"მე მესმის, რატომ შეიძლება არ გინდოდეს ინტერვიუების მიცემა. მხოლოდ იმის გამო არა, რომ ჟურნალისტები პერვერსიულები არიან ან თავის აუდიტორიას ეთამაშებიან. როცა საკუთარ მოსაზრებებს შენი შემოქმედების მიღმა გამოხატავ, ამით თითქოს იწამლები. სხვანაირად რომ ვთქვათ, მე მაქვს მოსაზრებები; ყველას აქვს მოსაზრებები, მაგრამ ისინი ინტერესის საგანი ხდებიან მხოლოდ იმის გამო, რაც მე დავწერე" - ამბობს ამერიკელი მწერალი, ჯონ აპდაიკი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.
18 ნოემბერს თბილისის გოეთეს ინსტიტუტში მოეწყო ახალგაზრდა დოკუმენტალისტი რეჟისორების, რუსუდან პირველისა და სალომე ჯაშის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პრეზენტაცია. ჩვენება საქართველოში გერმანიის დღეების ფარგლებში იყო წარმოდგენილი, კერძოდ პროგრამით, რომლის სახელწოდებაც არის "ჟამთა ცვლა - 1989-2009".
სახლში რომ ვბრუნდებოდი, სადაც ირაკლი ჩხიკვაძის "თბილისურ Love Story"-ზე "ცხელი შოკოლადისთვის" შეპირებული სტატიის დაწერას ვგეგმავდი, გოგი გვახარიამ რაღაც ამონაბეჭდი ფურცლები მანახა, სადაც ერთმანეთის მიყოლებით პრემირებულ ხუთ ქართულ ფილმზე იუწყებოდნენ და რამდენჯერმე გაიმეორა: "ჩვენი ბრალია, ამას ფილმებს რომ ვუწოდებთ, ჩვენი ბრალი!.. ავთო ვარსიმაშვილის ფილმია ფილმი, ან კიდევ ეს Love Story?!".
ახლახან აღმოვაჩინე, რომ დიდ რეჟისორზე, რობერტ უილსონზე ჩვენთან თითქმის არაფერი დაწერილა. ვერც ათასგვარი ჭორებით სავსე გაზეთებსა და ვერც პრიალა, მოდურ ჟურნალებში მის შესახებ ვერაფერი ვიპოვე. თუმცა ჩვენებურები უხმაურო პრემიერებისა და ხარისხიანი არტის შესახებ წერა-კითხვით არასდროს იკლავდნენ თავს. მაგრამ უილსონი ხომ მაინც ლეგენდაა.
მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ საპრეზიდენტო ფიცის დადებიდან ორი დღის, ხოლო 12 ივნისის არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო გამოსვლათა დაწყებიდან ორი თვის შემდეგ თეირანის ერთ-ერთ სახლში მოვხვდი შეკრებაზე. მეგონა, ამ თავყრილობაზე ჩემ მხატვარ მეგობარს, ნეგინსაც ვნახავდი, მაგრამ ოჯახის დიასახლისმა მითხრა, - ინაუგურაციის დღეს სასტიკად სცემეს და ახლა სახლშიაო.
მახსოვს, უნივერსიტეტში სწავლისას, ჩვენი კორპუსის ყველა კედელი ერთხელ პლაკატებით დაიფარა. ახალგაზრდა გოგო-ბიჭების ფოტოები და წარწერა - "ხმა მიეცი ამას და ამას" - უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოგვიწოდებდა.
უფლება მომეცით, მადლობა გადავუხადო ზიგმუნდ ფროიდის საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ფრაუ ინგრიდ შოლც-შტრასერს, მოპატიჟებისათვის. უკანასკნელად ჩემი აქ გამოსვლისას ყველაფერი წესრიგში იყო; იმედი მაქვს, რომ დღესაც არ გაგიცრუებთ იმედს. არ მინდა დიდხანს შეგაყოვნოთ და ამიტომაც შევეცდები, ნახევარიოდე საათში ჩავეტიო. თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, დავიწყებ.
ყოველთვის, როდესაც მოლდოვეთი, ტენგუშევოს რაიონის დასახლება ბარაშევო და პოლიტიკური ბანაკი ЖХ-385/3-5 მახსენდება, ავტომატურად მეცხადება ერთი და იგივე ხატი, როგორც მიქელანჯელო ანტონიონის ან სხვა ძალიან კარგი რეჟისორის მიერ უძრავი კამერით გადაღებული კადრი: ორნი ვდგავართ აკრძალულ ზონასთან, ზოლებიანი საპატიმრო ქურქები გვაცვია, თითქმის ვეხებით მავთულხლართს, პირდაპირ აღმართული კოშკიდან შინაგანი ჯარების ყურადღებიანი ჯარისკაცი და სახელგანთქმული ავტომატის, კალაშნიკოვის ლულა გვიმზერს.