პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
2 სექტემბერი, 2010 - 04:41
31 აგვისტო, 2010 - 00:09
30 აგვისტო, 2010 - 06:42
სივრცითი ძალადობა

ოქტომბერი 23, 2009 ავტორი urban reactor

ალბათ მრავალი თქვენგანი დროდადრო თბილისის ქუჩებიდან თვალს შეავლებს ხოლმე სოლოლაკის ქედს, რათა დარწმუნდეს რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალი წლის წინ დაწყებული ”ბიზნეს-ცენტრის” მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა და, ამასთან ერთად, აღარ გაგრძელდება საზოგადოებრივი სივრცის სრულიად უკანონო მითვისება, რამაც გამოიწვია ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის პრივატიზაცია, მასთან მისასვლელი საზოგადოებრივი გზების გადაკეტვა და სოლოლაკის ქედის ლანდშაფტის უხეში შეცვლა.

ფოტო და ნახაზი: urban reaqtor

ამას უკვე შევეგუეთ, მთავარია აღარ გაგრძელდეს!!!
”ბიზნესცენტრის” მოპირკეთებული ფასადი და გამწვანებული გარემო თითქოს ამის იმედს გვაძლევს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ იმედის მომცემ პეიზაჟში, ”ბიზნესცენტრის” გვერდით, ხელოვნური მწვანე საფარით ოსტატურად შენიღბულია რკინა-ბეტონის სრულიად ახალი კასკადური კონსტრუქცია.  ქალაქის უმეტესი ნაწილიდან ეს კონსტრუქცია სოლოლაკის ქედის  ბუნებრივ მწვანე ნაწილად მოსჩანს. კონსტრუქცია გვერდებიდან პლასტმასის ბალახის კამუფლიაჟით არის დაფარული, ხოლო მის კალთებზე ძვირადღირებული დეკორატიული ხეებია დარგული, რომლებიც შეუსაბამო პირობების გამო თითქმის ყოველთვე ხმება და რეგულარულად ანახლებენ.  მთელი ამ დეკორაციის მიზანი ერთია - დაფაროს სივრცითი აგრესიის და ანგარიშსწორების  შემზარავი გამოვლინება: კონსტრუქციის  უკან რამდენიმე საცხოვრებელი სახლია მოქცეული, რომელთა სიმახინჯის დანახვა, როგორც სჩანს არ ისურვა  ბიზნესმენმა და გადაწყვიტა ბუნების პეიზაჟით ჩაენაცვლებინა.
ცოლ-ქმრის - ნათელა და ჟორას სახლი ყველაზე უიმედო მდგომარეობაშია იმ პატარა უბნიდან, რომელიც რკინა-ბეტონის კასკადის უკანა მხარეს მოექცა. აქ მზე უკვე შუა დღის შემდეგ ამოდის, ისიც რამდენიმე საათით. ჰაერი ჩაგუბებულია და  კონსტრუქციაზე დარგული მცენარეების სარწყავი წყლის ნესტითაა გაჟღენთილი. ამ სახლის, ისევე როგორც მისი მიმდებარე სახლების საძირკვლები მნიშვნელოვნად ზიანდება გაურკვეველი მიმართულებით ჩამდინარე სარწყავი წყლით თუ კლდის მუდმივი ნგრევის პროცესით. ერთ დროს შეუდარებელი ხედი თბილისზე დიდი ხანია შუშაბანდიდან ორიოდ მეტრში აღმართული ბეტონის კონსტრუქციით შეიცვალა. ამას ემატება მუდმივ ხმაური, თავზე დაყრილ სამშენებლო ნაგავი და მტვერი.  უფრო მეტიც - გვირაბის მშენებლობის გამო მთელს უბანს გაუუქმეს ავტობუსის გაჩერება და ახლა ქალაქთან დამაკავშირებელი ერთადერთი საფეხმავლო გზა საავტომობილო მოძრაობით მძიმედ დატვირთულ გვირაბზე გადის. 
ფოტო: urban reaqtor
აქ აღარ მოვყვები ამ კონსტრუქციის კანონიერების და კასკადის უკან დარჩენილების მიერ მის შესაჩერებლად  წარმოებული მცდელობების ისტორიას, რადგან ეს აუცილებლად ჩვენი რეალობის დისტოპიურობის მტკიცებამდე მიგვიყვანს, რაც ისედაც ყველამ კარგად ვიცით. ერთ რამეზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება: კასკადის მშენებლობა ქედის გასწვრივ კვლავ გრძელდება (ჩემს მიერ ფოტოზე მონიშნული წითელი კონტური), რაც გამოიწვევს ჟორას და ნათელას სახლთან ერთად კიდევ რამდენიმე სახლის გარემოსგან სრულ იზოლაციას. ეს კი იმას ნიშნავს რომ ამ ადამიანებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება: ან დარჩნენ გაუსაძლის პირობებში, ან გაყიდონ თავიანთი სახლები, უკვე რეალური ფასის მეათედად მაინც და გადაიხვეწონ.
ფოტო: urban reaqtor
www.ureactor.blogspot.com

Bruise Link (Teona) (შეუმოწმებელი), ნოემბერი 1, 2009, 15:38:52

da sameba rato aravis xvdeba tvalshi ra 'natifia'?! ra vulgaruli pompezurobitaa CHADGMULI, estetiurobas sruliad moklebuli.. iqneb amazec dafiqrebes vinme.
qartuli klipebis gadasageb moednad roa qceuli :D:D:D PIRVEL STEREOS tvali adaevnet da bevrjer agmoachent samebisken amayad mimaval narnar momglebs ;D:D: ra koshmaria

ნესტან თათარაშვილი (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 26, 2009, 23:16:47

