ავტორი: ნინო დანელია
მედია ნებისმიერ მოვლენასა თუ პროცესს, არსებული სოციალურ-კულტურული გარემოს შესაბამისად კონკრეტულ მნიშვნელობას ანიჭებს და გარკვეული ღირებულებების დამკვიდრებასა და განვითარებას უწყობს ხელს. ამას თემების, სიტყვების, სახეების, კონტექსტის, აქცენტების შერჩევით და ახალი ამბების რიტორიკის განსაზღვრით აკეთებს. ქართული მედიის დიდ ნაწილს კი ცუდად ესმის რა არის დემოკრატიული, ჰუმანური ღირებულებები და საერთოდაც, შორსაა პროფესიონალიზმისგან. ამის მშვენიერი დასტურია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო გადაცემა "კურიერში" ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის წინ გასული სიუჟეტი, რომელიც ტელეწამყვანებმა წარადგინეს, როგორც შოკისმომგვრელი ამბავი ბავშვებზე "რომლებიც მოფარებულში დიდების თამაშს თამაშობენ". აქვე გავიგეთ ჟურნალისტების მთავარი აღმოჩენის შესახებ, რომ თურმე, ბავშვებს ასეთი უცნაურობა ახასიათებთ, რომ "ყველაფერში უფროსებს ბაძავენ, მათ შორის ინტიმურ ურთიერთობებშიც". მაინც, რა გაუკვირდათ ასეთი ჩვენს ჟურნალისტებს, რომ გადაწყვიტეს "თემა საჯარო დისკუსიის საგნად ექციათ" და ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევით გადაიღეს და ეთერში გაუშვეს კადრები, სადაც მოქმედი გმირები არასრულწლოვანები, სავარაუდოდ 10 წლამდე ბავშვები არიან? რა და, ის, რომ პატარა გოგო და ბიჭი სექსუალური სცენის იმიტაციას ახდენენ - გოგო ბალახზე წევს და ბიჭი მას გენიტალიებზე ეფერება. მაინცდამაინც სასიამოვნო საყურებელი არაა, მაგრამ გასაოცარი და მით უმეტეს, აღმაშფოთებელი ბავშვების საქციელში, არაფერია. ბავშვობაში ბევრს ჩაუცვამს მშობლების დიდი ფეხსაცმელი, სახლობანაც უთამაშია როლებისა და ფუნქციების განაწილებით და თანატოლის გენიტალიითაც დაინტერესებულა. თავად ჟურნალისტი ბავშვების სექსუალური სცენის პიკანტური დეტალების იმიტაციაში გარკვეულწილად მედიის გავლენასაც ხედავს. "ეს არც ძალადობაა და არც გადახრა. ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მოვლენაა, თუმცა, ეს არის არასწორი აღზრდა, ინტერესის არასწორი მიმართვა და გარემოს დიდი გავლენა - პირველ რიგში ჟურნალ-გაზეთების, ტელევიზიისა და ინტერნეტის" - ამბობს ჟურნალისტი. როგორ ფიქრობთ, რა ჩანს ამ დროს, ანუ პრაიმ-თაიმში, ტელეეკრანზე? რა და, სექსუალურად შიშველი ქალების ფოტოები. სწორედ ისეთები, ჟურნალისტის აზრით ცუდ გავლენას რომ ახდენენ ბავშვებზე.
სიუჟეტი განსჯის საგანი მართლაც უნდა გახდეს, მაგრამ არა ბავშვების, არამედ, ჟურნალისტური არაპროფესიონალიზმის გამო. ბი-ბი-სის ჟურნალისტური ეთიკის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ბავშვების მედიაში ჩვენებას ეხება, ამბობს, რომ მაუწყებელი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი მასალის ჩვენებას, რომელმაც შეიძლება ბავშვს გამეორებისკენ უბიძგოს. რადგან ბავშვებზე მოქმედებს ნანახი, გაგონილი და წაკითხული. ქმედება, რომელიც შეიძლება ბავშვმა ადვილად გაიმეოროს და მისთვის სახიფათო იყოს, არ უნდა იქნას ტრანსლირებული ისეთ დროს, როდესაც ბავშვებმა შეიძლება ნახონ ან მოისმინონ სიუჟეტი. ასევე ჟურნალისტური ეთიკა ავალებს ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს, რომ:
ბავშვისგან ინტერვიუს აღებამდე, ან სხვა ფორმით პროგრამაში ჩართვამდე, ჟურნალისტებმა, ჩვეულებრივ, თანხმობა უნდა აიღონ მშობლისგან ან მეურვისგან, ან ნებისმიერი სრულწლოვანი ადამიანისგან, რომელიც მშობლის მოვალეობას ასრულებს. რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი და რაც უფრო დელიკატურია საკითხი, მით უფრო დიდია ასეთი თანხმობის მიღების აუცილებლობა.
პროგრამები, რომლებიც გადაიცემა იმ დრომდე, როდემდეც სავარაუდოდ ბევრი ბავშვი უსმენს რადიოს ან უყურებს ტელევიზორს, არ უნდა შეიცავდეს სექსუალური აქტის ამსახველ სცენებს, თუ ამას რაიმე სერიოზული საგანმანათლებლო მიზეზი არა აქვს.















