გირჩევთ

ფრინველებზე დაკვირვება

ივრის ჭალაში იშვიათი ფრინველების სანახავად ავსტრალიიდანაც ჩადიანო, - და გულმა ჩვენც ვეღარ გაგვიძლო. უცხოელების შემოტევის მიზეზი ჭაჭუნას აღკვეთილში ნაპოვნი ბუდე იყო, რომელიც ბექობის არწივს და მის მართვეს ეკუთვნოდა.

ცასა და მიწას შორის

მე რკინის გული მაქვს და ქვის ნერვები. მე ნანახი მაქვს მრავალი მხარე, მრავალი სასწაული და მრავალი ომი. მე აღარაფერი მენატრება ხოლმე - ახალი მინდა. მხოლოდ ერთია, ერთადერთი, სადაც ძველი სიბრძნე არ ამართლებს: "სადაც ბედნიერი იყავი, აღარ დაბრუნდე" - თავისუფალ სვანეთში სულ მინდა და რამდენიც შევძლებ, დავბრუნდები, რადგან იქაურებს და იქაურობას არაფერი სჯობს. თუ ჩემი არ გჯერათ, ადით და ნახეთ, თუ არა.

. . .

ზარების ხმა ფშავის ხევში

დღეს ფშავი არც ინვესტორებს იზიდავს და არც რაიმე ახლისა და გრანდიოზულის წამოწყებას აპირებენ იქ. ფშავში დღეს ტურიზმიც კი არ არსებობს. იგი მხოლოდ ბარში ჩამოსულ ხატის ყმებს, რამდენიმე ფოლკლორისტსა და უბრალოდ ამ მხარეზე შეყვარებულ ადამიანებს ახსოვთ. ჩემთვის ნამდვილი ფშავი ყოველთვის ორწყალიდან იწყებოდა, გადაუხვევდი მარჯვნივ და ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდებოდა სოფლები: თხილიანა, ცაბაურთა, შუაფხო, გოგოლაურთა, ბინდაურთა, მუქო, ჭიჩო, ხოშარა, ახადი, უკანაფშავი.

მიყვარხარ, გარსევან!


"ღვევი, დრე და ვანათი
არ ღირს ერთი მანათი..."
ხალხური მტკნარი სიცრუე

ფეხითმოსიარულის ჩანაწერები


პირდაპირ მოწოდებით დავიწყებ: გაიარ-გამოიარეთ! ფეხით სიარული ძალიან კარგია.
დაგეზოგებათ ნერვები: მეტროში არ დაიხრჩობით; ავტობუსში მსუქანი ძია მუცლით არ გაგსრესთ; სამარშრუტო ტაქსში პოლიტიკურ დებატებს გადარჩებით; არ მოგიწევთ მძღოლისთვის იმის ახსნა, თუ სად მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირი; თუ საკუთარი მანქანა გყავთ - არც გაჩერების გამო გექნებათ პრობლემები და არც იმის გამო გაცოფდებით, რომ "იმ დებილმა ქალმა ისევ მესამე რიგიდან ჩაუხვია".

ბუდა ბარი

70-იან და 80-იან წლებში, ნიუ-იორკის ჰიპურ-ალტერნატიული უბნები იმით გამოირჩეოდა, რომ იქ შედარებით იაფი იყო ცხოვრება. იაფი იყო ყველაფერი - ბინის ქირა, პატარა კაფეები, ხის მაგიდებითა და ყოველთვის ნაცნობი ოფიციანტებით, წიგნის მაღაზიები, ძველი გამოცემებითა და გამყიდველით, რომელსაც თავისი მაღაზიის ყველა წიგნი წაკითხული ჰქონდა. აქ იყო ღამის კლუბები, სადაც ღამეში 25 დოლარად ცოცხალ მუსიკასაც მოისმენდი და დილამდე, დათრობასაც მოასწრებდი.

ჩემი ციხე


იყო ერთი ხუროთმოძღვარი. მას იმდენად მარჯვე შეგირდი ჰყავდა, რომ ოსტატმა დამოუკიდებლად ააშენებინა კოშკი. ზოგს მიაჩნია, შეგირდის კოშკი ოსტატისას ჯობს კიდეცო, მაგრამ აბა, რა გითხრათ, ორივე ულამაზესია.

წამოდი სვანეთში!


დიდი ხნის, თითქმის 20 წლის შემდეგ, საქართველოში ტურიზმი ისევ ვითარდება. შეიძლება, არც ისეთი სწრაფი ტემპებით არა, როგორც მე მინდა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველებმა კვლავ დაიწყეს თავიანთი ქვეყნის აღმოჩენა.

