ბოლო კომენტარები
  • დიდი მადლობა ზესტაფონს   5 საათი 21 წუთი ago

    saghol magari iyo
    zestas fani var da dzaan mesiamovna

  • კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა   14 საათი 55 წუთი ago

    გმადლობთ, ირა :))) ბედნიერი ვარ, რომ შევიგრძენი და ვაფასებ - ღმერთმა დღეგრძელად გვიმყოფოს :)))

  • კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა   23 საათი 10 წუთი ago

    ugrmesi madlboa jurnalists, rom isev da kvlavac amichqrola guli da tvalze tremli momadina, rom isev damburdzgla idayvidan majamde da rom bednieri var imit, rom qartveli var tundac imitom , rom Guram Dochanashvilis 20jer gadaceril furclebs qartulad vkitxulob....
    idgegrdzelet, Batono Guram.....
    da gvanebivret Tqveni shemoqmedebit...

  • იმიტომ, რომ სვეტიცხოვლობაა ანუ ყელამდე ნეხვში...   1 დღე 2 საათი ago

    gulit shemecoda sandro.. (( ramxela dro unda gavides rom mixvdes , ra zalian da mcared cdeba. axsnas azri ar aqvs, zustad iseve rogorc tviton tvlis rom chventvis axsnas ar aqvs aranairi azri. ))) chveni samshoblos ubedureba kacma daiyvana eklesiamde da arqimandritebamde. RA ZALIAN BNELA TQVENS shukashi batono sandro.. ((((((((

  • გიორგი ნაკაშიძე და სხვები, სხვები, სხვები   1 დღე 2 საათი ago

    Masterfully written column, if only all bloggers offered the identical matter as you, the internet would be a much advantageously place. And it’s well known that It is not obligations that crucify guy, it is worry. Can I recommend you a first-class place where you can find argumentative term paper. Keep the articles getting near!

  • „სხვა", რომელსაც ფეისბუქში შევხვდი   1 დღე 3 საათი ago

    bravo, zalian momecona, (sityvebs arc vezeb rom chemi agfrtovaneba gadmovce, mainc ver shenzleb.. )

  • დიდი მადლობა ზესტაფონს   1 დღე 3 საათი ago

    fexburtTi ikiT , iyos da ra konteqstit ixmaret sityva marginali?? am bolo dros gavrcelebuli : ubadruki da uvici adamianis mnishvnelobit?? madloba gadagvixadet marginalebs ( ubadrukebs) torem aba e.c aramarginalebi ( araubadrukebi) ubadrukobebs ar kitxuloben...

  • ტყ, ტყ, ტყ . . . Fk, Fk, Fk . . . და I Got You Babe . . .   1 დღე 14 საათი ago

    რა თქმა უნდა, საშოვარზე წასვლა და ეკონომიკური გაჭირვება იმ დაფარულ მხარეებს აშიშვლებს ხოლმე, რასაც საგულდაგულოდ ნიღბავენ. ქალები რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე, ესეც კარგად მესმის, მაგრამ ნათქვამია, კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო... ვფიქრობ, ამ პრობლემებზე თუნდაც ასე, ანონიმურად თუ ისაუბრებენ, ესეც ბევრს დააფიქრებს. ამ ჯერზე იქნებ ამანაც გარკვეული როლი შეასრულოს.
    დიდი მადლობა.

  • ტყ, ტყ, ტყ . . . Fk, Fk, Fk . . . და I Got You Babe . . .   1 დღე 22 საათი ago

    ბატონო ვასო
    გმადლობთ კომენტარისთვის.
    ქალები ვერ და არ ლაპარაკობენ და ამის მიზეზები, ვფიქრობთ, კარგად მოგეხსენებათ. ჩემს სტატიაში მე არ მიდნოდა მხოლოდ საშოვარზე წასული ქალების ბედზე დამეწერა, არამედ სიყვარულსა და "ვალენტინობაში" ქალისა და კაცის როლურ "ფუნქციებზე". უბრალოდ, ეკონომიკური გაჭირვება და ემიგრაცია ამ "სიყვარულს" უფრო გროტესკულს ხდის, თორემ "ქალის კულტი" როგორიცაა ანდა "სიყვარულის რა ტოტალური კულტიცაა" არა მარტო ქართულ ოჯახებში, არამედ ზოგადად, ეს არა მგონია დიდ საიდუმლოს წარმოადგნდეს. რასაკვირველია, არამც და არამც არ მინდა გენერალიზება, მაგრამ ამგვარი შემთხვევების იმოდენა კოლექცია მაქვს, რომ ამის აღწერა რომ დავიწყო, როგორც მინიმუმი, ერთი წელი ხელაუღებლად უნდა ვწერო.

