არც მახსოვს, ბოლოს როდის უჩვენეს ამდენი ახალი სრულმეტრაჟიანი თუ დოკუმენტური ქართული ფილმი თბილისის კინოთეატრებში: "ბერლინალეზე" წარმატებით გამოზამთრებული და უცხოენოვან "ოსკარს" დამიზნებული, გიორგი ოვაშვილის "გაღმა ნაპირი" და ზაზა ურუშაძის კლასიკური სონატური ფორმითა და დახვეწილი ვუზუალურობით აღბეჭდილი "სამი სახლი"; პლუს ფხიზელი და მგრძნობიარე რეალიზმით გამორჩეული, ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმი "ქალები საქართველოდან".
კირა ნაიტლი ერთადერთი კინოვარსკვლავია, ვისთანაც ასე ახლოს აღმოვჩნდი. კირა ნაიტლი ჩემ ქალაქში ჩამოვიდა. მართალია, იგი ჩემგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაა, თვალით არასდროს მინახავს და ალბათ, ვერასდროს ვნახავ, მაგრამ მაინც - კირა ნაიტლი ერთადერთი კინოვარსკვლავია, რომელთანაც ასე ახლოს აღმოვჩნდი.
"ჰომოსოციალური ლოგოცენტრიზმი" - ამ ერთი შეხედვით რთული ტერმინით ავტორიტარული საზოგადოების ერთი ავადმყოფობა აღინიშნება. ეს არის ვითარება, როცა სახელმწიფოს მართვაში მხოლოდ ერთი სოციალური ჯგუფი მონაწილეობს და მხოლოდ ის "ლაპარაკობს", ხოლო დანარჩენები სოციალურ-პოლიტიკური პროცესიდან გამორიცხულნი არიან და მხოლოდ "მსმენელებს" შეადგენენ.
სახლში რომ ვბრუნდებოდი, სადაც ირაკლი ჩხიკვაძის "თბილისურ Love Story"-ზე "ცხელი შოკოლადისთვის" შეპირებული სტატიის დაწერას ვგეგმავდი, გოგი გვახარიამ რაღაც ამონაბეჭდი ფურცლები მანახა, სადაც ერთმანეთის მიყოლებით პრემირებულ ხუთ ქართულ ფილმზე იუწყებოდნენ და რამდენჯერმე გაიმეორა: "ჩვენი ბრალია, ამას ფილმებს რომ ვუწოდებთ, ჩვენი ბრალი!.. ავთო ვარსიმაშვილის ფილმია ფილმი, ან კიდევ ეს Love Story?!".
კარგი ელექტრიკი ყველას სჭირდება, ვისაც საბჭოთა მანქანა ჰყავს (და არა აქვს) და რადგან ასეთები ჯერ კიდევ საკმარისად არიან საქართველოში, საქართველოს უამრავმა მოქალაქემ იცის, რას ნიშნავს სიტყვა ელექტრიკი, ელექტრონშიკისაგან განსხვავებით.
ივლისი ახლოვდება. ყველაზე ცხელი თვე იმათთვის, ვისაც სჯერა, რომ სილამაზე იხსნის სამყაროს და ე.წ. "სახელოვნებო სასწავლებლებში" აპირებს სწავლის გაგრძელებას. შეიძლება, არ სჯერა, ან, საერთოდ არ გაუგია ასეთი გამოთქმა, მაგრამ სხვა არაფერი ეხერხება ცეკვა-თამაშის გარდა...
ჰომოფობიაზე საუბარს ბევრი გაურბის. ზოგი ხელებს ასავსავებს: ჰომოსექსუალი ავადმყოფი და ზნედაცემულია, ამიტომ უნდა მოვარიდოთ საზოგადოებასო, ზოგი - უხერხულად იღიმება და წითლდება.
თავისუფალია თუ არა მედია საქართველოში? დამოუკიდებელი, სამართლიანი და მიუკერძოებელია თუ არა იგი? ამ საკითხებზე ბევრს მსჯელობენ, განსაკუთრებით კი იმაზე, თუ რა იგულისხმება თავისუფალ, დამოუკიდებელ, სამართლიან და მიუკერძოებელ მედიაში. მე ამის განმარტებას არ მოვყვები და ვეცდები, სხვა კითხვას გავცე პასუხი: სათანადოდ აშუქებს თუ არა მედია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?
ამ სიტყვების ავტორის, ეკლესიისა და ფეოდალური ტრადიციების ზეწოლის ქვეშ მყოფი ესპანეთიდან პარიზში ჩასული ბუნუელის ყურადღება სიურრეალისტებმა "რევოლუსიონ სიურრეალისტში" დაბეჭდილი ფოტოთი და წარწერით მიიპყრო - "ბენჟამენ პერე მღვდელს შეურაცხყოფს".
იმ დილას, შევარდნაძე რომ გადადგა, მზით განათებულ რუსთაველს ჩავუყევი. პარლამენტში მივდიოდი პრეზიდენტ ბურჯანაძესთან. წინა ღამე ყველაზე აღმაფრთოვანებელი და ბედნიერი სახალხო ზეიმი იყო, რომელსაც კი ოდესმე შევსწრებივარ. ყველა ამაყობდა იმით, რასაც საქართველომ მთელი თავისი ისტორიის მანძილზე პირველად მშვიდობიანად მიაღწია. მეორე დილით დასუფთავებულ ქუჩებში მანქანები ისე მოძრაობდნენ, თითქოს არაფერი მომხდარიყო. წუხელ მართლა მოხდა რევოლუცია? - ვეკითხებოდი საკუთარ თავს.
