პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

6 სექტემბერი, 2010 - 20:52
6 სექტემბერი, 2010 - 12:47
3 სექტემბერი, 2010 - 16:01
Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
31 აგვისტო, 2010 - 00:09
ცხელი შოკოლადი
იანვარი 2007№23
Channel: 
სპეცპროექტი
ფოტო: თეა დავითი

წლის ადამიანები 2007

ბასა ჯანიკაშვილი

წლის მენეჯერი

რადიო "უცნობი" ქართულ რადიოსივცრეში 2 წელია არსებობს, მაგრამ 2006 წელი რადიოს მსმენელთათვის სიახლეებით იყო დატვირთული. მუსიკალურ-გასართობ პროგრამებთან ერთად, გაჩნდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებიც.

Channel: 
დისკუსია
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

გემოვნებაზე დავობენ...

De gustibus non (est) disputandum გემოვნების თაობაზე არ დავობენ - ძველი ლათინების ეს გასტრონომიული თეზა საუკუნეებს გამოივლის და ჩვენს თანამედროვეობაში საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ერთგვარ კომფორტულ თავშესაფრად (შენ არ მოგწონს, ხალხს მოსწონს, გემოვნებაზე არ დაობენ) იქცევა.

Channel: 
ისტორიები
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

სიკეთე მარტო დაწანწალებს დედამიწაზე - ლილი იოსელიანი

1921 წელი იწურება. საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ილუზია უკვე გამქრალია - თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. საქართველოდან ემიგრირებულთა ნაკადი არ წყდება -

ზოგი ევროპაში გარბის, ზოგიც თურქეთში. ჟორდანიას მთავრობის მინისტრი ალექსანდრე ჯაფარიძე მეუღლესთან, ოლღა იოსელიანთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად, ბათუმიდან საფრანგეთისკენ მიმავალ გემზე ადის. მათთან ერთად, ოლღას ძმა, კონსტანტინე იოსელიანი და მისი ფეხმძიმე ცოლი, საშა ჟღენტიც მიემგზავრებიან.

Channel: 
ისტორიები
ფოტო: დავით მესხი

როცა მინდა, როგორც მინდა, სადაც მინდა, რასაც მინდა

კახა ბაკურაძე წარსულით არ ცხოვრობს. თავად განსაჯეთ: მისი თეატრი მოძრაობის თეატრია და სულ უკან-უკან რომ იყურებოდეს, აბა, სად მოხვდებოდა?

თუმცა მკითხველს მაინც მოვახსენებ იმას, რასაც ჩემი გმირი თავადაც ხალისით ჰყვება: ის დაიბადა სცენაზე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. - ცხრა თვის ორსული დედა ტანგოს ცეკვავდა და კახაც გაჩნდა.

Channel: 
ისტორიები
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

გზაზე ორი კაცი მიდიოდა

"ჭეშმარიტი ღირებულება ერთადერთია - კავშირი ადამიანისა ადამიანთან".

ანტუან დე სენტ ეკზიუპერი

თეატრალური ინსტიტუტის შენობასთან უამრავი ხალხი ირეოდა. მისაღები გამოცდების ზაფხულის ცხელი დღეები იყო. ნინო ბურდული აბიტურიენტთა და გულშემატკივართა დიდ არმიას შეუმჩნევლად შეერია. არავის მიუქცევია ყურადღება ერთი პატარა გოგოსთვის, კუშტი მზერით და მამაკაცური სიარულის მანერით, როგორ ჯიქურ გაემართა კიბეებისკენ.

Channel: 
ესეი
3

რეპრესირებული სექსუალობა

რამდენიმე თვის წინ, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოში" მეგობრის სანახავად მისულმა, მის სამუშაო მაგიდაზე საქაღალდის სახით შეკრულ ნაბეჭდ და შიგადაშიგ ხელნაწერ ფურცლებს მოვკარი თვალი. თაბახის გვერდები საგულდაგულოდ იყო შეკოწიწებული, ვიღაცას არ დაზარებია და დაკარგული ტექსტი ხელით აღუდგენია. მაგრამ მთავარი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია არა დოკუმენტის ვიზუალური მდგომარეობა, არამედ სათაური იყო: "The Vagina Monologues", Eve Ensler (2000).

Channel: 
ისტორიები
ბობ დილანი

ბობ დილანი - ქრონიკები

ამ ადამიანის გაჩერება შეუძლებელია. ამას ბევრი ცდილობდა, მათ შორის თვითონაც. სხვებმა ეს ვერ მოახერხეს. დღეს უკვე შეძლებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურად გაანადგურებენ მას. თვითონ კი, როდესაც გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს, უკვე ორმოცდაათს მიტანებული, ლოკარნოში ტურნეს დროს მიხვდა, რომ ჯერ კიდევ არაფერი გაუკეთებია, ყველაფერი თავიდან დაიწყო. ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ის ე.წ. "დაუსრულებელ ტურნეში" წავიდა, რომელიც დღემდე გრძელდება.