პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
2 სექტემბერი, 2010 - 04:41
31 აგვისტო, 2010 - 00:09
30 აგვისტო, 2010 - 06:42
მინდა, ვიპოვო განსხვავება

იანვარი 29, 2010 ავტორი თეო ხატიაშვილი

როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა სოციალისტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია "სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის"  შესახებ. კონსენსუსი, ასე რომ ვნატრობდით გასული წლის კრიზისულ გაზაფხულზე, მომენტალურად იქნა მიღწეული მმართველ თუ ოპოზიციურ პარტიებს, ერსა და ბერს შორის - საქართველო ამ "უზნეობას" მხარს არ დაუჭერს.

რასაკვირველია, ეკლესიისგან სხვა პოზიციას არც ველოდით (ამ შემთხვევაში საპატრიარქო და საქართველოში არსებული სხვა ტრადიციული რელიგიების წარმომადგენელებიც ერთ აზრზე იყვნენ), და არც "ქრისტიან-დემოკრატთა პარტიისგან", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო რეაქციული პოლიტიკის გამტარებელია და რომლის წევრ პარლამენტარ მაგდა ანიკაშვილს უნდა გაეკეთებინა სესიაზე მოხსენება.  მაგრამ როგორი იყო მმართველი პარტიის პოზიცია, რომელიც დღემდე პროდასავლური კურსის მიმდევრად ასაღებს თავს და უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ მხოლოდ ნატოს წვრთნებში წარმატებული მონაწილეობა ჰგონია დასავლეთთან ინტეგრაციის გარანტი. მოდით, პატარა ტესტს ჩავატარებ -  "იპოვეთ 10 განსხვავების" მსგავსს, მე პირადად, უბრალოდ წინადადების წყობის გარდა ეს ვერ აღმოვაჩინე: 1. "უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობის ტრადიციები, წარმოდგენები იყოს აბსოლუტურად უგულებელყოფილი. არც ერთი ჯგუფის ინტერესების თავსმოხვევა ერთმანეთზე სწორი არ არის, რასაც ითვალისწინებს ეს ინიციატივა" და 2. "ჩვენ ვეწინააღმდგეებით ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზებას და, რაც მთავარია, პროპაგანდას მათ მიერ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ თუ ასეთები ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ, მოვკვეთოთ ისინი ან დავამციროთ და დისკრიმინაციულ ვითარებაში ჩავაყენოთ. არა, მაგრამ მათ არ უნდა ჰქონდეთ ამავე პრინციპების ქადაგების შესაძლებლობა." ეს უკანასკნელი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრ ზაზა გაბუნიას ეკუთვნის, მეორის ავტორი კი ბ.-ნი გიორგი გაბაშვილია. ჩემთვის კი ორივე პრიმიტიული დემაგოგიის გამოვლინებაა, რომელიც ერთ ფრაზას მახსენებს ფილმიდან "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" : "გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის".

მე მგონი, ზედმეტად ვირთულებთ ცხოვრებას. იქნებ ჯერ გავერკვეთ, სინამდვილეში რა გვინდა ევროპისგან - მეტი კომფორტი, მაღალი ანაზღაურება, მატერიალური კეთილდღეობა თუ იმ პრინციპებით ცხოვრება, რასაც "დიდი ევროპული/დასავლური ოჯახი" გვთავაზობს. ამისთვის კი, ალბათ, ჯერ ისიც უნდა გავსაზღვროთ - საერთოდ  ვის ვგულისხმობთ ადამიანში - "დიდ, თეთრკანიან, მართლმადიდებელ ჰეტეროსექსუალ მამაკაცს" თუ "ყველა დანარჩენს"?. აბა, ეჭვი როგორ არ შემეპაროს, როცა ამ სიტყვებს  სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი ვინმე ბ.-ნი  გიორგი კერვალიშვილი წარმოთქვამს:"ევროსაბჭომ ჯობს იმაზე გაამახვილოს ყურადღება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია და არა იმაზე, რომ ვიღაც ჰომოსექსუალების უფლებები ირღვევა."  "ვიღაც ჰომოსექსუალები" - აშკარაა, გიორგი კერვალიშვილისთვის ისინი ადამიანთა კატეგორიას არ მიეკუთვნებიან (მარტო ის რომ არ ფიქრობს ასე, ალბათ, ამის აღნიშვნაც ზედმეტია). დააკვირდით -  ის, როგორც უმცირესობის წარმომადგენელი ანუ პატარა და უუფლებო საქართველოს მოქალაქე როგორი რიხით ლაპარაკობს, მიუთითებს და ასწავლის ევროსაბჭოს (ანუ "უმრავლესობას"), რა პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაცვა თუ ლგბტ- უფლებები?..  ეს მას შეუძლია, უფლება აქვს, როგორც დაჩაგრულ-დამცირებულს. ჩვენ ყოველთვის ბევრს ვითხოვთ სხვისგან, მაგრამ ცოტას ვაკეთებთ სხვისთვის.

