ისტორიები

ვილის ოვერლენდის რაინდები

მეორე მსოფლიო ომმა წარმოშვა იმ დროისათვის მილიტარისტული სასწაული, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია დღევანდელი როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო საავტომობილო მრეწველობა, და რომლის გარეშეც მეოცე საუკუნე ცოტა სხვანაირი იქნებოდა: სამხედრო ჯიპი. ვილისი.

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

ავტორი: ირა ყრუაშვილი

ჯოხით მოდიოდა - ხომ არ დავაგვიანეო. ერთი ბოთლი ლუდი ეჭირა და მოაქანავებდა ისე, რაღაცნაირად ახალგაზრდულად. ამ ფეხის ტკივილმა მიშველა... დიდი მოცეკვავე და სიგრძეზე მხტომელი მე არ ვიყავიო... ისე გამეხარდა მისი ნახვა, აღარ მახსოვს რაზე თქვა, ფეხის ტკივილმა მიშველაო. გაკვრით, ბოდიშისმაგვარი ჩაილაპარაკა, ჩვენ ისე ფართოდ არ ვცხოვრობთო.

ერიკ რომერი - კაცი, რომელმაც ღმერთი დაგვანახა

*სრული ვერსია იხილეთ "ცხელი შოკოლადის" 58-ე ნომერში

"არ ვიცი, რამდენად ვარ მემარჯვენე, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მემარცხენე არ ვარ. რატომ უნდა ვიყო მემარცხენე? რა ძალა მადგია? მე თავისუფალი ვარ!"

ერიკ რომერი

გიორგი კევლიშვილი - დაიძინა, რომ სხვები გააღვიძოს

*სრული ვერსია იხილეთ "ცხელი შოკოლადის" 58-ე ნომერში

რა ხდება მაშინ, როდესაც გძინავს, ან მაშინ, როცა არ გძინავს. რამდენად "ცოცხალი" ხარ, როდესაც არ გძინავს, რამდენად გღვიძავს იმ რეალობის მიმართ, რომელშიც ცხოვრობ - ეს ის კითხვები იყო, რის გარშემოც გიორგიმ პერფორმანსის იდეა ააგო და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში თავისი ნამუშევრის "პრეზენტაცია" გამართა. საგამოფენო დარბაზის ერთ კუთხეში გუგა კოტეტიშვილის გაკეთებული საწოლი იდგა, "კარგი ხარისხის" თეთრეულით. გიორგი ძვირფასი ბრენდების საცვლებში იყო "გამოწყობილი".

ბრძოლა თავისუფლებისთვის

"ერთ ამბავს გეტყვი, კარგად რომ მიხვდე, რა სიგიჟეში ვცხოვრობდით 90-იან წლებში, - მეუბნება თომა და ეცინება, - როდესაც შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა, კიტოვანი მივიდა და უთხრა, - ატომური ბომბი მაქვსო.  შევარდნაძემ ჯაბა დაიბარა და სრულიად სერიოზულად ჰკითხა: კიტოვანი ასე  ამბობს და, მართლა რამე ხომ არ აქვსო? მე ვიცი, რომ საქართველოში რუსებს ეგეთი არაფერი ჰქონიათო".

რაზე ფიქრობს ურბან რეაქტორი - რუსუდან მირზიკაშვილი და ლევან ასაბაშვილი

"არავინ იცის, როგორ გახდება უკეთესი ჩვენი ქალაქი, ამას მხოლოდ ლამაზი პროვინციული დასახლებების თვალიერებით, მასშტაბების ცვლით, ან ოცნების ქალაქების აგებით ვერ მოახერხებ. ამისთვის უბრალოდ, გარეთ უნდა გახვიდე და გაიარო".

ჯეინ ჯეიკობსი

"ქალაქი ხალხისთვისაა"

სადო-მაზო-თაზო

შუაღამისას, როცა მერიის საათი თორმეტს ჩამოკრავს და თბილისში სულების ჟამი დგება, თაზაზელოს ტერფები შიგნით უტრიალდება. ის კუდს ატკაცუნებს და ყვირის: "ვურდალაკებო, ჩემკენ!" და ისინიც მოდიან: ახალგაზრდები და არც ისე, ძალიან ლამაზები და ფრიად უშნოები, ჭკვიანები და შტერები.

თაზაზელოს ირგვლივ წარმოუდგენელი ხალხი იყრის თავს, და თაზომ თუ პირი დააღო, - ХЫК! დიდი ცეცხლი გამოვარდება და ამ სახელმწიფოში კანონი ლუსტრაციის შესახებ სულ აღარ იქნება საჭირო.