  • ტყ, ტყ, ტყ . . . Fk, Fk, Fk . . . და I Got You Babe . . .   1 დღე 23 საათი ago

    qalbatono ia
    minda didi madloba gadagixadot. rejisori rom viko, pils gadavigebdi. chems bizashvilsac cavakitxe. tavadac igive gadaxda, ogond amerikashi ki ara, aramed aq, tbilisshi. qmris sakvarelma scema ise, rom tvinis sherkeva daemarta. axla cota gamovida mdgomareobidan da mastan ar cxovrobs. zalian vcuxvar, rom chveni momavali amis pasad shendeba. didi madloba, rom ase tkivilita da amave dros sheulmazeblad mogvikevit chveni tragedia. kidev ertxel gixdit didi madlobas. moutmenlad veli tqvens shemdeg statias. tu qalta temaze iqneba, es iqneba zalian mnishvnelovani. pativiscemit. elga.

  • გიორგი კევლიშვილი - დაიძინა, რომ სხვები გააღვიძოს   2 დღე 1 საათი ago

    samwuxarod kargad tamashobs da atamashebs.

  • ტყ, ტყ, ტყ . . . Fk, Fk, Fk . . . და I Got You Babe . . .   2 დღე 3 საათი ago

    ია, დიდი მადლობა ამ აქტუალურ თემაზე ასეთი საინტერესო სტატიისთვის. ამ ისტორიებმა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მსგავსი მსმენია, იმდენად შემძრა, რომ არ ყოფილიყო ასე საინტერესოდ დაწერილი, ალბათ ბოლომდე წაკითხვა გამიჭირდებოდა. ცხადია, სამუშაოს საძიებლად ოჯახისა და სამშობლოს დატოვება ქალებს უფრო ხშირად უწევთ, თუმცა ამ პრობლემას ალბათ, ზოგადადაც უნდა მიხედვა. ვგულისხმობ იმას, რომ ბევრს ძალიან იოლი ჰგონია "ოქროს ვაშლების მოკრეფა" საზღვარგარეთ – არა მხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც. კი, გასაგებია, რომ დღეს ჩვენს სამშობლოში ცხოვრება არცთუ იოლია, მაგრამ ბედის საძიებლად სამშობლოს დატოვება, ხშირად სრულიად ყოველგვარი გარანტიების გარეშე, უმრავლეს შემთხვევაში ტრაგიკულად მთავრდება. ესეც არ იყოს, დღეისთვის უკვე იმდენი ქართველია წასული საზღვარგარეთ, რომ მალე ალბათ ჩვენს ტერიტორიებდაკრგულ ქვეყანაში არა მარტო ტერიტორიების, არამედ ადამიანების დაკარგვაზეც მოგვიწევს ლაპარაკი.
    საზღავრგარეთ სამუშაოს ძიება ალბათ, კიდევ უფრო ფართო თემაა. სტატიაში ეს პრობლემა ქალთა ემიგრაციის კუთხითაა განხილული და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო მტკივნეული და მწვავეა. ამ პრობლემებზე ალბათ, მამაკაცებმა უფრო მეტად უნდა ვისაუბროთ. ვისაუბროთ არა სუფრაზე, სარვამარტოდ ქალებისთვის თქმული ქათინაურებით, ან სუფრასთან ტრიალით დაღლილი დიასახლისის როდის–როდის გახსენებით, რომელიც სავალდებულო ღიმილით ისმენს სიტყვების კორიანტელს, რომ მერე ისევ სამზარეულოში გაიქცეს, ხაჭაპური რომ არ დაეწვას...
    მეორე მხრივ, ამ საკითხზე თავად ის ქალებიც უნდა ალაპარაკდნენ, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი, აქ მოთხრობილი ისტორიების მსგავსად. ცხადია, ბევრი მათგანი ანონიმად დარჩენას ამჯობინებს, მაგრამ თუკი დღეს ტელეეკრანიდან არა ერთი და ორი "ცნობადი" ქალბატონი საკუთარი სექსუალური ისტორიებისა და გამოცდილების გაზიარებითაა დაკავებული, იქნებ ამ პრობლემაზე საუბარსაც დაეთმოს ეკრანი.

