რა უნდა ჰქნა მაშინ, როდესაც ლოს ანჯელესის ყველაზე ელიტურ უბანში ცხოვრობ, ხარ მოზარდი ბევრი, ბევრი თავისუფალი დროით და ფულით ჯიბეებგამოტენილი? ჰო, რა თქმა უნდა, უნდა გაერთო, როგორც შეგიძლია. უბრალოდ, ამ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაფერი! და მოხდება კიდეც, კალიფორნიის მხურვალე მზის ქვეშ!
თქვენ კი, ამ "ყველაფრის" ნახვა "ამირანში" შეგიძლიათ ნიკ კასავეტესის ფილმში "ალფა-დოგ"-ი, რომლის სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა აგებული. ნარკომოვაჭრე, ანუ ჩვენს ენაზე - "ბარიგა", ოღონდ მსხვილი "ბარიგა", ვინმე შონ მაიკლსი, იგივე ჯესი ჯეიმს ჰოლივუდი, ამერიკის საგამომძიებლო ორგანოს პირველი და ყველაზე ახალგაზრდა დამნაშავე იყო. სწორედ ამ დამნაშავის და მისი ბანდის სამდღიანი ვოიაჟის და დამნაშავეობის შესახებ გვიამბობს კასავეტესი, სადაც ცნობილ დამნაშავეებს ჯასტინ ტიმბერლეიკი, ემილ ჰირში და ბრიუს უილისი თამაშობენ. ნუ, ბრიუსის ანუ ჰოლივუდელი "მაგარი ბიჭის" გარეშე, როგორ შეიძლება ამერიკულ კინოში ვინმემ თოფიდან ისროლოს?! ჰო, ფილმში სადღაც შერონ სთოუნიც დარბის, თურმე.
P.S. ბრიუსი ისე გაგიჟებულა ამ პოპ-ბიჭის შესრულების მანერით, რომ ფილმში "კერკეტი კაკალი 4" თავისი შვილის როლზე მიუწვევია. ესეც შენ, ერთი ნაბიჯი სცენიდან-ეკრანამდე.