"ამას უკვე შევეგუეთ, მთავარია აღარ გაგრძელდეს!!!" – ამბობთ და მინდა გულისტკივილით გიპასუხოთ, რომ ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ გრძელდება, რომ ივანიშვილის საშინელებას შეეგუეთ თქვენც და ალბათ ბევრი სხვაც. სიტყვით მაინც ნუ ვიტყვით რომ შევეგუეთ, სიტყვით მაინც გამოვხატოთ აღშფოთება და გულისწყრომა, მითუმეტეს რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ცოტაძის ყოფილი "ამერიკული სოფლის" ტერიტორია ახლა ივანიშვილისაა და ისიც მალე დაიფარება არქიტექტურული "შედევრებით". გარდა იმისა, რომ ამ "ატომური სადგურის" (ასე ეძახის მას ერთი ჩემი ინგლისელი მეგობარი) სრული დოკუმენტაცია 2004 წელს როგორც უკანონო მშენებლობა მთაწმინდა–კრწანისის სასამართლოს გადავეცი, ბევრჯერ გამოვაქვეყნე სტატიები როგორც მის "სახლზე", აგრეთვე მისი დაფინანსებით განხორციელებულ, ძეგლების დამსახიჩრებელ ვაი–რესტავრაციებზე, სამწუხაროდ, უშედეგოდ. არანაირი სამართებლივი თუ საზოგადოებრივი შეფასება ჩემ ქმედებებს არ მოჰყოლია.

რა ქველმოქმედებამ უნდა გადაწონოს ჩვენი დედაქალაქის ულამაზესი ნაწილის განადგურება, ბოტანიკური ბაღის მნიშვნელოვანი ნაწილის დასაკუთრება, სოლოლაკის ქედის ნგრევა–ოკუპაცია, კოჯრის გზის გვირაბში მოქცევა?

გთხოვთ, ნურასდროს შევეგუებით თბილისის დამახინჯებას

urban reactor, ოქტომბერი 29, 2009, 13:08:08

ნესტან, შეგუების აღიარება თუ ყველა მკითხველში თქვენნაირ რეაქციას გამოიწვევს ჩავთვლი რომ წერილი წარმატებული იყო.

გმადლობთ გამოხმაურებისთვის

Guram Nikolashvili (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 26, 2009, 22:31:11

kidev erti damcveli tbilisis! vasha! mec gverdit var.

urban reactor (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 25, 2009, 01:13:16

პროცესი გრძელდება და ამის დამტკიცება იმით შეიძლება, რომ ადგილი გათავისუფლებულია მშენებლობისთვის, პალოები ჩასმულია და ამ მომენტში კლდის მონგრევა მიმდინარეობს. ნათელა, ჟორა და მათი მეზობლებიც ადასტურებენ რომ მშენებლობა გრძელდება.

sepia (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 24, 2009, 12:21:15

ეგებ ამ ინფორმაციის წყარო დაგესახელებინათ, ანუ რა ვიცით რომ ეს პროცესი გაგრძელდება?
***
მისაღებია საჩქაროდ ზომები!

urban reactor (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 23, 2009, 23:06:59

გმადლობთ მხარდაჭერისთვის, ვინც გათვითცნობიერებულია ამ საკითხში იქნებ ურჩიოთ რა შეიძლება მოიმოქმედონ ამის წინააღმდეგ ან რამით დავეხმაროთ ამ ხალხს.

urban reactor (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 23, 2009, 23:04:40

გმადლობთ მხარდაჭერისთვის, ვინც გათვითცნობიერებულია ასეთ საკითხებში იქნებ რამე ურჩიოთ რა შეიძლება მოიმოქმედონ, ან რაიმეთი დავეხმაროთ ამ ხალხს.

ლუკა ბაქრაძე (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 26, 2009, 22:24:21

გაუგონარი ამბავია! ესეთი რამე ბაბანის რესპუბლიკაშიც არ ხდება! დღისით მზისით ქალაქის ცენტრში ცოცხლად აბეტონებენ ადამიანებს. სასამართლო რომ არსებობდეს ადვოკატის გარეშე, სულ მარტივად იქნებოდა ეს საქმე მოსაგები.

აი ეს სამართლებრივი აქტი არეგულირებს ასეთ შემთხვევებს:

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება N 1–1/1254
2008 წლის 8 ივლისი ქ. თბილისი

დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე

თავი V, მუხლები 25 - 32

http://www.tbilisi.gov.ge/architect/sump/smp_ekonomikuri_ganviTarebis_mi...

urban reactor, ოქტომბერი 29, 2009, 13:07:32

ლუკა, დიდი მადლობა დახმარებისთვის. დღეს კიდე ახალი ინფორმაცია გამოჩნდა მაგ პროექტთან დაკავშირებით და იმასაც დავდებ.

CineFille (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 23, 2009, 14:20:40

xooo, mec exla gavige.. cota davineebi tu... gavbrazdi... ar vici:(

Elene Asatiani, ოქტომბერი 23, 2009, 13:49:00

როგორ დაანგრიეს მირზა შაფის ქუჩა უკანონოდ, და მის ნაცვლად აპირებენ ააშენონ თბილისისთვის სრულიად უცხო, ახალი "ევროპულ–თბილისური" უბანი – წაიკითხეთ http://liberali.ge/node/774

gvantsabgreen, ოქტომბერი 23, 2009, 13:33:55

ვააააააააააააა,გადავირიე ამხელა ქალი! როგორ შეგვიძლია ამ პრობლემის გადაჭრა?აუ გავბრაზდი ძალიან!!!!!!!!!

ნიკა (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 23, 2009, 13:10:01

ურბან რეაქტორის ფანებში მიმაწერეთ