პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
2 სექტემბერი, 2010 - 04:41
31 აგვისტო, 2010 - 00:09
30 აგვისტო, 2010 - 06:42
"გრელკებზე" გაზრდილი თაობა

იანვარი 20, 2010 ავტორი მირიან გორგოძე

აკაკი წერეთელს გზაზე მათხოვარი შეხვდა და მოწყალების გაღება თხოვა. – „ადე ხელი გაანძრიე, შენი პირში დავანძრიეო“ – უპასუხა ენამახვილმა აკაკიმ. გადასარევი მომენტია „ამარკორდში“,მანქანაში შეყუჟული ბიჭები რომ „ხელმრუდობენ“ ქალაქის ყველაზე სექსუალურ ქალზე „გრადისკაზე“, ვისაც უძღვნიან ამ თვითტკბობის აქტს. ჩვენ ასე ერთად არასოდეს დაგვინძრევია, გვაკლდა ფელინის მიერ ნაჩვენები გახსნილობა და საკუთარ თავზე სიცილი. სამაგიეროდ დიდი წარმატებით ვეშმაკობდით სახლებში და არა მარტო ტუალეტში – მისაღებში, სამზარეულოში, საძინებელში, აივანზე ... და ჩვენ მიერ მოკირწყლულ ველზე ვსვრიდით და ვანაყოფიერებდით ოჯახის წევრებს: საკუთარ დედებს, დებს, მამებს და ასე ვაძლიერებდით ოიდიპალურ საწყისებს. „ყველა შეცდომის და შეცოდების მერე, შეუვალია სახლის ცარცი მხოლოდ პურით და წყლით და კედლების ქალწულებრივი სითეთრით, შეუძლია აგარიდოს განცხრომას მოყოლილი სირცხვილი“ – (ლია სტურუა) მერე კი მიდიოდა გაცხარებული სჯა–ბაასი და შეჯიბრი იმაზე, ვინ – დღეში რამდენჯერ? ვისი სითხე უფრო ბლანტია? ვისი მუქი? საერთოდ ვინ გამოყოფს ყველაზე მეტს? საოცარი მონაცემები ფიქსირდებოდა ამ დროს. ერთხელაც, ერთ–ერთ კლასელს, რომელიც რატომღაც ყველასთან შედარებით ძალიან ადრე დასრულდა, მეგობრულად ვთხოვეთ იქვე, სკოლაში ამ კეთილშობილური საქმიანობით დაკავებულიყო. მანაც ჰიტლერის მსგავსად, სრულიად უსასყიდლოდ და უანგაროდ დაგვითმო მისი „ნაწარმი“, რომელიც ჩვენ დიდი რუდუნებით ჩავღვარეთ ცოტა მობერებული მასწავლებლის ჩანთაში. – „ეს მე ვარ, მე! – იყვირა გამცემლიძემ“ – დიახ, ეს ჩვენ ვიყავით! ისინი, ვინც თაფლიანი თვალებით ვიმზირებოდით ხუთოსნების დაფიდან, ისინი, ვინც დამჯერებად ვითვლებოდით, ვინც ყველას ზრდილობიანად ვესალმებოდით, ვინც პირველივე დაძახებაზე შევდიოდით ეზოდან სახლში... ეს ის თაობაა, „ტორპედოს“ ჩემპიონობას, რომის პაპის ვიზიტსა და აფხაზეთის ომს ცხადად რომ შეესწრო, და „გრელკასაც“... „გრელკას“ გასათბობად ვიყენებდით, ზამთრის ნესტიანად ცივი ღამეების დროს. ძალიან ადვილია მისი მოხმარება, უბრალოდ, ადუღებული წყალი უნდა ჩაასხათ და საწოლში შედოთ დაწოლამდე რამდენიმე წუთით ადრე. ეს რიტუალი, ახლა დავფიქრდი, ლოცვაზე მნიშვნელოვანი იყო. მას ყოველ ღამით, თან აუცილებლად ვასრულებდით, ლოცვისთვის კი ვის ეცალა იმ სიცივეში. და როცა მოაწევდა დაწოლის ჟამი, ჩვენ უფრო თამამად მივიწევდით შეყინული საწოლებისკენ. სამყარო აღარ ჩანდა ამ დროს ზედმეტად სასტიკი, ზამთარი მითუმეტეს. წარბშეუხრელად მივაბიჯებდით ჩვენს ღამეულ სამყოფლოში, ფეხის წვერები კი მიილტვოდნენ სიმხურვალისკენ. ო, როგორ დუმორჩილებლად ჭყენტდნენ, ზელდნენ და აუპატიურებდნენ იმ დროს ქვემო კიდურები „გრელკას“, ის იყო ჩვენი საშო, ჩვენი სიცარიელე... „ყოველმა ადამიანმა თავისთვის უნდა იპოვოს უმაღლესი ყოფიერების განსაკუთრებული შესაძლებლობა ამ შეზღუდულ და აუცდენელ ყოველდღიურობაში“ – და ჩვენც ასეთ მომენტებში სულ არ ვფიქრობდით პალესტინა ისრაელის კონფლიქტზე ... შემდეგ დღეს ჩვეულებისამებრ ვიქცეოდით მონსტრებად და კვლავ განვაგრძობდით საქმეების გარჩევას, „პაპკების“ ფანჯრიდან გადაყრას, მასწავლებლებზე ენის შეტლიკინებაში დახელოვნებას და ა.შ. ერთ იმდროინდელ ჩემ სიზმარს მოგიყვებით, რომლის მიხედვით: წყლის მაგივრად „გრელკაში“ სპერმას ვასხამდი და ისე ვთბებოდი. ყოველ ღამე სკურპულოზულად ვამატებდი და ვამატებდი, სანამ „გრელკა“ კარგად არ გაპიპინდა, მაგრამ „სულმნათი“ კლდიაშვილის არ იყოს: „ბედნიერება, როგორიც არ უნდა იყოს იგი, ვისთვის ყოფილა ბოლომდისო“ და მეც დიდ ხანს არ შემრჩა ბუნებრივად შეზავებული სითბოთი ტკბობა. „გრელკას“ სამაგრი მოძვრა და უნებლიედ საკუთარ სპერმაში განვიბანე. თუ პავიჩს დავუჯერებთ, სიზმრებში აწმყო დრო არ არსებობს, იქ ჩნდება რაღაც მიმღეობისნაირი, სიზმრის მხილველის აწმყოში მოცემულ რეალობას რომ შეეფერება. სიზმრების ლინგვისტიკა არაორაზროვნად მიანიშნებს, რომ არსებობს სიზმარში მიმდინარე დროის მიმღეობა და რომ გზა რეალობაში მიემართება მომავლის გავლით, თანაც სწორედ სიზმრის სახით. სიზმრებში ხომ წარსული დრო არ არსებობს, იქ ყველაფერი გახსენებს რაღაც ჯერ კიდევ არ მომხდარს, რაღაც უცნაურ ხვალეს... ნუთუ ეს, მეორედ მოსვლის წინასწარმეტყველება იყო?

