|
|
|
ბლოგის ბოლო ჩანაწერები
მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
ანა მაყაშვილი
მაგდა კალანდაძე
მაკა მიქელაძე
|
ინტერნეტი და არარსებობა
იანვარი 25, 2010 ავტორი ზურა ჯიშკარიანი(გოთიკური პოსტი) პოსტის სამნაწილიანი შესავალი იანვარი ოთახია სადაც ცივ ასფალტზე ფეხისგულებით ვგრნობ მინუს გრადუსებს, როგორც არყოფნის მსუბუქ საცდელ 15დღიან ვერსიას. შესაბამისად ამ პოსტში ვილაპარაკებ – სიკვდილზე. და რადგან ჩემი “ტრიბუნა” ინტერნეტია – ვილაპარაკებ სიკვდილისა და ინტერნეტის ინტიმურ დაახლოებაზე ერთმანეთთან. როცა ადამიანის უკვდავებაზე იწყება ხოლმე საუბარი ასეთ მარტივ მასკულტურულ დონეზე -- ხშირად ამბობენ რომ ადამიანის უკვდავებაა თუ ის ახსოვთ სიკვდილის შემდეგ. ანუ თუ ძველ პარადიგმებს მივყვებით - უკვდავება საკმაოდ რთული საქმე იყო, იმისათვის რომ უკვდავთა რიცხვში ჩაწერილიყავი, არვიცი.. უნდა მიგეღწია რამე დიდი მწვერვალებისთვის, გაგეჩაღებინა დიდი ომი, დაგეწერა დიიდი რომანი, და ეს ნუ გგონიათ ადვილი საქმე, ასეთ რამეებს კარგი კერკეტი კაკალივით ძლიერი ტრაკი და დიდი გაქანება ჭირდება, ნუ რობესპიერი თუ არა კაკ მინიმუმ ჯაბა იოსელიანი მაინც უნდა ყოფილიყავი რომ მიგეღო უკვდავების ლუკმა როგორც ცხონება, ისტორიის დასვრილი ხელებიდან. მაგრამ შემდეგ გაჩნდა ინტერნეტი და მოგვიტანა უკვდავება.... ყველას.. ვინც დარეგისტრირებულია... კაკ მინიმუმ ფეისბუქზე მაინც.... (მხოლოდ ადნაკლასნიკები ვერ გადარჩებიან) :იაღოვას სმაილი: პ.ს. ამ პოსტს ვწერთ მე და ჩემი მეები, ასე რომ თუ შეგხვდებათ კომენტარები სხვა ჩემი მეებისგან დაიკიდეთ გაატარეთ და ა.შ. პოსტი მილენიუმამდეც, მაგრამ განსაკუთრებით მილენიუმის შემდეგ ინტერნეტსივრცე უპრეცენდენტო მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. (ახალი რაღაც ვთქვი ლოლ). სოციალურ ქსელებს გარდა იმისა რომ ისინი მსოფლიოს ხალხთა ინტერნაციონალია, მათი აზრების, მისწრაფებების, სიმპათიებისა თუ ანტიპათიების ცოცხალი არქივია -- სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ ახალი თვისება: მათზე დაფუძნებით შესაძლებელია გამოკითხვების ჩატარება, ფოკუს ჯგუფების შექმნა, ახალი მასშტაბური სამარკეტინგო სტრატეგიების დაგეგმვა. ინტერაქტიული ინტერნეტი ნებისმიერი კორპორაციის სახალისო საცდელი ლაბორატორიაა, ხშირად უფასო და ეფექტური, მოკლედ გემრიელი ლუკმა, კანფეტი, გერაინი..კხმ.. ნებისმიერ სახელმწიფო სისტემას თუ კერძო პირს ხელისგულზე აქვს გადაშლილი ადამიანთა ცხოვრება პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან. სულ უფრო მეტი ადამიანი მატულობს სოციალურ ქსელებში, სულ უფრო მეტი ადამიანი აწარმოებს კერძო ბლოგს ან გამოთქვავს საკუთარ მოსაზრებებს ფორუმებზე, და ამასთანავე ქსელში ჩნდება ახალი უპრეცედენტო მოვლენა – ფანტომური საიტების, მიტოვებული ბლოგების, ფორუმის არქივში ჩაკარგული