ხადურების ოჯახში, საძინებლის ძველ სარკეზე კასეტური ბომბის სამუდამო კვალი დარჩა. 12 აგვისტოს, დღის 11 საათზე აქ პირველად გაიგეს ამ ტიპის ბომბის შესახებ, საკუთარი თვალით ნახეს და შედეგიც საკუთარ თავზე გამოსცადეს. "მამაჩემი იმ დილით ეზოში ტრიალებდა. ჩვენ სახლში ტელევიზორთან ვისხედით. უცებ აფეთქების ხმა გაისმა, შუშები ჩაიმსხვრა და გარშემო ყველაფერი დაილეწა.
ამ ზაფხულს სრულიად შემთხვევით თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში აღმოვჩნდი, რომელში მონაწილეობა ათას რვაას რაღაც ლარი ღირდა, თუმცა თითქმის ყველა მონაწილის ხარჯი თავის თავზე ქართულმა "ცოდნის ფონდმა" აიღო.
არჩევანი იყო ასეთი - ან 10 ათასი დოლარი ოჯახზე ან ახლად აშენებული კოტეჯი. ზოგიერთი დევნილი დღესაც თბილისში იზამთრებს დაპირებული თანხის მოლოდინში, ზოგმა კი უკვე გააკეთა არჩევანი და ახალი თუ დროებითი ცხოვრების დასაწყებად წეროვანის, შავშვების თუ სხვაგან მდებარე კოტეჯებში მოხვდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით Amnesty International-ის მიერ 18 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიში საინფორმაციო სივრცის ისეთივე ბესტსელერად იქცა, როგორც მანამდე Human Rights Watch-ის კვლევები იყო.
76-გვერდიან ანგარიშში კონფლიქტის ნებისმიერი მხარე იპოვის სათავისოს. გულის მოსაფხანი აქ ყველასთვის მოიძებნება.
სურათი არასდროს იცვლება. ისევ გარეთ, ეზოში არიან. სკამებზე ჩამომსხდარი ქალები მზეს ეფიცხებიან და ყოფით საკითხებზე საუბრობენ. კაცები მოშორებით დგანან და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე კამათობენ. ბავშვები წინ და უკან გიჟებივით დარბიან; ხან გასწრობანას თამაშობენ, ხან პანღურებს ურტყამენ ერთმანეთს. გზაზე მიმავალი მანქანების ხმაურში პერიოდულად გაბრაზებული მშობლების შეძახილი ისმის; ბავშვები წყნარდებიან, ოღონდ ცოტა ხნით. საკმარისია, დიდებმა თავისი საქმე გააგრძელონ, რომ...
რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ცხელი წერტილიდან სიუჟეტს უჩვენებდნენ. ქალი, საკუთარი სახლის ნანგრევებთან იდგა და ამბობდა -"აქამდე სულ მეგონა, რომ ომი არის ის, რაც ხდება სხვაგან, რაც მე არასდროს შემეხება. ვფიქრობდი, რომ ომი მხოლოდ ტელევიზორში არსებობს". მაშინ, როდესაც ლამის ჩაცმულს მეძინა, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე ჰაერში ვიყურებოდი, ვცდილობდი ამომეცნო, სამხედროა, სამგზავრო თუ
ერთი სიტყვა "ომი" უსასრულო ასოციაციებს იწვევს. მაშინ ვფიქრობდი, რომ რაც მოხდა, ამ ერთ სიტყვაში არ ეტეოდა. დღევანდელ დღემდე უკვე ასჯერ გავიხსენე რაც მოხდა და რაღაცნაირად ჩვეულებრივი გახდა. შევეჩვიე, რომ ამ მდგომარეობაში ვცხოვრობ. მივხვდი, რომ საწყისი წერტილი უკვე შეცვლილია.
"ბრაჰმანი ხომ მხოლოდ მოძღვრისაგან მიღებული ცოდნით შეიცნობა, რომელსაც ერთი მოძღვარი მეორეს გადასცემს, და არა ლოგიკის, მსჯელობის, გონების, ცოდნის სიმრავლის, ასკეზისა თუ მსხვერპლშეწირვის წყალობით." შანკარა, "კენა უპანიშადის" კომენტარები, 1.4.
საშამაც კი, აგერ ოცწლიანი მეგობრობის შემდეგ, ვერ გამიგო და მკითხა: - რაო, არჩა, დაბერდი და მემუარების წერა დაიწყე?
"მე მომხრე ვარ იმისა, რომ არაცივილიზირებული ერების წინააღმდეგ გაზი იქნეს გამოყენებული." უინსტონ ჩერჩილი, დიდი ბრიტანეთის სამხედრო მდივანი იმ დროს, როცა ბრიტანელი მფრინავები ერაყში ქურთულ სოფლებს ლონდონისთვის სასურველი საზღვრების გასამტკიცებლად ბომბავდნენ.
სტივ იორკი სტივს 2003 წლის დეკემბერში შევხვდი. როცა ჩამოვიდა და კითხვების დასმა დაიწყო, ვარდების რევოლუციის სურნელი ჯერ კიდევ ტრიალებდა ჰაერში. პირველი, რამაც გამაოცა, მისი ეკიპირება იყო - ოთხი ჩემოდანი განათების აღჭურვილობით. როგორც წესი, არც ქართველები და არც უცხოელები ინტერვიუს ჩასაწერად, ამდენი წვრილმანის თრევით, თავს არ იწუხებენ.
მე არ წავედი, გოგო წავიდა. მე იმიტომ არ წავედი, რომ იქ საშვილიშვილოდ ჩარჩენის პერსპექტივა არ მეამა, გოგო კი იმიტომ წავიდა, რომ სწორედ იქ უნდოდა დარჩენა.
თამარაშენი არის სოფელი შიდა ქართლის რეგიონში, ცხინვალიდან დაახლოებით ნახევარი კილომეტრის დაშორებით მდებარე. ის განლაგებულია დიდი ლიახვის ხეობაში. თამარაშენი - ამაზე სახელწოდებაც მიუთითებს - თამარ მეფეს დაუარსებია. შემდგომში ის სამაჩაბლოს ნაწილი იყო, ხოლო როცა საქართველო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა გახდა, 1990 წლამდე, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.