პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

6 სექტემბერი, 2010 - 20:52
6 სექტემბერი, 2010 - 12:47
3 სექტემბერი, 2010 - 16:01
Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
31 აგვისტო, 2010 - 00:09
ქართული პანორამა 2008-2009
საქართველო

ალცნეი

”ალცნეი” ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი

10 წთ, DV cam, ფერადი
87 წლის ალცნეი პანკისის ხეობის ყველაზე ავტორიტეტული ქალია. ის ერთადერთია, ვისაც იქაური თემი ჯერ საკუთარ პრობლემებს, შემდგომ კი გარდაცვლილებს ანდობს. თემს სჯერა, რომ ალცნეი ორივე სამყაროში მედიატორის როლს ასრულებს.
როგორ ხდება ქალი ავტორიტეტი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პატრიარქალურ სივრცეში - იქ, სადაც დღესაც ტრადიცია კანონზე მაღლა დგას? რა გამოარჩევს ალცანეის ხეობის დანარჩენი რამდენიმე ათასი ქალისგან?

გემღერებოდეს დედაო!

გემღერებოდეს, დედაო!    საქართველო    2008

ზურაბ ინაშვილი. 75 წთ, DV Cam, ფერადი.

"დედამიწამ სინდისს უთხრა, შენ ჩემზე უფრო მძიმე ხარო", _ ამბობს მოხუცი ფშაველი ქალი ფილმის დასაწყისში. ფილმის გადამღებმა ჯგუფმა მთელი საქართველო მოიარა და ქართველი დედების სევდა და სიხარული მისხალ-მისხალ აკინძა ფილმად. მაინც რას ამბობენ ქალები? ზოგი თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეს იხსენებს, ზოგი ქმარს მისტირის, ზოგიც _ წარსულს. ერთი მათგანი კი იმაზე ოცნებობს, რომ მისი შვილები საკუთარ ფესვებს არ მოსწყდნენ.