მოთქმა თავ-ბოლო ერთი - გიორგი კეკელიძე

პოეტია, ახალგაზრდა ლაურეატი-პოეტი. 25 წლისაა და ძალიან აღიზიანებს, როცა "ახალგაზრდა პოეტად" მოიხსენიებენ. ნამდვილად არის რაღაც გამაღიზიანებელი ასეთ ფორმულირებაში, მაგრამ რას ვიზამთ, მართლა ახალგაზრდაა და მართლა პოეტი. ეს ორი ფაქტი უტყუარია. დანარჩენი კი მითია, რომელსაც, როგორც გიორგი ამბობს, ჯერ გაუთავებლად ქმნის თვითონ და მერე ცდილობს, წარმატებით გაყიდოს.

გია ეძგვერაძე - "BORN IN GEORGIA OR FROM SURFACE TO ABYSS"

ავტორი: მიხეილ ხუნდაძე

მეტაფიზიკა ანუ შავ-თეთრი ნამუშევარები

მიშა ხუნდაძე: რატომ დაუკავშირე შენი მომავალი მხატვრობას? რა გინდოდა გამოგეკვლია ამ გზაზე?

გია ეძგვერაძე: ბოლო წელს სკოლიდან გამომაგდეს ინტოქსიკაციებით ზედმეტი გატაცებისთვის. თანაც სასტიკად ამიკრძალეს კლასის გამოსაშვებ საღამოზე მივსულიყავი - ჩემი კლასელების მშობლები ბავშვებს "საშინელი გავლენისგან" იცავდნენ. ის ღამე სადღაც სარდაფ-რესტორანში გავატარეთ მე და ჩემმა ორმა მეგობარმა და მერე მაინც მოვახერხეთ ჩვენი კლასელი გოგოები სახლში გაგვეცილებინა.

სიზმრების მბრძანებელი - რობერტ უილსონი

ახლახან აღმოვაჩინე, რომ დიდ რეჟისორზე, რობერტ უილსონზე ჩვენთან თითქმის არაფერი დაწერილა. ვერც ათასგვარი ჭორებით სავსე გაზეთებსა და ვერც პრიალა, მოდურ ჟურნალებში მის შესახებ ვერაფერი ვიპოვე. თუმცა ჩვენებურები უხმაურო პრემიერებისა და ხარისხიანი არტის შესახებ წერა-კითხვით არასდროს იკლავდნენ თავს. მაგრამ უილსონი ხომ მაინც ლეგენდაა.

ახალი დღის წესრიგი - საუბარი მაგდა გურულთან


"მე მესმის, რატომ შეიძლება არ გინდოდეს ინტერვიუების მიცემა. მხოლოდ იმის გამო არა, რომ ჟურნალისტები პერვერსიულები არიან ან თავის აუდიტორიას ეთამაშებიან. როცა საკუთარ მოსაზრებებს შენი შემოქმედების მიღმა გამოხატავ, ამით თითქოს იწამლები. სხვანაირად რომ ვთქვათ, მე მაქვს მოსაზრებები; ყველას აქვს მოსაზრებები, მაგრამ ისინი ინტერესის საგანი ხდებიან მხოლოდ იმის გამო, რაც მე დავწერე" - ამბობს ამერიკელი მწერალი, ჯონ აპდაიკი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.

ალტერნატიული თბილისი

საქართველოში თვითმფრინავით ჩავფრინდი. თბილისის "დედოფალი ანას" საერთაშორისო აეროპორტიდან ძლივს გამოვაღწიე.

ქვრივი და ოლიგარქები

ავტორი: სუზანა ენდრიუსი,

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ

სტატია პირველად დაიბეჭდა ჟურნალში VANITY FAIR ოქტომბერი, 2009

2008 წლის თებერვალში საქართველოს უმდიდრესი ადამიანის, ბადრი პატარკაციშვილის უეცარმა სიკვდილმა რუსული ოლიგარქიის ულმობელი სამყარო ერთიანად შეაზანზარა. ინა გუდავაძე მეუღლის საქმიან პარტნიორს, რუსეთიდან გაქცეულ მილიარდერს, ბორის ბერეზოვსკის დაუპირისპირდა და მემკვიდრეობის გარშემო ატეხილ უდიდეს დავაში ჩაერთო, ამერიკელი ადვოკატი კი ბელარუსის შრომა-გასწორებით კოლონიაში მოხვდა.