უკვე ორი თვეა, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტმა სვანეთში, კონკრეტულად მესტიაში ბანაკი დასცა. ბანაკში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოხვედრა, ისეთებსაც კი, რომლებიც ტყეში თითის წვერებზე დადიან.

ძირს ნევროზი! დიდება აბანოს!


ჰყვებიან, რომ ერთხელ თამარ მეფე პატარა, მწვანე ტბის პირას ივარცხნიდა თმას და ოქროს სავარცხელი წყალში ჩავარდნია. ძალიან შეწუხებულა თამარ მეფე, მაგრამ სავარცხელი ვეღარ უპოვნია - ალბათ, ქალთევზებმა მოიპარეს.

მშრალი ხიდი

იმის გათვალისწინებით, რომ დათბა და ქუჩაში ყოფნა სასიამოვნოა, იმის გამო, რომ ძალიან მდიდრის დამატებით გამდიდრება სულაც არაა აუცილებელი, და ვინაიდან წამითაც არ მჯერა, რომ ძველ ნივთებს ჯადო-მადოები და ცუდი აურა სდევს თან, "ცხელი შოკოლადის" მკითხველს ვურჩევდი: ეწვიეთ...

"გალობანი სინანულისანი"

იცით "საავტორო სტუდიის" არსებობის შესახებ? და მისი გამოცემული CD-ების შესახებ? არა? კარგი, მაშინ ყველაფერს მოგიყვებით. მაგალითად, სხედხართ სახლში, თქვენი შვილი ტვინს გიბურღავთ და ოცნებობთ, რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ ეს ბავშვი გაჩუმდეს? გეტყვით რაც. აიღოთ და ჩაურთოთ CD - "ტელეფონით მოყოლილი ამბები", სადაც ჯანი როდარის ზღაპრებია შესული, ანდა "ხუთკუნჭულა და ზღაპრები", რომელიც სულ ცოტა ხანში, წიგნის და CD-ს სახით გამოვა.

ხე

ძველი ბერძნები ჰყვებოდნენ, რომ მათ, ვინც ხეებს რგავენ და უვლიან, განსაკუთრებული სულები მფარველობენ - დრიადები. დრიადები უკვდავები არიან, და როგორც ყველა უკვდავს, ერთობ ჭირვეული ზნე აქვთ: თუ გადაწყვიტეს, რომ ხეებს ერჩით, აუცილებლად გადაგემტერებიან, და მათი მტრობა ცუდი ამბავია.

პროექტი "29"

სულ რაღაც სამიოდე დღის წინ, "ქორთიარდ მერიოტში", სტუდია "სანოს" და მსახიობ გოგი ხარაბაძის ახალი პროექტის, "29"-ის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი "29" კომპაქტ დისკების მთელი კრებულია, რომელზე მუშაობაც 9 თვის მანძილზე მიმდინარეობდა და რომელიც, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანის ოჯახში დაიდებს ბინას.

"ალფა-დოგი"

რა უნდა ჰქნა მაშინ, როდესაც ლოს ანჯელესის ყველაზე ელიტურ უბანში ცხოვრობ, ხარ მოზარდი ბევრი, ბევრი თავისუფალი დროით და ფულით ჯიბეებგამოტენილი? ჰო, რა თქმა უნდა, უნდა გაერთო, როგორც შეგიძლია. უბრალოდ, ამ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაფერი! და მოხდება კიდეც, კალიფორნიის მხურვალე მზის ქვეშ!

"ლიტერატურული კაფე", ახლა უკვე გუდაურში

"ფორთოხლით უფრო გემრიალია, ეს გააკეთე" ან "ჰო, კოსტავას ლიტ.კაფეში ვარ, გამოდი და ყავას დაგალევინებ, ხომ გინდა ყავა?" - ამგვარი პარალელური ფრაზების მოსასმენად მზად უნდა იყოთ მაშინ, როდესაც რამაზ გემიაშვილს ტელეფონით ესაუბრებით.

"ცხელი შოკოლადი" გირჩევთ

აბა მითხარით, რას აკეთებთ, როცა სამუშაო დღე მთავრდება და გადაღლილი, ოფისის კარს მაგრად მოიჯახუნებთ? სახლში მიდიხართ? ჰო, შეიძლება, მაგრამ ყოველთვის როდი ვარგა ერთი სამსახურიდან მეორეში წასვლა?! დროის კარგად გატარება, მაქსიმალური რელაქსაცია და სიამოვნების მიღებაც ხომ აუცილებელია? როცა ყოველდღიური საქმეები ტვინის სულ ბოლო უჯრედში გადადის და ცენტრალურ ადგილს, დიდი ასოებით სიტყვა დ ა ს ვ ე ნ ე ბ ა  იკავებს.