|
|
|
ბლოგის ბოლო ჩანაწერები
მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
ანა მაყაშვილი
მაგდა კალანდაძე
მაკა მიქელაძე
|
Every man & every woman is a STAR
დეკემბერი 4, 2009 ავტორი შოთა გაგარინიბავშვობაში ფეხი მოვიტეხე ძალიან ცუდად. ორ ადგილას. ორი თუ სამი თვის განმავლობაში მქონდა გიპსში. გიპსი როცა მომხსნეს და ფეხს დავხედე გული კინაღამ გამისკდა. თითქოს ძვალზე პირდაპირ კანი გადაეკროთ. კუნთი აღარსად ჩანდა. კაი ხანი მომიწია ამ ფეხის ვარჯიში სანამ ჯერ მუხლს მოვხრიდი უმტკივნეულოდ და მერე სიარულს ვისწავლიდი თავიდან.
მოკლედ, საკუთარ თავზე გამოვცადე სამყაროსავით ძველი სიბრძნე. როგორც სულხან საბა იტყოდა: „მიწაში თუნდა ოქრო იდვას თუნდა ქვაო, თუ არ დახარჯავდიო“. If you don’t use it, you loose it. თუ გონება არ ავარჯიშე, იგი დაჩლუნგდება. თუ კუნთი არ ავარჯიშე ის კუნთი ატროფირდება. ეს უნივერსალური კანონზომიერება მგონი ყველაფერზე ვრცელდება, მათ შორის ხელოვნებაზეც. კულტურაც ხომ ერთი დიდი სხეულია, თავისი მარჯვენა და მარცხენა კიდურებით. კარგია თუ ეს კიდურები სიმეტრიულად არის განვითარებული, თორემ თუკი ერთი ფეხი - მეორეზე გრძელია, სხეული იკოჭლებს. ალბათ ქართული ხელოვნების მესვეურებიც ინტუიტიურად გრძნობენ ამას. გრძნობენ რომ კარგად ფეხმოკიდებულ „მარჯვენას“, აკადემიურს, მეინსტრიმს, კულტურის მაგისტრალურ ხაზებს - მარცხენაც, მისი ალტერნატიული დინებებიც უნდა წამოაწიონ. მაგრამ თუ მე დიდი ხანი ვარჯიში, ფეხის დატვირთვა, წინააღმდეგობების გადალახვა მომიხდა პირველი ნაბიჯების მეორედ გადასადგმელად, ისინი ამ ნაბიჯის გაკეთებას პირიქით, ტვირთის შემსუბუქებით ცდილობენ. ატროფირებულ ფეხს ხელში იღებენ, ადგმევინებენ ნაბიჯს და ამ ნაბიჯს არა ხელის, არა ინერციის არამედ -მტკივანი ფეხის აქტივში წერენ. არა, ასეც შეიძლება გამოჯანმრთელება თუკი ნებისყოფა გეყო და წლობით იჯლიგინე შეუჩერებლად და თუ ბოლოს ინფარქტი არ დაგარტყამს, როცა აღმოაჩენ, რომ სანამ შენ სიარულს სწავლობდი, სხვებს ფრენა უსწავლიათ. არ მეგონა თუ დღესაც შევესწრებოდი უნებლიედ ამ სახალისო ბაჯბაჯს. არადა ნიუ-არტ კაფეში მისასვლელად და Kung-Fu Junkies-ის მოსასმენად ჩემი თბილი ბუნაგიდანაც კი გამოვძვერი, რაც ამ ბოლო დროს არც ისე ხშირად ხდება. თან ვცდილობ მოწევას შევეშვა. დღეში სამ ღერამდე დავედი. ნიუ-არტ კაფეში კი ხშირად ივენთზე შესვლის უფლების მოსაპოვებლად, მოვალე ხარ ერთი კოლოფი „ჩესტერფილდი“ იყიდო. ეს ჩემთვის ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა, ხომ გესმით, მაგრამ მაინც წავედი. მით უმეტეს რომ, ფეისბუკს თუ ვენდობით, Kung-Fu Junkies-ის წევრ ზურა ჯიშკარიანს ანუ ზომბს, პარასკევს დაბადების დღე აქვს და ჯერ კიდევ შარშან სახელდახელოდ გამზადებული - უილიამ გიბსონის წიგნი წავუღე საჩუქრად. ვინ იცის სხვაგან როდის ვნახავდი. საბედნიეროდ გადავრჩი. დღეს მოსაწვევებით და მოსაწევებით შესვლის დღე არ ყოფილა. დღეს დიდი დღე იყო. ზომბის დაბადების დღესთან ერთად, არც მეტი, არც ნაკლები, მისი