ქალაქი - თვითონ საზოგადოება

"ქალაქში ცხოვრების უფლება ესაა შეხვედრებისა და აზრთა გაცვლისთვის საჭირო ადგილის ქონის უფლება, ესაა ცხოვრების სხვადასხვა რითმის უფლება; უფლება, რომელიც გაძლევს უნარს, ბოლომდე გამოიყენო სივრცე და მომენტები. ეს არის უფლება დასახლდე, და იცხოვრო ისე, რომ ქალაქს უკან არაფერი დაუბრუნო. ეს არის უფლება, გქონდეს შენი სივრცე და არა მხოლოდ ფლობდე რაღაცას", - ამბობდა ანრი ლეფევრი.

ტვინის მონაპოვარი

ავტორი: მარგარეტ ტალბო

თარგმნა ანა მაყაშვილმა

პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "ნიუ იორკერში", აპრილი 2009

ყველა ეპოქა გამოირჩევა თავისი დამახასიათებელი წამლით. ნეიროგამაძლიერებლები მშვენივრად მოერგო ეფექტურობაზე ფოკუსირებულ, BlackBerry-ით აღჭურვილ, ჩვენს ოფისურ კულტურას.

პროვოკატორები

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე ერეკლე დგას. დარბაზი სავსეა. მალე ხმაური წყდება და ისმის:

"მოდი ჩემთან, ჩემო პრეზიდენტო,

მაკოცე ლოყაზეე,

ხომ იცი, რომ მე არ ვფიქრობ დღეს შენს მოკვლაზეე.

მამაო ჩვენო, მამაო ჩვენო,

მამაო ჩვენო შე დედამიწის გამჩენო,

მამაო ჩვენო.

მინდა ჩემი პრეზიდენტი გაჩვენო".

ლესბინაცია

ისტორიას ახსოვს ერთი მცირედი მონაკვეთი, როდესაც სამყაროს ქალები მართავდნენ, ყოველ შემთხვევაში - თავიანთ სამყაროს მაინც. 1970-იანი წლების ბოლოს რამდენიმე ათასმა ჩრდილო ამერიკელმა ქალმა უარი თქვა თანასწორად შესრულებულ საქმეში კაცებთან ხელფასის გაყოფაზე, უარი თქვეს ქმრებთან ხვეწნაზე, რომ ხანდახან მაინც დახმარებოდნენ ცოლებს ჭურჭლის გარეცხვაში;  და საყვარელი კაცებისთვის იმის მტკიცებაზე, რომ ქალის სხეულში არსებობს ორგანო, სახელად კლიტორი.

ახალბედა N21

...ბარო, დავით (კითხვა-ძახილის ნიშანი). რა გითხრა, მე არა მიშავს, კარგად ვარ. ახალი და განსაკუთრებული არაფერია. შრომა-გასწორების კოლონია არ დასრულებულა, ინსპირაციის წყაროს ისევ ყველგან და ყველაფერში ვეძებ. ასე რომ, შეგრძნებები და ინტუიცია გაფაციცებული მაქვს (სმაილი). თუმცა გაზაფხულსა და ზაფხულს მაინც ახალი იდეები მოაქვს. ვიყავი მიუნჰენში. ახლახან დავბრუნდი ბარლინში, სადაც დედამიწაზე ყველაზე მეტი სიმწვანე და ჟანგბადია (მოცეკვავე კაცუნა). უკვე მოგწერე, რომ ვმუშაობ სცენარზე და ჩემს პროდუსერთან, პიერთან ერთად - ვიღებ ახალ ფილმს. ალბათ 2-3 თვე კიდევ დამჭირდება და დავასრულებ.

ძალაუფლება, როგორც ოქსიმორონი

ყოველ პარასკევ დღეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს, ბატონ ნიკოლოზ რურუას მიღების საათები აქვს. ეს სამინისტროს ახალი ტრადიციაა და, სამდივნოს გავლით, ამ დღეს მასთან ყველას შეუძლია მოხვედრა. ჩვენი შეხვედრებიც ერთ-ერთ ასეთ პარასკევს დაიწყო.
ვიდრე მინისტრის კაბინეტში სტუმრები ერთმანეთს ენაცვლებიან და სავარძელში მჯდომი ხელებდაკრეფილი ბატონი ნიკაც მათ ხაზგასმული ყურადღებით უსმენს, ოთახს ვათვალიერებ, რომელიც კომფორტული სახლის მისაღებს უფრო ჰგავს, ვიდრე მინისტრის კაბინეტს.

ნიუტონის ქალი

ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ, როცა მეგონა, რომ ორმოც წელს მიტანებული ადამიანები დარდისა და სიბერისგან კვდებოდნენ, როცა ვფიქრობდი, რომ დედამიწა იმისთვის ბრუნავს, რომ მე არ შევწუხდე და არსად დამაგვიანდეს, და მთელი სამყარო ჯინსის უკანა ჯიბეში მაქვს ჩატენილი. ნეტა იმ დროს!