  • "გაძლიერებული ლოცვა"   3 დღე 2 საათი ago

    ბრავო! სხვა არაფერი მეთქმის. 10/10

  • ტყ, ტყ, ტყ . . . Fk, Fk, Fk . . . და I Got You Babe . . .   3 დღე 4 საათი ago

    მგონი ეს თემა ღრმა საფუძვლებში ჩადის, ერთი რამ ვიცი,ღია საზოგადოება,გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. იმდენად პირობითია ჩვენს დღევანდელობაში(მეტიც,ხშირად დამახინჯებული ფორმებითაც მოგვეწოდება მას.მედიის მხრიდან),რომ ჩვენი პოსტსაბჭოთა გონებისთვის ორიენტირის გაგნება ურთულეს საქმედ მეჩვენება.მამაკაცისა და ქალის თანასწორობა "განვითარებული" ქვეყნების "ფუფუნებაა",თუმცა, იქაც ამ კუთხით საკმარისი პრობლემებია.
    საქართველოში დღესაც ხშირია მშოვნელი(დასაქმებული) მამაკაცის (ძირითადად მშენებლობებზე) მაგალითები და "დიასახლისი"დიასახლისის მაგალითები,ქალის რომელსაც,ტელევიზორში ესმის,რომ მას უფლებები და შესაძლებლობები მეტი აქვს ვიდრე რეცხვა და საჭმლის მომზადება,მაგრამ აბა? "გვიან არის უკვე"...
    გარდა,სოციალურ– ეკონომიკურის,ისტორიულ–ტრადიციულის, ფსიქოლოგიურის, ამ რთული პრობლემების მიზეზი,არსიყვარული ან უსიყვარულობაც არის,თუ მთავარი არა.

  • ტყ, ტყ, ტყ . . . Fk, Fk, Fk . . . და I Got You Babe . . .   3 დღე 16 საათი ago

    დიდი მადლობა, გულადი
    ადრე ქართულ ოჯახში რახან მთავარი "შემომტანი" მამაკაცი , ხოლო ქალი - დიასახლისი იყო (ეს სამუშაოდ არ ითვლება) , კაცის "მოვალეობაც" კი იყო "ნა ლევა" სიარული. მითუმეტეს თუ თანამდებობის პირი გახლავთ (თუ მოვაბი თავი, ამაზეც დავწერ). მუდმივი რამედენიმე საყვარლის გარდა საუნისთვის ერთჯერადი, ოღონდ არაათაშანგ-შიდსიანი გოგოს აყვანაცაა "საჭირო". ახლა ქართულ ოჯახში ასე ვთქვათ, სოციალური როლები შეიცვალა, ქალი გახდა შემომტანი, მაგრამ სხვა არაფერი შეცვლილა. ანუ "მარკეტის" აქტორები კი შეიცვალნენ, მაგრამ დამოკიდებულებები არ შეცვლილა. ვფიქრობ, რომ ფროიდს რომ თავი დავანებოთ, პრობელმა უფრო ღრმადაა, რომელიც ბიბლიიდან მოდის, ფილოსიფიურ თეორიებშიცაა. თანამედოვე ღია საზაგადობამ თავისი თავისუფალი მედიით კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა და გააღრმავა ეს პრობლემა ანუ იმის თქმა მინდა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სულაც არ აღმოჩნდა თანასწორობის გარანტი. პირიქით, მასობროვმა ინფორმაციულმა პროგრესმა კიდეც უფრო გაამყარა სტერეოტიპები და თქვენი კითხვის არ იყოს, არც მე ვიცი, ეს როგორ უნდა შეიცვალოს.