პოსტების სულ უფრო მზარდი რაოდენობა. (ლევანი: შენიშვნა მაქვს სიტყვა “უპრეცენდენტო”-სთან დაკავშირებით, ჩემი დაკვირვებით საქართველოს პრეზიდენტები უშუალოდ ზემოქმედებენ სახელმწიფოს მოსახლეობის ქვეცნობიერზე, რაც გამოიხატება მათ ლექსიკაში და მსოფლმხედველობაში, ასევე მათ ესტრადაში. ამაზე შემდეგი პოსტი თუ არ დაგვეზარა.) ჩვენ როგორც სამოყვარულო თვითმფრინავები ვტოვებთ ჩვენს ფერმკრთალ კვალს ინტერნეტში, ნებისმიერ ადგილზე სადაც მოვხვდებით. ჩვენი კომპიუტერების აიპი ფიქსირდება ნებისმიერ მისამართზე, ჩვენი პოსტები მარადიულად ინახება ფეისბუქზე. მაგრამ რა ემართება ნაკვალევებს, როცა მათი პატრონი რეალური ცხოვრებისOffline-ში გადის? ანუ მარტივად რო ვთქვა, რა ემართება ინტერნეტ სხეულს როცა მისი “რეალური” მომხმარებელი კვდება? მოგეხსენებათ იმის გარდა რომ “არაფერია ახალი მზის ქვეშ” და რომ “ყოველივე ამაოა” და “ყველას დაგვენძრევა” (ანუ ეს ფრაზები დაახლოებით ასეთი სახით მერყეობს მეფე ეკლესიასტედან ჩემს მეგობარ მუსიკოსამდე, განსხვავება მხოლოდ მიღებული ასევთქვათ-გასამხიარულებელი საშუალებების ხარისხებსა და დოზებშია), მოკლედ რისიც გნებავთ იმის მიუხედავად სიკვდილი ყოველდღიური ცხოვრების “ცოცხალი” ატრიბუტია და როგორც ყველაფერი ამ სამყაროში - ექვემდებარება ეკონომიკურ პოლიტიკას და ადმინისტრაციულ კონტროლს დომინანტი მმართველი სტრუქტურების მხრიდან. ადმინისტრაციული კონტროლის გარდა, სიკვდილი ნებისმიერი რელიგიური თუ სახელმწიფო სისტემის საყვარელი სამანიპულაციო თემა და კულტია. (და ეს “სიყვარული” იზრდება სისტემის ტოტალიტარულობის შესაბამისად ) ძირითადად სახელმწიფო ადამიანს თხოვს ხოლმე მამაცურად სიკვდილს, რელიგია კი იძლევა საეჭვო დაპირებებს მარადიული ცხოვრების შესახებ სიკვდილის შემდეგ, ან ცუდ ან კარგ ადგილას. იმის გათვალისცინებით სადაც ეხლა ვცურავთ, “სავსებით უპრიანი იქნება დავსვა კითხვა”: რას გვპირდება ინტერნეტი??? არვიცი რატომ, მაგრამ ხანდახან საათობით ვათვალიერებ ხოლმე გარდაცვლილი ადამიანების ბლოგებს ან საიტებს. ამ დროს რაღაც უცნაურ შეგრძნებებს ვაფიქსირებ ჩემში რომელთა კლასიფიკაცია მიჭირს. ეს გრძნობა გავს რაღაცას – ბავშვურ ცნობისმოყვარეობასა და სიკვდილის შიშს შორის. უყურებ ამ ბლოგებს და გიკვირს როგორ ვცხოვრობთ ხოლმე თითქოს სიკვდილი საერთოდ არ არსებობდეს, თითქოს უფრო მნიშვნელოვანია იმის გარკვევა ვინ უფრო ცუდი ან ვინ უფრო კარგი ტიპია სასტავში, ან რატო მოიმატა ვარდისფერი ჩანთის ფასმა იბეიზე და ა.შ. მარტივი ლოგიკური გზით რო მივყვეთ იმის გამო რომ ადამიანი რეგისტრირდება სოც.