პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

6 სექტემბერი, 2010 - 20:52
6 სექტემბერი, 2010 - 12:47
3 სექტემბერი, 2010 - 16:01
Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
31 აგვისტო, 2010 - 00:09
ისტორიები

კონცეპტუალისტი, მშვილდოსანი და გაღუნული ლურსმნები

ავტორი: სანდრო კაკულია

ფოტო: ლევან ხერხეულიძე
რთულია ცხოვრების წესი უწოდო იმას, რაც სინამდვილეში ცხოვრების გზაა. წესი წესია და ამ "წესს" თავის წესები აქვს. დათო მონავარდისაშვილის ცხოვრების წესი სწორედ ეს ცხოვრების გზაა, რომელიც უკვე დიდი ხანია, წესების კლასიკურ განმარტებას გასცდა და ცხოვრების უცვლელ გზად იქცა.

ცხოვრების წესი, ამ შემთხვევაში, მისამართებად იყოფა - უბრალო, საფოსტო მისამართებად. "ადრესებად"... ხოლო ეს მისამართები კი, თავის მხრივ, დროებად და პერიოდებად. ასე რომ, როგორც უკვე გითხარით, ყოველი მისამართი წესი კი არა, გზის გაგრძელებაა.

 

ნუცუბიძის II მიკრორაიონი,

III სადარბაზო, მე-5 სართული:

დათო მონავარდისაშვილის ნამუშევრები ცირკის მეორე სართულის ფოიეში მქონდა ნანახი, თუმცა სახოლოსნოში ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შესვლისთანავე დამავიწყდა, რომ ნუცუბიძის ხრუშჩოვკის ტიპის სახლში ვიყავი. ჭერს ავხედე - მაღალი ჭერია, მეტი არც არის საჭირო. დანარჩენი კი უკვე ნამუშევრებია...

ერთი დიდი ოთახი და პატარა სამზარეულო. ნამდვილი სახელოსნო, ოღონდ კომუნისტებისდროინდელი სახელოსნო, რომელიც გადატენილია ყველა დროის ნამუშევრით. "ყველა დროში" ბევრად მეტი რამ იგულისხმება, ვიდრე თვითონ სიტყვა გულისხმობს. რომის იმპერია, 60-იანები, ქრისტეს შობამდე მესამე საუკუნე, პირველყოფილი ადამიანები, 80-იანები, 20-იანები და ა.შ. უყურებ და გაკვირვებს მასალა, მერე შესრულება და საბოლოოდ - შედეგი, სწორედ ის საბოლოო შედეგი, რომელმაც ბინა დათოს სახელოსნოში დაიდო. როგორც თვითონ ამბობს, უმეტესობა მათგანმა სამუდამოდ. ყველა ნამუშევარი გახსენებაა და ყოველი მათგანი სამახსოვრო ბარათივითაა. მათ შემხედვარეს, ის დრო ახსენდება, როცა საკუთარ სახელოსნოში გამოკეტილი, მთელ დღეს მხოლოდ ახალი იდეების ხორცშესხმას ანდომებდა. ქმნიდა - აკეთებდა. ფიქრობდა - აკეთებდა - აკეთებდა - მერე ისევ ფიქრობდა და... ასე უწყვეტი რგოლივით - წრე, რომელიც უცნაური ხელობისა და ასეთივე პროდუქტის გარშემო იკვრება.

 

 

გერმანია

გახსოვთ 90-იანი წლები? წყვდიადში მოქცეული თბილისი და უიმედობის უცნაური განცდა? ამ ქალაქში არაფერი რომ არ ხდებოდა და მთელი ქვეყანა ნიჰილიზმის ტალღის ქვეშ რომ იყო მოქცეული? დათო ამ დროს გერმანიაში წავიდა...

იქ სახელოსნოს ქირაობს და იწყებს მუშაობას. მანამდე ახალ ტექნიკაზე არ მუშაობდა. მხოლოდ პოპ-არტი და გრაფიკა იყიდებოდა. კონსერვატორმა გერმანელებმა იციან დაფასება, თუმცა არის ერთი წინააღმდეგობა. გერმანია დიდი ქვეყანაა, ევროპის გულია და მსოფლიოს მესამედის ცენტრი, კულტურული რევოლუციების სამშობლო და მოდერნისტული არტ-ცხოვრების მექა. დათო გრძნობს, რომ ამ ქალაქს მისგან ბევრად მეტი სჭირდება და პირიქით. ამიტომ ერთ დღესაც, საკუთარ გერმანულ სახელოსნოში გადაწყვეტს, რომ დროა მოქმედებაზე გადავიდეს.

ამ ქალაქში მეორადი ავეჯი, საოჯახო ნივთები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა კანონმორჩილ გერმანელებს ერთსა და იმავე დღეს გამოჰქონდათ და სახლის წინ ყრიდნენ, შემდეგ მანქანა ჩამოივლიდა და... დათო ველოსიპედზე ზის და ქუჩებს ზვერავს, სახლებთან ჩერდება და ნაგვის მანქანის მოსვლამდე, მისთვის საინტერესო ნივთებს აგროვებს. ასე იწყება მისი კრეატიულობის ახალი ეტაპი.

თბილისში ბრუნდება და ისევ სახელოსნო, უამრავი ნაგავი (მხოლოდ ახლა თბილისურ-ქართული), ბევრისთვის უჩვეულო ხელწერა... ნუცუბიძის სახელოსნოში კი ყველა ნივთი გახსენებაა.