  • ჩვენი ავტორები (#19)   4 დღე 2 საათი ago

    gamovalt gogi, gamovalt :)

  • ტყ, ტყ, ტყ . . . Fk, Fk, Fk . . . და I Got You Babe . . .   5 დღე 14 საათი ago

    მადლობთ ქ-ნ ია , თქვენ იმას აღწერთ რეალისტურად ,რაც ბევრმა იცის მაგრამ ხმას ვერ იმაღლებს, ისე რომ " "ანაზღაურებად ჯოჯოხეთის" კედლებში გააღწიოს... ეს ჩემთვის პირადად უმძიმესი თემაა.. უფრო უიმედო ხასიათზე დავდექი, ამ ურთულეს პრობლემაზე მეც დიდი ხანია ვფქირობ მაგრამ გამოსავალი არ ჩანს. არა მარტო ეკონომიკური, მენტალურ კულტურული განვითარებაა საჭირო რომ რამე შეიცვალოს.. ამას კი დრო უნდა :( ლევან კოღუაშვილის ფილმი "ქალები ამერიკაში" ვერ ვნახე, მაგრამ წარმომიდგენია .. . ბოლო კომენტარს დავეთანხმები, ფროიდის აზრს, რომ მამაკაცებს "დედები" უნდათ ცოლად და დედების მიმართ აქვთ მოთხოვნები."
    ტრადიციულ ოჯახებში დედები ასე ზრდიან თავიანთ ქალ ვაჟს, ქალს მონურ ფსიქოლოგიას უყალიბებენ, ამზადებენ ქმრის დედობისთვისაც.."

  • ტყ, ტყ, ტყ . . . Fk, Fk, Fk . . . და I Got You Babe . . .   6 დღე 6 საათი ago

    წავიკითხე სტატია და დავასკვენი, რომ ჩვენი ბრალია! სამი ბიჭი მყავს და მათი მამა თვლის, რომ ზუსტად ისე უნდა გაეზარდა, როგორც ადრე მას თვითონ ზრდიდნენ. ქალი დამჯერე და ჩუმი, ქმარი ოჯახის თავი და მოესირნე. ქალი პატიოსანი უნდა იკოს, კაცის მოვალეობა არის სეირნობა.

  • სადო-მაზო-თაზო   6 დღე 11 საათი ago

    Thank you for sharing. I just readout interesting website’s your awesome interesting and informative topic. I really appreciate your thought about it. It’s really so useful for all especially for me because I want to get knowledge of every kind. Now, I just want to say that your describing sense is so nice and easy to understandable therefore, appreciate, love it and want to visit again shortly. Thanks again.

    mcitp practice exams

  • ტყ, ტყ, ტყ . . . Fk, Fk, Fk . . . და I Got You Babe . . .   6 დღე 14 საათი ago

    გამარჯობა ია
    როგორც იქნა წუხელ მოვახერხე თქვენი წერილის წაკითხვა,პირველი ნაწილი განსაკუთრებით კარგია,მომწონს თქვენი სარკასტული იუმორის ფორმა,...You-ების ამბავზე ვიხალისე ))
    ...და ქართველი მშრომელი ცოლებისა და „გამოდეპრესიებული“ ქმრების ასე ტიპიურად მსგავსმა ისტორიებმა ფროიდი გამახსენა,ჩვენ ანუ მამაკაცებს(ქართველს)ცოლად ფაქტიურად „დედები“ მოგვყავს და შესაბამისად როგორც დედების მიმართ გვაქვს მოთხოვნები,ჰო და ქალებიც(მათაც ასე ზრდიან ამზადებენ არა მარტო საკუთარი შვილების,ქმრების დედობისთვისაც)სწორედ როგორც შვილებს აღგვიქვამენ (ქვეცნობიერად რათქმაუნდა))...და ის ტრაგიკომედიური ისტორიებიც ამის ერთგვარი შედეგია...ამას გარდა ომებწაგებული ქვეყნის ღირსებადაკარგულ მამაკაცს თავისი ბოღმა და ტკივილი ასე მახინჯი ფორმებით გადააქვს საკუთარ ოჯახზე,ცოლზე(სხვასთან ხომ ვერ იმარჯვა)...
    ამჯერად დავასრულებ კომენტარს,იმედია მიუხედავად ჩემი გაუმართავი ქართულისა,გამიგეთ რისი თქმაც მინდოდა,რათქმაუნდა ეს ექსპრომტანალიზი სულ მცირედი ნაწილია იმ პრობლემატიკისა რომელსაც თქვენ შეეხეთ...საქართველოშიც ხშირია მსგავსი ისტორიები ცოლი მუშაობს ქმარი–სვამს და ა.შ.
    დასკვნა;რა გვეშველება..? )