იმის უარყოფა, რომ XX საუკუნის საბჭოეთის სივრცეში, ისევე, როგორც საქართველოში, მარქსიზმი უდიდესი საცდური და პრივილეგია იყო, შეუძლებელია. მაგრამ ვინც დღეს ამტკიცებს, რომ ამ მეინსტრიმად ქცეული ფილოსოფიური სისტემის მიღმა დარჩენილებმა - მეცნიერებმა, ინტელექტუალებმა, დისიდენტებმა ან უბრალოდ ახალი დროის პოლიტიკოსებმა დიამეტრალურად შეცვალეს საქართველო, ან იტყუება ან ყველაფერს ივიწყებს. იმიტომ, რომ მეხსიერების გარეშე უფრო ადვილია მითების შექმნაც და გავრცელებაც.
არსებობს სიკეთის ძალადობა - როცა ვიღაცას აძლევ იმას, რასაც ვერასდროს დააბრუნებს, აუცილებლად გაბოროტდება. კი არ ართმევ, აძლევ, მაგრამ ბოროტი ხდება. იმის შეგრძნება აბოროტებს, რომ ვერასდროს გადაიხდის სამაგიეროს. ბოდრიარი ამბობს ერთგან ამას, თუ რაღაც ასეთს.
"ბიძია, დამეხმარეთ!!!" - ერთ-ერთი "პროფილი" მაია ასათიანმა სწორედ ასე, უსახლკარო ბავშვების სიტყვების ციტირებით დაიწყო. და მერე: "ამ სიტყვების შემდეგ ჩვენი მოქმედება მექანიკურია - ვყოფთ ჩანთაში ხელს, ვიღებთ ხურდას, ვაგდებთ გამოწვდილ ხელში, ვაგრძელებთ გზას და გვგონია, რომ ვალი მოხდილია"... ასე დაიწყო უსახლკარო ბავშვებისთვის მიძღვნილი "პროფილი".
მაიკლ ჯეკსონის სიკვდილით გამოწვეული ვნებათაღელვის შემდეგ ძნელია, ვინმე კიდევ გააკვირვო მოკრძალებული ნეკროლოგებით, თუმცა როგორც პოეტი ამბობს, «ყველას თავისი აქვს სახსოვარი». ჩვენი «მცირემეტრაჟიანი» კომენტარი ვუპერტალში 68 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაცვლილ, დიდ გერმანელ ქორეოგრაფს, პინა ბაუშს ეძღვნება. ონკოლოგიური დიაგნოზი, რომელიც მას ექიმებმა გარდაცვალებამდე სულ რაღაც ერთი კვირის წინ დაუსვეს, კატასტროფული სისწრაფით დადასტურდა.
ჩემმა შორეულმა ნაცნობმა, სხვათა შორის გოგომ, თავისი ერთადერთი საცხოვრებელი, ოთახნახევრიანი ბინა გაყიდა და «იქსპიატი» იყიდა. ოთახის ფული უშუალოდ მანქანაში დაიხარჯა, დარჩენილი ნახევრის კი, რასაკვირველია, ნომერში. დღეს ნაქირავებში ცხოვრობს, არ მუშაობს, ალბათ ბენზინის პრობლემაც აქვს, მაგრამ რა მოსატანია ეს დეტალები მაშინ, როცა ეზოში ტრადიციული ქართული შეფერილობის «იქსპიატი» გელოდება, როცა შარდენზე ღირსეულად მიხვალ და მედიდურად წამოხვალ.
2009 წლის 22 ივნისს ფრანგული პარლამენტის ორივე პალატის წინაშე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის გამოსვლამ, ქალების მიერ მუსლიმური ტანსაცმლის ტარების შესახებ, დასავლეთში გაჩენილი ურთიერთგამომრიცხავი აზრები კიდევ უფრო გაამწვავა. ეს გამოსვლა იმითაც გამოირჩეოდა, რომ 1873 წლის შემდეგ პრეზიდენტმა პირველად მიმართა პარლამენტს. ბევრი დამკვირვებლისთვის მსგავსი ცერემონია დრომოჭმულ, შუა საუკუნეობრივ, მონარქიულ სიმბოლოდ აღიქმება.
ვისაც ჯერ კიდევ გახსოვთ გაგრა და მისი გარეუბნები, დამეთანხმებით ალბათ, რომ გაგრასა და სარფს შორის რაღაც არის საერთო. ეს, თითქმის ყოველთვის ნისლიანი მთები ზღვის ნაპირს უჩვეულო ფორმას და, რაც მთავარია, უჩვეულო ფერს აძლევს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მთა მოძრაობს და სადღაც, ზღვის ჰორიზონტისკენ მიემართება.
გახსოვთ მეორე "ლაღიძე"? ახლა, მგონი, არც ერთი აღარაა, მაგრამ ადრე ორი იყო - ერთი რუსთაველზე, სარდაფში, საიდანაც ამოსული გრძელი რიგის კუდი ყოველთვის გარეთ თავდებოდა და სადაც მარინა ორი თითით ატრიალებდა ღვინით სავსე ჭიქას. უკეთეს თავშესაფარს შატალოზე ვერც ინატრებდი.