iie (შეუმოწმებელი), ივნისი 1, 2010, 02:09:28

@ keli: meechveba mirianma am nacerit scados gogonebis mizidva da tu shen migachnia, rom es "misazidi ragacaa", mashin arc shen kopilxar uketes dgeshi. paktia, rom nacerma komentari (emocia) gamoicvia da es ukve is arsi, rac sachiroa.

iie (შეუმოწმებელი), ივნისი 1, 2010, 02:03:46

dzaaalian momecona naceri, titkmis da genialuradac!!! magram sizmars ar daujero, maset momavals ar gisurveb gulit!
kochag, mirian, dzalian kargia, dzalian dzalian!!!

მირიან გორგოძე, თებერვალი 8, 2010, 17:21:20

მართა
დიდი მადლობა ამ პოზიტივისთვის.
აი ევგენიკის შესწავლას რომ მივყოფ ხელს, გამრავლების საკითხზე მერე ვილაპარაკოთ:))

მართა (შეუმოწმებელი), თებერვალი 8, 2010, 16:45:54

აუუუ, ჯერ ვიხალისეეე.
,,გრელკა” რომ არ გახეთქა შენმა სპერმამ და არ გადაგეყლაპა და არ დაორსულდი ეგაა ცუდი, თორემ ხომ გვეყოლებოდა ახლა სასწაული არსება მამრისგან შობილი - ისევ მირიანი, ოღონდ მირიან 2.
რა გიბნევიათ და მოგრიწყიათ ქუთაისი კუთხე-კუნჭული:))))))))))))))))
ეს გადასვლები ხომ მიგნება იყო საერთოდ,

მირიან გორგოძე, თებერვალი 3, 2010, 23:15:32

გმადლობთ ყველას კომენტარებისთვის.