ქსელში და ადამიანი მოკვდავია, ესეიგი სოც ქსელის ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს საკუთარი სერვერის ეს “ხარვეზი”. შესაბამისად სოციალურმა ქსელებმა ვერ აუარეს გვერდი სიკვდილის თემას (ლევანი: ვინ აუარა რო?) და შარშან მაგ. ფეისბუქმა შეიტანა ახალი ცვლილებები და დაამატა “სიკვდილის პოლიტიკაც” რაც ნიშნავს მკვდარი მომხმარებლების ექაუნთების ოდნავ შეცვლას (ანუ მათ ვერ გაუგზავნი “რიქვესთს” და ფეისბუქი არ შემოგთავაზებს წინადადებას რომ “შენ შეიძლება იცნობდე ამ მომხმარებელს”), ხოლო დანარჩენი ჩვეულებრივად რჩება, შეგიძლიათ წეროთ გარდაცვლილის “კედელზე” რაც გაგიხარდებათ. სხვა სოც.ქსელი - მაისფეისი აცხადებს რომ ის არ შლის არცერთ აქაუნთს მომხმარებლის საეჭვო არაქტიურობის გამო, მაგრამ თუ თქვენ მაინც გსურთ თქვენი გარდაცვლილი ახლობლის მაისფეის გვერდის წაშლა თქვენ ამისთვის უნდა მიწეროთ მაისფეისის ადმინისტრაციას და ამავდროულად მოამზადოთ საბუთები რომლებიც უნდა გადამოწმდეს. იგივე სიტუაციაა გუგლის Gmail-თანაც, ამ შემთხვევაში თქვენ ადმინისტრაციას მიმართავთ თუ გნებავთ რომ ადმინისტრაციამ გახსნას დაღუპული მომხმარებლის პრივატული მეილი და გადმოგცეთ მისი კოდი. ასე რომ ვინც მელით ისეთ ინფორმაციას ინახავთ რომელიც სიკვდილის მერეც კი არ გინდათ თქვენმა ახლობელმა გაიგოს, სასწრაფოდ გადამალეთ მისთვის უცხო მეილზე. ლაივჟურნალის ბლოგების სისტემაში გარდაცვლილი მომხმარებლის ჟურნალს ენიჭება მემორიალური სტატუსი და ინახება ისეთივე სახით როგორითაც ის დატოვა მომხმარებელმა. ამის გარდა არსებობს ხსოვნის “ტვიტერიც”, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ ვინმეს ხსოვნა მისსავე კედელზე. ადნაკლასნიკი.რუ-ზე ამას არ აქცევენ დიდ მნიშვნელობას მანდ მთავარია გააგზავნოთ SMS-ი ნომერზე... ქსელში ასევე არსებობს რამდენიმე სოც. ქსელი მკვდრებისთვის, საუთარი გვერდებით (ვირტუალური სასაფლაო), მუსიკით, ფოტოებით და ა.შ. აი მაგალითად, respectance.com რომლის ხშირი სტუმარიც ვარ და ჩემი ფავორიტებიც მყავს. (ლევანი: სუ გამოყლევდი? მე: აბა სიკვდილზე სერიოზული სახით ჩემმა მტერმა ილაპარაკა ლევანი: შენი მტერი კომპიუტერული თამაშებია მე: კაი არ დაიწყო ეხლა ისევ..) გარდა ამისა თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა კვალი რჩება თქვენგან ინტერნეტში, და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაყვეს ამ კვალს და შეადგინოს თქვენი დოსიე ან ფსიქოლოგიური პორტრეტი. არვიცი რატომ მაგრამ ძალიან მაინტერესებს ეს უცნაური საზღვარი ადამიანს და ინტერნეტში დარჩენილ სიტყვებს(ემოციებს,განწყობებს) შორის. მაგალითად შარშან ძალიან შოკში ჩამაგდო თბილისის ფორუმზე მომხდარმა ამბავმა. ერთერთი მომხმარებელი შემოვიდა ფორუმზე და დაპოსტა რომ რაღაც საშინელ ტკივილებს გრძნობდა მუცლის არეში დ ავერ იძინებდა, რათქმაუნდა წამოვიდა ინტერნეტის იუმორით სავსე რჩევები თუ როგორ უნდა მოეშორებინა ეს ტკივილი. მეორე დღეს აღმოჩნდა რომ ეს იყო მომხმარებლის ბოლო პოსტი, ის ამ პოსტიდან რამოდენიმე საათში გარდაიცვალა. დროის მსვლელობასთან ერთად ინტერნეტში მატულობენ გარდაცვლილი ადამიანების