ჰეკისიმე (შეუმოწმებელი), თებერვალი 9, 2010, 14:13:15
როდინდელი სიუჟეტია და როდინდელი სტატია და პრობლემა ისევ ისე აქტუალურია. ეტყობა სათანადო გამოხმაურება არ მოჰყვა, ეტყობა უფრო მეტ ხალხს და უფრო ხმამაღლა უნდა "გამოეთქვა შეშფოთება" ჟურნალისტების მიერ ამ საკითხში ძალიან დიდი არაპროფესიონალიზმის გამოვლინებაზე, დაუდევრობაზე, უცოდინარობაზე და ბოლოს დანაშაულზე. ეგ სიუჟეტი მეც კარგად მახსოვს, რადგან შოკი იყო მსგავსი სიუჟეტის დღის საიონფორმაციო გამოშვებაში ნახვა, მაგრამ რადენი მსგავსი მაგალითი დაგვიგროვდა უკვე დღეს?! ძალაინ გამიხარდა "წითელი ზონის" ბოლო გადაცემა გაკვრიტ მაინც რომ შეეხო ამ საკითხს. უფრო ხშირად რომ დაიწეროს და ითქვას კოლეგებისგან, ფსიქოლოგებისგან და ადამიანის უფლებების დამცველებისგან, არასამთავროებისგან იქნებ რამე შედეგი გამოეღო ამას. მე ვთვლი რომ პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე მასზე გამოხმაურებები.
hm (შეუმოწმებელი), თებერვალი 8, 2010, 12:12:59
genacvale a Shen ici mag seqsualuri interesis gamowvevistvis me ro viyo gogos mshobeli ra daemarteboa im bichs??? ras qvia gavlenas araferi ar axdens da ras qvia agzrda arafer shuashia... yvelaferi axdens gavlenas da tu sachiroa samashvelo sirenebic unda chavrtot... me namdvilad ar minda chemi shvili vnaxo im patara gogos an bichis adgilas.
n2 (შეუმოწმებელი), დეკემბერი 22, 2009, 21:07:26
tqven xelebis dabanis saertashoriso dgisadmi mizgvnili dilis gadacema ar ginaxavt etkoba romeli ert-ertma centralirma arxma gaaketa da "xelebis dabanis eqspertis" ki kavdat studiashi mocveuli romelmac mteli seriozulobit "gasagebad da garkvevit agvixsna" rom xelebis dabanamde is turme jer cklit unda davisvelot!!!- tvalebgafartoebuli mivashterdi ekrans! vai chveni codva!!! agaraferi mikvirs ! imedTan ra gindat eg arxi serialebze romaa orientirebuli arc malavs, iumorinas dzegls daudgaven male imedis ezoshi!!
შოთა გაგარინი, დეკემბერი 22, 2009, 19:11:57
თუმცა ბავშვს არასოდეს მოუნდება სერიალის ყურება. ეს მათ მაღალზნეობრივ დედიკოებთან ერთად ხდება. ოჯახებში, სადაც მდარე სატელევიზიო პროდუქციას არ მოიხმარენ, ბავშვი უყურებს იმას, რასაც უნდა უყუროს - მულტფილმებს. უამრავი სპეციალიზირებული არხია ბავშვებისთვის. დამიჯერეთ, მათ კურიერის ყურებას, ამ არხების ყურება ურჩევნიათ
Anonymous (შეუმოწმებელი), დეკემბერი 22, 2009, 14:27:00
მე ეს გადაცემა არ მინახავს, მაგრამ პედაგოგი ვარ და ვიცი, რიტი სუნტქავენ ჩვენი ბავშვები...
გადახედეტ ცვენ სატელევიზიო პროგრამებს - ზალადობა, სისხლი, იარარი, რია სექსი... არარაფერს ვლაპარაკობ სერიალებზე, სადაც ღალატისა და ტყუილის მეტს ვერაფერს ნახავს კაცი. წაგვლეკა გლობალიზაციამ, უცხო სიტყვების კორიანტელმა, აღარ არის ქართველებისთვის ბავშვი ის, რაც იყო ადრე - სალოლიავო, საფიცარი, საყვარელი. აღარ ვუფრთხილდებიტ მის ფსიქიკას, გარდატეხის ასაკს, ვამახინჯებთ ყველანაირად...
რა დავწერო აღარ ვიცი, იმდენადაა დანგრეული ბავშვთან ურთიერთობის საკითხები.
ერთმა ამერიკელმა სტუმარმა ჩვენი ტელევიზიით ნახა ფილმი, სადაც ქალი და კაცი ერთმანეთს ვნებიანად კოცნიდა, აღშფოთებული დარჩა, ასეთ ფილმებს ჩვენთან ღამის 2-3 საათის შემდეგ აჩვენებენ და ისიც სპეციალურ არხზეო.
ვინ უნდა მოუაროს ამ საკითხს?! განა არ ვიცით? მაგრამ, ეტყობა, გვაწყობს>