როგორც ვიცი, საქართველოს დელეგაციამ უკვე სესიის სხდომაზე ასეთი რიხი და თავდაჯერებულობა ვეღარ გამოავლინა - ალბათ, უმცირესობაში იგრძნო თავი და "დამცირებულმა" კუთხეში ჯდომა ამჯობინა. იქნებ ეს იყოს გამოსავალი, რომ საქართველომ ხშირად იგრძნოს თავი იგნორირებულად, აუტსაიდერად, მისი ხმა გაისმას "ხმად მღაღადებლისად ...", რათა საბოლოოდ გავიგოთ, რას ნიშნავს თანასწორობა, თანაბარუფლებიანობა, რას ნიშნავს ადამიანი და მისი თავისუფალი არჩევანი.

შოთა გაგარინი, თებერვალი 2, 2010, 16:08:37

ადრე დავწერე სადღაც:

"ჩვენმა პატარა და საყვარელმა ქვეყანამ დიდი ზარზეიმით და ეროვნული შემართებით დააღწია თავი დიდ, ბოროტების იმპერიას და ამაყად დაადგა დემოკრატიის გზას, მაგრამ როგორც კი თვალი მოჰკრა მისთვის ჯერ კიდევ გაუგებარ და შემაშფოთებელ თავისუფლებას, წამსვე შედგა. იყნოსა რა საყურიანი პიდარასტები და უგემური ჰამბურგერი, მაშინათვე პურიტანულ მორალს და რელიგიურ ფანატიზმს მოუხმო იმ ეშმაკის მანქანისგან დასაცავად, რომელსაც დასავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებში, თავისუფლებას უწოდებენ.
მაგრამ, ქვეყანამ მალევე შენიშნა, რომ ბოროტების იმპერიისგან მისნაირად თავდაღწეული ქვეყნების და მისი ცხოვრების დონე ერთნაირი არ იყო. დაინახა, რომ დემოკრატიას და დასავლურ ინსტიტუტებს, “ამორალობასთან” და აღვირახსნილობასთან ერთად, კეთილდღეობა, მშვიდობა, მაძღრობა და სხვა სოციალური გარანტიებიც მოაქვს. აქ კი დაიწყო შინაგანი კონფლიქტი. პრეისტორიულ მორალურ ფასეულობათა და ადამიანურ ვნებათა ერთგვარი კონფრონტაცია. ერთის მხრივ მართლმადიდებლობის არნახული აღზევება, საყოველთაო მარხვები, მეორეს მხრივ კი თავგანწირული გაქაჩვა ნატოსა და ევროკავშირისკენ, რომელიც მისი წევრობის მოსურნეებს ერთ-ერთ აუცილებელ პირობად სექსუალურ თავისუფლებას და ჰომოსექსუალისტების უფლებების აღიარებას უყენებს. დგას ახლა, დემოკრატიას გამოკიდებული და დემოკრატიითვე შეშინებული ქვეყანა ასეუძრავად, ცალი ფეხით წარსულში, მეორით მომავალში, ხოლო შუაში რეალობის სრულყოფილი სურათია გადმოკიდებული."

მესამე წელი დაიწყო ამის მერე და არაფერი შეცვლილა ბლიად

ნინო ლომაძე, თებერვალი 2, 2010, 10:56:45

ამ თემაზე სხვა საინტერესო წერილები იხილეთ:
http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=75
და
http://www.facebook.com/note.php?note_id=280467108300

სანდრო ნავერიანი, თებერვალი 1, 2010, 11:56:36

ხო, კომპრომატების დადება ეთიკის ჩარჩოებში შეიძლება არ ჯდება, მაგრამ ეშმაკსაც წაუღია ეთიკა, ყველანაირი, მათ შორის ჟურნალისტურიც. ზოგჯერ კანონებიც უნდა დაარღვიო, მით უფრო დაუწერელი.
ისე, არც არავინ ჩაგვქოლავს, არ მგონია ფუნდამენტალისტ მართლმადიდებლებს გული დაწყდეთ როცა ყველაზე ქრისტიანი პოლიტიკოსების უღმერთო საქციელს ნახავენ :)

alex (შეუმოწმებელი), თებერვალი 1, 2010, 11:16:58

magatze ra gitxra da ertze ki vici :) xa xa xa, tumca mimachnia rom miuxedavad mati amazrzeni saqcielisa arascoria aseti kompromaatebis dadeba... arda ra magari sila iqneboda saxeshi magattvisac da vinc magat iaffasian demagogias usmens da misdevs imattvisac, anu mteli saqartvelosatvis, an titqmis mteli...

სანდრო ნავერიანი, იანვარი 31, 2010, 18:31:08

ზომიერ ფულად პრემიას გადავცემ მას ვინც ზაზა გაბუნიაზე, თარგამაძეზე, ვეფხვაძეზე, ანიკაშვილზე და საერთოდ მთელ ქრისტიან-დემოკრატ-სულიერ ავადმყოფებზე კომპრომატებს გააძრობს. პრივილეგირებული იქნება ის კომპრომატი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ ზემოთ აღნიშნული ადამიანები უღმერთო საქციელს სჩადიან :)
ეს სმაილი სულაც არ გამორიცხავს პოსტი სერიოზულობას