უდიდებულესობა ფუტურიზმის იუბილეც გახლდათ. ვინც არ იცის, ახლა მსოფლიო - ფუტურიზმის გაჩენის მეასე წელს აღნიშნავს. ჩვენც ხომ გვყავდა რამოდენიმე ფუტურისტი და დადაისტი, სანამ ზოგი ემიგრაციაში წავიდოდა, ზოგს დახვრეტდნენ და ზოგიერთიც ავანგარდისტული კონტრ-კულტურული წრეებიდან, არტ-ჯგუფ H2SO4-იდან და „ფენიქსის“ ფურცლებიდან პირდაპირ დაწყებითი კლასების სასკოლო პროგრამაში ამოჰყოფდა თავს სიმონ ჩიქოვანისამებრ, „ვინა თქვა თითქოს პატარა იყოს...“ ტიპის კონვენციური ლექსებით. ჰოდა, Tbilisi 6. Never on Sunday-ს ფარგლებში ჩვენც, ქართველებიც გავერიეთ მარიფათში. ნიუ-არტ კაფეში მისვლისას Kung-Fu Junkies სამოქმედო სივრცის გარდა, სპეციალურად გამზადებული პროექტორიც შევნიშნე. ამიხსნეს, რომ დღეს, ფუტურიზმის მუღამში ილია ზდანევიჩისადმი მიძღვნილ პერფორმანსს ექნებოდა ადგილი და პროექტორი ამისთვის ჩაერთოთ. თან ეკრანის გარშემო ზდანევიჩის ორთოგრაფიული ექსპერიმენტები გაეკრათ, მართალია მგონი უკვე დაცლილი კარტრიჯით ამობეჭდილი, მაგრამ მაინც... მაგრამ როგორც დიადი მიკ ჯაგგერი იტყოდა თუ იმღერებდა: You can’t always get what you want. ის რაც პროექტორის საშუალებით ეკრანზე ვიხილე, ყველაფერი იყო გარდა მარინეტისეული ზიზღისა ყოველგვარი დამყაყებული ტრადიციის მიმართ ხელოვნებაში. თავად ეკრანი კლავდა ფუტურიზმის და დადაიზმის მთავარ პრინციპს - სცენის ნგრევას, მაყურებლის და არტისტის კონცეპტუალურ გათანაბრებას. პერფორმერები უბრალოდ იჯდნენ ერთი მაგიდის გარშემო და სინქრონულად კითხულობდნენ ზდანევიჩის ლიდანტიუსადმი მიძღვნილ წიგნს, „ლიდანტიუ-ფარამ“-ს. არ ვიცი რატომ. ალბათ თვითონაც არ იცოდნენ. უბრალოდ იჯდნენ ეკრანის საშუალებით მაყურებლის ცოცხალი რეფლექსიისგან მთლიანად დისტანცირებულები და თავისებურად, რაღაც გამოგონილი კადენციებით ინტერპრეტირებდნენ ზდანევიჩს. სიმბოლური იყო, როცა ჩვენების დაწყების წინ გამომცხადებელმა თქვა წიგნის გამოცემის წელი, მაგრამ დაავიწყდა სახელი. პაუზა დიდი არ ყოფილა. უკარნახეს. ასე შევყურებდით მე და დანარჩენი პუბლიკა ფუტურიზმის, ზოგადად ავანგარდის და კონტრ-კულტურის ამ ზედაპირულ რეპრეზენტაციას. ზუსტად ისე, როგორც შევხედავდით იგივე ეკრანზე შემოქმედებითი წვის პროცესში - თამრიკო ჭოხონელიძეს. რას იზამ, დრო მიდის, იცვლება. უფრო სწორად, დრო კი არა ჩვენ ვიცვლებით. თუ ტრისტან ცარას დადაისტურ შემოქმედებას ლაიტმოტივად მიწაში კისრამდე ჩაფლული ადამიანების ღრიალი გასდევდა, როდესაც მათი თავები წნევისგან სკდებოდნენ ტანკის მუხლუხოს ქვეშ, ჩვენს დღევანდელ პერფორმერებს ფუტურიზმის სულის თუნდაც ფორმალისტურ დონეზე წარმოსადგენად ისიც ეყოთ, რომ „ამ კაცმა ფიროსმანი აღმოაჩინა“. მორჩა, სულ ესაა მისი გამორჩეული როლი კულტურაში. ესეც ეყოფა კონტრ-კულტურის საქართველოში ლეგიტიმაციას. ზუსტად ასი წლის წინ გაკვალულ ბილიკზე ველოსიპედით გასეირნება. ეგ რაარი, ძვირფასი მარკის სიგარეტებით გაჭვარტლულ ოთახში, კომფორტულად მოკალათებულ მაყურებელთა შორის, ეკრანზე მოქმედი პირებიც იჯდნენ და დასასრულისკენ ერთმანეთს ჩუმად მიმართავდნენ დაახლოებით ასეთი ტექსტებით: „კარგია? ჰა? კარგია? როგორია?