  • დიდი მადლობა ზესტაფონს   6 დღე 15 საათი ago

    გაიხარე სანდრო საინტერესო იყო და დროული :))))))))) საინტერესოა ,რომ სწორედ რეგიონებმა დაიწყეს ფეხბურთის გაქაჩვა. ადრე გუნდე ბი იქმნებოდა და ერტ სეზონში პროგრამა მაქსიმუმი ჰქონდათ ჩმპიონობა მერე კი იშლებოდნენ ახლა კი რაღაც თანმივდევრულ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე >.. მეც მახარებს :)))))

  • დიდი მადლობა ზესტაფონს   1 კვირა 7 საათი ago

    ე, ბიჯო, ძლივს არ გვაღირსეთ ერთი ”მდაბიო” ბლოგი.
    ასე უნდა წაგეწერათ : ეძღვნება ჩვეულებრივ მოკვდავთ, მათ ვისაც ინტელექტუალურ, მაღალმატერიულ და აშ. საუბრებს ეს პრიმიტიული, ინფანტილური თამაში გირჩევნიათ.

  • დიდი მადლობა ზესტაფონს   1 კვირა 7 საათი ago

    chemo, sadnro, me mesmis sheni suliskveteba da viziareb shens amocias, magram imedi unda gagicruo, saqartvelos nakrebs arasdros araferi eshveleba! ar gecyinos

  • ტყ, ტყ, ტყ . . . Fk, Fk, Fk . . . და I Got You Babe . . .   1 კვირა 9 საათი ago

    ქართველი ემიგრანტი ქალების ამბები – ზუსტია და ცხოვრებისეული. ასეთები მეც გამიგონია და ამგვარი ამბების მონაწილეებსაც უამბნიათ ჩემთვის.
    ეს სენიც სჭირდა ქართულ ოჯახს და ამ გაჭირვების წლებმა ესეც გამოაჩინა... მაგრამ ამას უფრო გასაგებად უნდა თქმა და ვეცდები...

  • ტყ, ტყ, ტყ . . . Fk, Fk, Fk . . . და I Got You Babe . . .   1 კვირა 1 დღე ago

    ქალბატონო დალი
    გმადლობთ კომენტარისთვის და კითხვისთვის. სამწუხაროდ, უკვე აღარც მე ვიცი რაა გამოსავალი. "აღარც" - ს ამპარტავნულად არ ვწერ. უბრალოდ, ადრე, ასე 10-15 წლის წინათ მეგონა რომ ვიცოდი - განათლება, ეკონომიკა, გენდერული მგრძნობელობა, ადამიანის უფლებები, თანაბარი პირობების შექმნა, "მასებში გასვლა" და ათასი და ათას ერთი სხვა რამ. იმ დროს ერთხელ , მახსოვს, გალურჯებამდე, ხმის ჩახლეჩვამდე, ტემპერატურის აწევამდე ვიკამათეთ და ბოლოს საერთოდ წამომცდა "ცივილიზაციაა არსწორი და ხელახლა უნდა დაიბადოს" - თქო და პაუზის მერე ყველას ერთად გვარიანად გაგვეცინა ამაზე და კამათი შევწყვიტეთ. ყელი კი ყველას რამდენიმე დღე გვტკიოდა.რა ვიცი, რა გითხრათ. მე არ ვიცი. უბრალოდ, მე აღვწერე ის, რაც დავინახე.