოს მართვაში მხოლოდ ერთი სოციალური ჯგუფი მონაწილეობს და მხოლოდ ის "ლაპარაკობს", ხოლო დანარჩენები სოციალურ-პოლიტიკური პროცესიდან გამორიცხულნი არიან და მხოლოდ "მსმენელებს" შეადგენენ.

1 კომენტარი
კომენტარები

ცოდნა VERSUS უმეცრება და ტოლერანტობა VERSUS ჰომოფობია

ჰომოფობიაზე საუბარს ბევრი გაურბის. ზოგი ხელებს ასავსავებს: ჰომოსექსუალი ავადმყოფი და ზნედაცემულია, ამიტომ უნდა მოვარიდოთ საზოგადოებასო, ზოგი - უხერხულად იღიმება და წითლდება.
2 კომენტარი
ესეი

სადა ხარ, ჩემო ვარინკა?!

ხელების გათბობა / დაბანა

1949 წელს გამოცემული "დედა ენა" რომ ნახოთ და იაკობ გოგებაშვილისეულს შეადაროთ, - მაშინვე მიხვდებით, თუ რა საშინელებას აშენებდნენ ბოლშევიკები: ლენინ-სტალინ-ბერიას პორტრეტები, მათი ბავშვობის შესახებ ტყუილ-მართალი, ბელადთა სადიდებელი, ჩამტკბარი ლექსები, ოქტომბრელთა, პიონერთა, კომუნისტთა, საბჭოთა არმიელთა გმირობის ამბები.

0 კომენტარი
ესეი

ფრ/ლ/უსტრაცია

2007 წლის თებერვლის დასაწყისში, "რუსთავი 2"-მა სტალინის შესახებ რუსეთში გადაღებული სერიალის ჩვენება დაიწყო. სპეციალურად მომზადებულ სიუჟეტში ავტორმა, დავით ნიკურაძემ საზეიმოდ გვამცნო: "მინდა განვაცხადო, რომ დასავლურმა კამპანიამ დიდად შეუწყო ხელი სტალინის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და ეს გასაკვირი არც არის _ დასავლეთი ხომ მას ყველა ბოროტების სათავედ თვლიდა".
1 კომენტარი
კომენტარები

უსიერ ტყეში

ვუძღვნი თიკა რეხვიაშვილს და
ნატალია კობიაშვილს
ამ წერილით 31 ოქტომბერს, ერეკლე II-ს ქუჩაზე მომხდარ Halloween-ის დარბევას ვეხმაურები.
0 კომენტარი
კომენტარები

"ფანდარასტ"-ული ომი და წაგებული მშვიდობა

ერთი ფილოსოფოსი მახვილსიტყვაობდა: რა უცნაური არსებაა ეს ადამიანი - განგებამ ფიქრის უფლება უბოძა და ის მაინც სიტყვის უფლებისთვის იკლავს თავსო.
არადა, რომ არა აზრის გ/ამო/თქმის და სხვებისთვის გაზიარების ეს უცნაური მიზანსწრაფვა, ალბათ ამ წერილის დაწერის სურვილი არ გამიჩნდებოდა. არც ჩემ მიერ განცდილი "ომი-მშვიდობის" გაპაექრების ისტორიას მოგიყვებოდით და თქვენი თანაგანცდის იმედიც არ მექნებოდა.
0 კომენტარი
კომენტარები

BACK in the USSR

 

ვუძღვნი ჰაინრიხ ბიოლის ხსოვნას

ყველანი ვაკვირდებით, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა-არშესვლა კვლავ აქტუალურია. ერთადერთი, რაც შეიცვალა - პარლამენტის შენობასთან რიტუალური ცეცხლი რიტუალურმა მაკრატელმა შეცვალა.
0 კომენტარი
კომენტარები

ჯიმ შვანთე

"ისმინე, სვანეთო! შეხედე, მაყურებელო! სვან ბოლშევიკებს წინ ვერაფერი აღუდგება! მათ მხოლოდ ერთი პეშვი მარილი როდი მოაქვთ, ან მხოლოდ ვიწრო ბილიკს როდი ჭრიან თოვლში, არამედ, მათ გზა გაჰყავთ!
სვანეთისთვის საჭირო 107 კილომეტრიდან, უკვე პირველი ხუთწლედის მესამე წლისათვის, 50 კილომეტრი გზაა გაკვალული! "- ასე მთავრდება 1930 წელს გადაღებული, მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი "ჯიმ შვანთე" ("მარილი სვანეთს").
0 კომენტარი
კომენტარები

დაუმორჩილებლობიდან დამოუკიდებლობამდე

დღეს 7 ნოემბერია. მთელი ღამე მილოშ ფორმანის ფილმის კადრები მიტრიალებს თვალწინ: სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ ექთანი რეჩედი მშვიდად, ჩვეული მლიქვნელური ღიმილით ესალმება პაციენტებს, მუსიკას ურთავს და წამლის მისაღებად ეპატიჟება.
0 კომენტარი
კომენტარები

გასათხოვარი, გათხოვილი, გაუთხოვარი, განათხოვარი?

რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანი განვითარებისთვის იბადება. გონებით წვდომის დაუოკებელი წყურვილი მას ყველა დანარჩენი ცოცხალი არსებისგან გამოარჩევს. შემმეცნებელთაგან ზოგი არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით, - კრიტიკული და სკეპტიკურია, ზოგი კი - თვლის, რომ თავად არის სრულყოფილება და სად მოვა ვინმე მასთან?!
0 კომენტარი
კომენტარები

А где Люда? ანუ "დაისის" კაბის დაისი

ქართულ ლუდს რომ "ალუდა" დაარქვეს, არავის გაკვირვებია. მაგრამ, როგორც ჩანს, სახელწოდებამ მყიდველთ სიუხვე ვერ განაპირობა და ამიტომ საქმეში რეკლამა ჩართეს. იგი ჩემთვის პორნოგრაფიის პროპაგანდა უფრო იყო, ვიდრე - ამ სასმელის პრეზენტაცია. თუმცა, სწორედ მისი ამგვარი ბუნება გახდა პოპულარობის მიზეზი.
0 კომენტარი
კომენტარები

"ლიმურყვამაალ" ანუ ველაპარაკოთ მათ!

 

ბედი ჩემი, რომ ბავშვობა სოფელში გავატარე - დედაჩემის მშობლებთან. მათი წყალობით იგრძნო ჩემმა გულმა ყოველი ცოცხალი არსებისადმი სიყვარული და მათივე მეცადინეობით მიხვდა ჩემი გონება, რომ მეც სამყაროს განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ.
0 კომენტარი