|
|
|
ბლოგის ბოლო ჩანაწერები
მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
ანა მაყაშვილი
მაგდა კალანდაძე
მაკა მიქელაძე
უახლესი კომენტარები |
მასტერკლასი
დიდი ბრიტანეთი
თანამედროვეობის უდიდესი ბრიტანელი კინორეჟისორი. მას ხშირად ადარებენ აბას კიაროსტამსა და კენ ლოუჩს, მაგრამ თავად ლის აზრით, ლოუჩის ფილმებისგან გასხვავებით, მის ნამუშევრებში პოლიტიკური პათოსი თითქმის საერთოდ არ იგრძნობა. ის თანმიმდევრულად, გულდინჯად მოუთხრობს მაყურებელს უბრალო ხალხის, ხშირად მუშათა კლასის წარმომადგენელთა ურთიერთობებზე, სენსაციებისა და მელოდრამატულობის გვერდის ავლით. მაიკ ლი 1943 წლის 20 თებერვალს ბროუტონში (დიდი ბრიტანეთი) დაიბადა, ებრაელი ემიგრანტების ოჯახში (ნამდვილი გვარი - ლიბერმანი). დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიის კურსდამთავრებული ლი 1960-იან წლებში თეატრის იმედისმომცემ მსახიობად ითვლებოდა. მოგვიანებით ის წმ. მარტინის სახელობის ხელოვნების კოლეჯსა და ლონდონის კინოსკოლაში განაგრძობს სწავლას, პარალელურად კი ეპიზოდურ როლებს თამაშობს ადრეული 60-იანი წლების რამდენიმე ბრიტანულ ფილმში. 1965 წელს მან თავად დაიწყო პიესების წერა და დადგმა. 1970 წლისთვის ლის უკვე ცხრა სატელევიზიო პიესა აქვს დადგმული. მის ადრეულ დადგმებში სატირასთან შეზავებული იუმორითაა ასახული საშუალო კლასის წარმომადგენელთა ცხოვრება. მაიკ ლი თითქმის ოცი წლის განმავლობაში მერყეობდა ტელევიზიასა და კინოს შორის. 1988 წელს მან პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დიდი იმედები" გადაიღო, დიკენსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. თუმცა ფილმს მზა სცენარი არ ჰქონია და რეჟისორის დაჟინებით მთლიანად იმპროვიზაციაზე იყო აგებული, ისევე როგორც მსახიობების თამაში. სწორედ ეს არის ლის ხელწერა - ფილმზე მუშაობას ის კონკრეტული სცენარით კი არა, უბრალო სიუჟეტური ქარგით - იდეით იწყებს, რომლის მიხედვითაც გადაღებების პროცესში იკვეთება პერსონაჟების ხასიათები და ისტორიის შემდგომი განვითარება. ადრეულ 90-იან წლებში გადაღებული ფილმებში „შიშველი" და „ვერა დრეიკი" მოთხრობილი მუშათა კლასის წარმომადგენელთა ისტორიები გაცილებით პირქუშია და ბრუტალური. „შიშველი" კანის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა, ხოლო „ვერა დრეიკი" - ამერიკული კინოაკადემიის პრიზით (საუკეთესო სცენარისა და რეჟისურისთვის). 1996 წელს გადაღებული „საიდუმლოებები და სიცრუე", ფილმი წარმატებული შავკანიანი ქალის შესახებ, ამერიკული კინოაკადემიის ოთხი პრიზით დაჯილდოვდა. ლის ბოლო ნამუშევარი „უდარდელი" (Happy-Go-Lucky) თანამედროვე კომედიაა, ჰუმანიზმის დიდი დოზითა და სოციალური რეალიზმის ელემენტებით გაჯერებული (ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის). |
ყველაზე პოპულარულირუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები |
<!-- TOP.GE COUNTER CODE -->
<!-- / END OF COUNTER CODE -->
|
tamuna tvaradze (შეუმოწმებელი), დეკემბერი 13, 2009, 20:42:29
dzalian saintereso master klasi iyooo... :)))