სიტყვები, ამოძახილები, ხმები, ფოტოები, ისინი თითქოს ცოხლები რჩებიან, მათ ჩართული აქვთ თავიანთი საიტების სტატისტიკა, ისინი თითქოს ცოხცხლებივით გესაუბრებიან თავიანთ პროიბლემებზე. ინტერნეტის ყველაზე ცნობილ ნიშებთან - პორნოგრაფიასა და სპამთან ერთად, მის უსასრულო სივრცეებს ითვისებს სიკვდილი. ფანტომური საიტები, სადაც უხილავად დააბიჯებენ გარდაცვლილთა აჩრდილები. ინტერნეტის აქტიური მომხმარებლების დიდი ნაწილი დღეში 50ჯერ მიანც ხვდება გარდაცვლილი ადმიანის ფოტოს ინტერნეტში. მე რამდენჯერმე მეილიც კი მიმიწერია ბლოგერისთვის რომელიც მერე აღმოვაჩინე რომ წასულია ოფლაინში სამუდამოდ. (პროფესორი ზეტმინუსი: დღეიდან შეგიძლიათ აღიაროთ ეს გოგო (ზურას ვგულისხმობ) ინტერნეტ გოთიკის ფუძემდებლად. ლევანი: ხო ზურა მიდი უცებ გამოაცხვე პატარა რომანი როგორ შეუყვარდება ცოცხალ ბლოგერს მკვდარი ბლოგერი მისი ტექსტების კითხვით, მისი ფოტოების დათვალიერებით, როგორ ეძებს მის კვალს ინტერნეტში რომ მეტი გაიგოს მასზე და თან მას ყველაფერს თვითონაც წერს ბლოგზე და მერე გავა რამდენიმე წელი და მათი ისტორია დარჩება როგორც ლეგენდა სიყვარულზე, რომლის კონცეპცია შეუძლებელი იყო ჩვენამდელ უხეშ ფიზიკურ ეპოქებში. ზურა: ლევან შენ დემონი ხარ თუ პოეტი ბლიად?) აი ასეთი უცნაურია ეს თემა და დარწმუნებული ვარ დროთა განმავლობაში ის კიდევ შეიცვლის და მიიღებს ახალ ფორმებს. ამავდროულად ასეთ მოვლენებზე დაკვრირვება პირდაპირ მოქმედებს სიკვდილისა და სიცოცხლის არსებულ კონცეფციებზე. სოციოლოგიაში მახსოვს ვსწავლობდი რაღაც თემას სახელად სოციომეტრია. იქ ეს ჩუვაკი (კონცეპციის ავტორი, არ მახსოვს რა ერქვა) ამბომდა რომ ადამინი გავს ატომს, (წარმოიდგინე წრე) და ყოველი ახალი მეგობრობა თუ სიყვარული არის ახალი ატომების ჩამატება ამ ატომში, ხოლო ყოველი განშორება ნიშნავს შესაბამისი წრის (ატომის) დაკარგვას ანუ სიკვდილს. ანუ ყოველი განშორების მერე ჩვენ ცოტცოტა ვკვდებით (ფიზიკური სახითაც), გააჩნია იმასაც თუ რომელი ატომი კვდება ანუ ვის ვშორდებით. თუ ჩვენს ინტერნეტ სხეულს წარმოვიდგენთ სოციომეტრიის სუბიექტად მაშინ მისი არსებობა სოციალურ ქსელებში გულისხმობს რომ ის შედგება უამრავი ატომისაგან, ხოლო მისი ექაუნთის წაშლა გულისხმობს ყველა ამ ატომის სიკვდილს მისი სახით. (ჩართული რეკლამა: სხვათაშორის დაახლოებით ამ თემაზე იყო ჩვენი პერფორმანსი ბერლინში და ბიალისტოკში, რომელიც გამეორდება ახალი სახით რუმინეთში ამა წლის მაისში. წინა პერფორმანსის ფოტოები და კონცეპტი შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://www.rhiz.eu/article-49621-en.html ) ასე რომ შეიძლება შენ იყო მკვდარი მაგრამ შენი აქაუნთი მარადიულად განისვენებდეს მონაცემთა ბაზაში, მაგრამ შეიძლება შენ იყო ცოცხალი (ან მკვდარი) და შენი ექაუნთი (შესაბამისად ხსოვნა შენზე) საამუდამოდ გაქრეს ბაზებიდან. რომელია უარესი? პოსტის ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ანა ტაბატაძის 2 ნახატი სერიიდან “წაშლილი, მკვდარი აქაუნთების” თემაზე. მათ როგორც ჩვენ - აქვთ თავიანთი არარსებობა. |