მირიან გორგოძე, თებერვალი 3, 2010, 23:14:21

KELI
მოდით თქვენ იყავით ექსპერტი, ზემოთ ნახსენებ ინსტიტუტში – გოგონათა მოზიდვის სტილური მრავალფეროვნების საკითხებში...

მირიან გორგოძე, თებერვალი 3, 2010, 23:09:32

che's girlfriend
იმიტომაც ვერ ვსუქდები მე:))
ერთი–ორი "ნაცნობისგან" ვიცი, რომ ძალიან, ძალიან კარგი გოგონა ხარ.
დიდი მადლობა შენ :)

მირიან გორგოძე, თებერვალი 3, 2010, 22:59:16

კერკეტი
იქნებ თქვენ გახსნათ კერძო ინსტიტუტი სახელწოდებით "პიროვნებები – როგორც ასეთი"(რომელიც, თავის მხრივ თანამედროვე ტიპის პიროვნებათა სამჭედლოდ იქცევა), სადაც ჩემ განაცხადს შემოვიტან და ნუთუ დაუსწრებელზე მაინც ვერ მოვხვდები?!
უღრმესი მადლობა, რათა ჩემზე ლოცვას აპირებთ.

მირიან გორგოძე, თებერვალი 3, 2010, 22:49:10

გოგონა
დიდი მადლობა ჩემო კარგო :)

მირიან გორგოძე, თებერვალი 3, 2010, 22:44:46

საბა
ჯერ არ დამისრულებია, ფაქტობრივად ახლაც წერის პროცესში ვარ

KELI (შეუმოწმებელი), იანვარი 24, 2010, 23:24:46

და არც გოგოებს დააინტერესებ :( შენი "განცხადებული სიცხადეებით"

che's girlfriend (შეუმოწმებელი), იანვარი 23, 2010, 17:15:02

წყალი გაცილებით მეტად ცხელდება. სპერმა 36 გრადუსს ვერ აცილდება რაც ვისთანაც, და რამდენა ხანსაც არ უნდა ქნას. ასე რომ, წყალი უკეთესად ათბობს)) გაგინადგურებია ორგანიზმი და ეგაა-გრელკას ავსებდი??))

კერკეტი მე კიდე შენთვის ვილოცებ))

კერკეტი (შეუმოწმებელი), იანვარი 23, 2010, 12:57:28

ჩემი მირიან,
შენ როგორც ასეთი პიროვნებად ვერ შედექი, შენნაირები მხოლოდ მასკულტურაში გამეფებულ სწორუპოვარ ტუალეტში მოისაქმებენ და იდეური თვალსაზრისით ისეთ ობში ფეკალიებში არიან როგორც ქართული ხელოვნების 96 % მე შენ მეცოდები და შენზე აუჯცილებლად ვილოცებ... მაგრამ ერთს გეტყვი
ცხოვრებაში მეტს თუ არაფერს გააკეთებ ხე დარგე!

საბა (შეუმოწმებელი), იანვარი 22, 2010, 07:29:22

ჰო, მეც ეგრე ვიფიქრე, თუმცა, რა ვიცი, რა ვიცი :)

გოგონა (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2010, 13:34:25

ჰაჰა:)))))))))))) მაგარიააააა:)))) ძალიან ვიხალისე მირიან-ო:)

Lela S. (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2010, 12:06:40

იმ ავადმოსაგონარ დროს ბევრი ჭიქა წყალს ჩაისთვის ვერ ადუღებდა, არათუ "გრელკაში" ჩასასხმელად. არც ავტორის სიზმრისეული ალტერნატივის გამოყენების საშუალება ჰქონდა (უშუქობა–უგაზობას უკაცობა ემატებოდა:))) ) ნეტავ რას აკეთებდა? უკაცრავად და "გრელკაში" თბილ–თბილ შარდს ასხამდაა?! ეეეჰ, ლოცვისთვის ვის ეცალაო,წერთ ბატონო მირიან,თორემ თქვენ კი უნდა გეკითხათ ძილში დაცემის შემდგომი ლოცვა დიდი მეტანიებით :( საბას კი ვეტყვი,მგონი დიდი დრო არ დაეკარგებოდა წერაში–ეჭვი მაქვს,სიზმარში უკარნახეს:)))))))

საბა (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2010, 07:16:10

რამდენი ხანი წერდით ამ ჩანაწერს?