ცხელი შოკოლადი
დეკემბერი 2006 №22
გუგა კოტეტიშვილი

გუგა კოტეტიშვილთან - შინ

გუგა კოტეტიშვილს თბილისში ყველგან შეხვდები - კაფეებშიც, გალერეებშიც, მეგობართან სტუმრად სახლშიც და მშრალ ხიდზეც -ძველმანების ძებნაში გართულს. ეს ძველმანები სხვებს ჰგონიათ გადასაყრელი. გუგა კოტეტიშვილი კი მშრალი ხიდიდან წამოღებულ ნივთებს არქმევს პალიტრას და მათ ისევე იყენებს, როგორც ფერწერაში მუშაობისას - ფერებს.

ფოტო: დავით მესხი

ომის კულტურა

დალაი ლამა იტყვის: პოლიტიკა კი არ არის ბინძური, კაცობრიობის პოლიტიკური კულტურის დონეა ძალინ დაბალი და ამიტომაც, სუფთა ზრახვები, მაღალი იდეალები და კეთილშობილური მიზნები დამახინჯებულ სახეს იღებენ.

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

კონცეპტუალისტი, მშვილდოსანი და გაღუნული ლურსმნები

ავტორი: სანდრო კაკულია

რთულია ცხოვრების წესი უწოდო იმას, რაც სინამდვილეში ცხოვრების გზაა. წესი წესია და ამ "წესს" თავის წესები აქვს. დათო მონავარდისაშვილის ცხოვრების წესი სწორედ ეს ცხოვრების გზაა, რომელიც უკვე დიდი ხანია, წესების კლასიკურ განმარტებას გასცდა და ცხოვრების უცვლელ გზად იქცა.

ფოტო: ალექსანდრე კვატაშიძე

წერილი კალიფორნიიდან

ავტორი: ალექსანდრე კვატაშიძე

პრეისტორია

ამ ამბის მოყოლა ალბათ იმ სატელეფონო ზარით უნდა დავიწყო, რომელმაც სამშობლო მთელი ერთი წელიწადით დამატოვებინა. საუბრის დასრულებისთანავე ჩემს შეყვარებულს დავურეკე მოსკოვში და ვახარე: "სტიპენდია მოვიგე და ამერიკაში მიდვივარ! შენც წაგიყვან."

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

მაკა ვირსალაძე

ყველა წარმოშობის ხმა; ქუჩის, ხეების, ქარის, მანქანის - მისთვის, უბრალოდ, ინფორმაციაა, რომელიც უნდა დაამუშაოს და მერე ასახოს, მოყვეს. შემოქმედისთვის (კომპოზიტორისთვის) ეს ჩვეულებრივი თხზვის პროცესია, ნაცნობი და ყოფიერი. სხვა პროფესიის ადამიანებისგან მუსიკის სმენის კულტურითაც განსხვავდება.

3

მოგზაურობა

მოგზაურობა მხოლოდ მგზავრობა და დათვალიერება როდია. მოგზაურობა განცდების და ემოციების მთელი არსენალია, რომელიც განსაზღვრულ დროში, ერთ კონკრეტულ, გეოგრაფიულ მისამართზე ცოცხლობს. "მოგზაურობა" წარსულის, აწმყოსა და მომავლის სიტყვაა. ერთგან დიდი გზის პატარა

ფრაგმენტია, ხან კი თავად გზაა, ან ნატვრა.

ჯორჯ კლუნი

ჯორჯ ქლუნი ცოცხალი კლასიკა

ავტორი: რიჩ კოენი

ინგლისურიდან თარგმნა: თამარ ბაბუაძემ

ამერიკას დანარჩენი მსოფლიოს წინაშე ორი სახის ძალაუფლებით მოაქვს ხოლმე თავი: ერთია მძიმეწონიანი ძალაუფლება, რომელიც ტანკებით, სამხედრო თვითმფრინავებითა და რაკეტებით გამოიხატება და მეორეა - მსუბუქი წონის ძალაუფლება, რომლიც ამ ეტაპზე გახლავთ ჯორჯ ქლუნი.