“. ერთმანეთში ეძებდნენ რეზონანსს. არა და როგორ არის ცეცხლაძისეულ დადა-მანიფესტში? „მალე ყველას შეეძლება ლექსების გამოგონება! / დადა უფასოდ დაარიგებს ზეშთაგონებას... / მოაყენეთ ვაგონები!“ ამჯერად საყოველთაო დადაზე კი არა, ეკრანზე თავმომწონე, გამორჩეულ და დისტანცირებულ არტისტებზე უფრო ითქმოდა „შეგნებულად იცინის და აფურთხებს / მიზანშეწონილად ზევიდან“-ო. ასე თვალსა და ხელს შუა დაიბადა დღეს ის კულტურული პარადიგმა, რომლის დანგრევისთვის ასი წლის წინ იბრძოდნენ ადამიანები, რომლებსაც იდეაში მიეძღვნა დღევანდელი საღამო. მოკლედ, ამ არტისტების მთავარი შეცდომა ტიპიურია. თანამედროვე ქართველი ხელოვნების (არ აქვს მნიშვნელობა მემარცხენე-მემარჯვენეობას) ძირითადი მასა ცდილობს მაკდონალდსში - ხაშლამა გაყიდოს. სალონურ კონტექსტში - კონტრ-კულტურა გვიჩვენოს. პროტესტანტული ეგიდით - აკადემიური (ან ძალით აკადემიური) კულტურა. (გავიხსენებდი დავით მაღრაძის მიერ ჭავჭავაძის უნივერსიტეტის „აღებას“ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). საბედნიეროდ, ეს კიტჩი ისევე უეცრად დასრულდა, როგორც დაიწყო. უხარისხო პროზას ნამდვილი პოეზია ჩაენაცვლა. Kung-Fu Junkies!!!! Yeeeaaaahh!!! აი სად იყო სცენის ნამდვილი ნგრევა და ასი წლის წინ დათესილი ყვავილების მთელი თაიგული. პოლიეთილენის პარკის უკან შემალული არტისტები, რომლებიც გადღაბნილად ჩანდნენ... „გათანაბრების“ სულისკვეთებას ამ პარკზე წარწერაც გამოხატავდა. “Every man & every woman is a STAR”. აქ ყველა ვარსკვლავია. არ არსებობს არანაირი სადემარკაციო ხაზი ჩვენ და თქვენს შორის. ჩვენ, ყველანი ერთად ვართ ამ ემოციური კოშკის არქიტექტორები. ვისაც გინდათ ტრაკი აქნიეთ ჩვენი ტრაკების პარალელურად, ჩვენს მიერ შესრულებულ, დენდის და სეგას საუნდების დაბალ ტექნოლოგიურ ევფონიაზე, ვისაც გინდათ პრეისტორიული ვიდეოთამაშები ითამაშეთ! ეს იყო აბსოლუტურად ავთენტური, ჩვენს ურბანულ ჯუნგლებში დაბადებულ-გაზრდილი გეტტოს მუსიკა, რომელიც ერთდროულად გულისცემის გიჟურ ტემპსაც მკარნახობდა და ერთგვარ ნოსტალგიასაც მგვრიდა. მახსენებდა სუპერ მარიოს, პირველ კოცნას და ნანატრ „გარბუშკას“ პურის რიგში ერთი საათი დგომის შემდეგ. თავიდან პუბლიკისთვის ცოტათი ძნელი აღმოჩნდა წინა გამომსვლელების მიერ ხელოვნურად გააკადემიურებულ-გასქელებული ატმოსფეროს გაჭრა და გარღვევა. პირველი რამოდენიმე წუთი მხოლოდ რამოდენიმე უცნაურად ჩაცმული გოგო „ეფამილიურებოდა“ ერთმანეთს სხეულის ენით. მაგრამ სულ მალე Kung-Fu Junkie-მ ლამის მთელი დარბაზი ერთ დიდ პულსირებად მასად აქცია, როცა მაყურებლების შემბოჭავი ტრანსცენდენტალური თოკები შირმა-პარკთან ერთად გასერა. აქ შეიძლებოდა არტისტს და მაყურებელს შორის შექმნილი განსაკუთრებული ურთიერთობის სისტემა მთლიანად დარღვეულიყო, როცა არტისტები გადღაბნილი სილუეტებიდან, კონკრეტულ პიროვნებებად გადაიქცნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. მათ რაღაცნაირად მოახერხეს ამ მასაში ათქვეფა და მის ორგანულ ნაწილად ქცევა. ზურა ჯიშკარიანმა ელექტრო „ცეცხლიც“ დაანთო დარბაზის შუაგულში, რათა ფუტურისტულ ტომს მის გარშემო შამანური როკვები შეესრულებინა. დარწმუნებული ვარ იმ წამს, აბსოლუტურად ყველას ეკიდა საკუთარი აზრი ხელოვნების არსობრივ მიმართებებზე. Kung-Fu Junkies-მა შესძლეს ამ ადამიანების დაპყრობა თავიანთი ალტერნატიული ბითებით, საოცარი უშუალობით, ყველანაირი ფორმალისტური ელემენტის გარეშე. ისინი უმღეროდნენ ყველაფერს, რასაც შეიძლება უმღერო მადრიგალები ოცდამეერთე საუკუნეში. ჩინეთის ეროტიკულ სიზმრებს, რობოტ შეყვარებულებს, ევრაზიელ აბორიგენთა 8 თუ 16 ბიტიან ლოუ-ტექ ცხოვრებას კავკასიონის ქედზე, სამეცნიერო ფანტასტიკას... დღეს არა ილიაზდმა ან ლიდანტიუმ, არამედ Kung-Fu Junkie-მ - ქართული არტის სუსტი მარცხენა ფეხი გაავარჯიშა. |
ყველაზე პოპულარულირუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები |
<!-- TOP.GE COUNTER CODE -->
<!-- / END OF COUNTER CODE -->
|
Anonymous (შეუმოწმებელი), დეკემბერი 10, 2009, 04:50:13
huh, dzaan gamistsorda
magari iyo
sagol shota :)
ირაკლი შონია, დეკემბერი 9, 2009, 20:51:05
momecona post... txrobac da ase shemdeg..
kargi ikneboda publikazec getkva oriode sityvit....
kartul publikaze, romelic uemociod ukurebs da usmens kvelapers ganurchevlad... piradad me chemi koncertebi da live-ebi mezizgeba, imitom rom aranairi muxti ar modis msmenelisgan... xom sheizleba adamianma zizgi mainc gamoxato , tuki ar mogcons is rasac usmen... kartuli publika amasac ver aketebs...
KFJ chemi azrit zalian kargi projectia gdevandeli kartuli da aramarto kartuli musikaluri sivrcistvis...
rac sheexeba msmenels kargi ikneboda isic kopiliko am bandis analogi amave aspektshi...
rac sheexeba dadaizms da ase shemdeg, es ukve sxva temaa :)))
didi madloba shota saintereso postistvis da saintereso tematikisatvis...
ნიკა (შეუმოწმებელი), დეკემბერი 4, 2009, 15:41:25
გუშინ, ”მასტრომ” მომჭრა თვალი. გაცხარებული თამრიკო ჭოხონელიძე და უცნობი საუბრობდნენ. აღარ მახსოვს რამდენჯერ ახსენეს შოთა გაგარინი, სულ ურჯულო, ურწმუნო, არაქართველის კონტექსტში :) რა ჩაიდინე ასეთი, ასე რომ აღაშფოთე ეს დარბაისელი ხალხი?
მე ამ ინციდენტის შესახებ ველოდი ბლოგს და კიდევ კარგი რომ შევცდი
Anonymous (შეუმოწმებელი), დეკემბერი 4, 2009, 15:35:03
like like like
Rumi Petritsi (შეუმოწმებელი), დეკემბერი 4, 2009, 14:30:17
Samwuharod Junkiebze Ver Mivedi...Ar Vicodi : |
Statia Momewona : )
Shot :*
peter (შეუმოწმებელი), დეკემბერი 4, 2009, 14:19:52
ყოჩაღ შოთიკ! მომეწონა, მაგარი რეცენზიაა! კიდევ ერთხელ უნდა მოგტეხოს ადამიანმა მარცხენა ფეხი ))) "Every man & every woman is a STAR”.
Toresa (შეუმოწმებელი), დეკემბერი 4, 2009, 10:08:13
magari iyo. visiamovne.