ყველაზე პოპულარულირუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები |
<!-- TOP.GE COUNTER CODE -->
<!-- / END OF COUNTER CODE -->
|
Anonymous (შეუმოწმებელი), მაისი 19, 2010, 01:23:48
რა , ვიაგრა რის ვიაგრა, რა საიალის, ბოლეტ კომერციალში მუშაობ შე ჩემისა? :)))
doji deida (შეუმოწმებელი), მაისი 17, 2010, 16:09:16
exla tamar babuazis posti vnaxe fb. ze da axlidan cavikitxe statia, romelic adrec momecona da yvelaze gasagebad dacerilia rac ki am temaze mipiqria. agmovachine, rom ramdenime mosazreba zalian mkapiod da garvevit maxsovda!!!!!! da gavocdi, ase argad tu sheizleba azris gadmocema. sruliad normaluri da chveulebrivi txrobis rejimshi. mgoni zalian didi moazrovne da kargi mcerali xart. gmadlobt.tqven saintereso da mnishvnelovani kvali damitovet chems mexsierebashi.
zura ,chuka var, gkocni
salome (შეუმოწმებელი), თებერვალი 2, 2010, 11:50:38
internetshi sikvdilze namdvilad ar mipikria. magram chemtvis interneti absurdia, sadac kvelaperia da araperi, sadac kvelas icnob da veravis uaxlovdebi, sadac kvelapers grdznob da verapers ganicdi, adgili, sadac bevrs scavlob da xelshi araperi gichiravs. . .
keti (შეუმოწმებელი), თებერვალი 1, 2010, 17:18:52
კარგი იყო. ამაზე არაერთხელ მიფიქრია..
megi (შეუმოწმებელი), იანვარი 26, 2010, 03:05:31
http://www.myspace.com/oposum_family
wellcome :D
Next (შეუმოწმებელი), იანვარი 26, 2010, 02:56:30
mitxari aba sheni myspace :D
megi (შეუმოწმებელი), იანვარი 26, 2010, 02:47:39
ეჰ, წავალ დიდი ხნის მიტოვებულ myspace ექაუნთს გადავხედავ ვინმეს სამუდამო offline-ში წასული არ ვეგონო ...
Vicki (შეუმოწმებელი), იანვარი 25, 2010, 18:34:19
მეგობარი მურთაზი: ბრავო! აპლოდისმენტები!
მურთაზი კომპიუტერს მოცილდა, ლოგინზე წამოგორდა, სიგარეტს მოუკიდა და ჩაფიქრდა (როგორც იცის ხოლმე) . ცოტა არ იყოს და შეეშინდა კიდეც, ყველაზე მეტად იმის, რაც მისმა მეგობარმა - ზურამ და მეებმა - ატომებზე ილაპარაკეს. მიხვდა, რომ მის გარშემო სულ რამოდენიმე ატომიღაა დარჩენილი და ისინიც რომ მოწყდნენ... შეეშინდა, რომ ისევ ცალკე ატომად მოკვდებოდა, რაც შესაძლებელია გარდაუვალია და მასზე მიწეპებულ ატომს მოწყდებოდა (ან პირიქით). მაგრამ მურთაზას მაინც ჯერა ლამაზი ზღაპრების ატომბიჭუნებზე და ატომგოგონებზე. ჯერა იმის, რომ ერთი წარმომავლობის ატომებს ადრე თუ გვიან, რაღაც ძალა მიიზიდავს ერთმანეთთან სულ, რომ 1000 და 10 000 კილომეტრის დაშორებით იყვნენ, შექმნიან ერთ დიდ მოლეკულას და ჩაბარდებიან ცას, ვარსკვლავის სახით.
=(