"სწორი ნოტების აღება ყველაფერი არაა, თუ სული არ გაზარდე; მხოლოდ ასეა შესაძლებელი მუსიკის გაკეთილშობილება! მუსიკას თუ სიახლისკენ არ უბიძგე, აჯობებს, სახლში დარჩე და ძველ დისკებს უსმინო". ეს თქვენი სიტყვებია. შეიძლება გთხოვოთ, უფრო სიღრმისეულად განმიმარტოთ, თუ რას გულისხმობთ "სულის ზრდასა" და "მუსიკის გაკეთილშობილებაში"?
შარშან ნოემბერში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა და გერმანული სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციამ (dvv international) გამართეს ერთობლივი ვორქშოფი თემაზე "საქართველოს საბჭოთა წარსულის გააზრება", სადაც ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ გერმანელი, ბალტიისპირელი და რუსი საბჭოთა ისტორიის სპეციალისტები. ვორქშოფზე მოხსენება წაიკითხა ცნობილმა რუსმა დისიდენტმა, ადამიანის უფლებების დამცველმა და ისტორიკოსმა არსენი როგინსკიმ.
ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალზე, რომლისთვისაც თურმე ყველა მწერალი პირველი გაუმართავი სტრიქონის დაწერისთანავე ემზადება და რომელიც აგერ უკვე 40 წელია ტექსტობს ბესიკ ხარანაულში, ის ასეთი რამის თქმას აპირებს: მწერალი ამაოდ ცდილობს, თავისი სულიერი მეტამორფოზა აქციოს წიგნად, ცდილობს, რაღაცეები მოიგონოს, მაგრამ არაფერი გამოსდის და ამბობს: - ხედავ, რა ყოფილა ეს პოეზია - ერთადერთი მართალი, რომელიც სრულიად ტყუილია...
ჯერ კიდევ სულ პატარა ბიჭი იყავით, როდესაც ერთმა ვეტერანმა ჯაზმენმა ასეთი რამ გითხრათ: "ბიჭი, შენ ის გაქვს!" ეს "ის" სხვადასხვა ენაზე სხვადასხვანაირად ჟღერს, მაგალითისთვის, ესპანელები ამას დუენდეს უწოდებენ - tener duende ესპანურად "სულის ქონას" ნიშნავს. გიცდიათ თუ არა, თუნდაც თქვენთვის, განგემარტათ, თუ რაა ეს "ის," რასაც ხანშიშესული ჯაზმენი გულისხმობდა?
თავიდანვე ცხადი იყო, რომ თამაზ კანდელაკის სტუმრობა შოუში "სიმართლის დრო" უხმაუროდ არ ჩაივლიდა.
ბევრისთვის ეს მოვლენა, როგორც მოსალოდნელი იყო, ლამის ეროვნულ ინტერესებზე მიტანილ იერიშად იქცა, ბევრმა ჩათვალა, რომ ქართველ ლიბერალებს უბრალოდ გმირი დასჭირდათ, ზოგსაც ჰგონია, რომ პროფესორ კანდელაკის "სიმართლის დროში" სტუმრობა ცოტაოდენი ფულის შოვნის მცდელობა იყო. ბატონი თამაზი ინტერპრეტაციების წინააღმდეგია. თუ მას დავუჯერებთ, "გამოყენებულმა" და "გამომყენებელმა" შეიძლება ადგილები ადვილად გაცვალონ.
როდესაც "ისტერნ ფრომოუშენმა" დამიდასტურა თქვენთან ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა, პირველი რაც თავში მომივიდა, თელონიუს მონქის ცნობილი სიტყვებია: "მე ვამბობ, დაუკარით ის, რაც გსურთ; ნუ უკრავთ იმას, რასაც პუბლიკა ითხოვს. დაუკარით, რაც გსურთ, დე მსმენელი თვითონ მიხვდეს, რასაც აკეთებთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ამისთვის თხუთმეტი ან ოცი წელი დასჭირდება".
2008 წელს ტორონტოში გამართულ ჯაზის შემსწავლელთა საერთაშორისო ასოციაციის გამხსნელ შეხვედრაზე თქვენ განაცხადეთ: "ჯაზი ყოველდღიურად გვახსენებს, რომ ცოცხლები ვართ".
მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოხვედით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საზოგადოებას საკუთარ თავს სთავაზობთ როგორც "სხვა" შალვა რამიშვილს. გასაოცარია თქვენი ზედმეტი ამბიციურობაც იმასთან დაკავშირებით, რომ ცოცხალი სენსაცია ხართ და ყოველი გამოჩენისას ხალხს აალაპარაკებთ. რა ხდება, ახალ ავტოგმირს სთავაზობთ საზოგადოებას? რაკიღა ასეთი კარგი ჟურნალი გაქვთ, მოდი, კარგი ინტერვიუ გავაკეთოთ და ზედაპირული შეფასებების სფეროსა და მახეს გავცდეთ.
თქვენი წიგნის შესავალში წერთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდით ნარინჯისფერი რევოლუციისას უკრაინაში და მისი ენთუზიაზმით და ენერგიით მოიხიბლეთ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ის ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. როგორ შეიცვალა ის ამ დროის განმავლობაში?
ამ ინტერვიუს გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსთან რეზო კიკნაძესთან დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმევდით, მაგრამ არ გამოგვდიოდა; რეზო თბილისში ვერ ჩამოდიოდა, ჩვენ კი - მასთან ლუბეკში. ბოლოს და ბოლოს, შევთანხმდით, რომ ელექტრონული ფოსტით ვიურთიერთებდით. დავიწყეთ კიდეც და ისიც მოვახერხეთ, რომ რეზომ ჩემს რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა, მაგრამ სრულყოფილი საუბარი კიბერსივრცეში მაინც ვერ შედგა, ხან რეზო იყო დაკავებული, ხან მე.
როდესაც მხარბეჭიანი დაცვით გარშემორტყმული სამოცდაჩვიდმეტი წლის ქლინთ ისთვუდი ამერიკის რეჟისორთა გილდიის შენობიდან გამოვიდა "ნიუ იორკერის" მკითხველებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, შესასვლელთან შეკრებილი "ფანების" რიგებში წარმოუდგენელი ჩოჩქოლი ატყდა. ზუსტად ისეთი, ფილმებში რომ გვინახავს. "ქლინთ! ქლინთ! Make my day! - ღრიალებდნენ ქალები და კაცები მის ყველაზე ცნობილ ფრაზას ფილმიდან "ბინძური ჰარი."
თქვენს ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით, უზარმაზარი მოლოდინი გაჩნდა. როგორ ფიქრობთ, არსებობს ამისათვის რაციონალური მიზეზები, თუ მხოლოდ ჩვენთვის ჩვეული ემოციური აღტკინებაა ამ მოლოდინის საფუძველი?
საქართველოში უნდა დამთავრდეს მესიების მოლოდინი და იმის მოლოდინიც, რომ ერთი ადამიანი იმაზე მეტს შეცვლის, რაც მას ხელეწიფება. ნებისმიერი ერთი ადამიანი, ვინც უნდა იყოს ის, სხვა კომპეტენტური ადამიანებისა და ინსტიტუტების გარეშე, ვერაფერს შეცვლის.
ეს ინტერვიუ მერაბ მამარდაშვილმა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მისცა ფრანგ ჟურნალისტს ან შევალიეს. იგი გულის შეტევით გარდაიცვალა, როცა მოსკოვიდან თბილისში მოემგზავრებოდა. ეს დიდი ქართველი ფილოსოფოსის ბოლო ინტერვიუა...
ეს "ნიუ-იორკერის" ფესტივალის ბოლო დღე იყო. ამერიკელი რეჟისორების გილდიის შენობის წინ აურაცხელი ხალხი მოვიდა. მგონი, ასეთი ხალხმრავლობა ქლინთ ისთვუდთან შეხვედრაზეც კი არ ყოფილა. შეხვედრამდე ორი საათით ადრე მეც რიგში ვიდექი. "ნიუ-იორკერის" ულვაშებაწკეპილი ფოტოგრაფი, რომელიც მთელი სამი დღის განმავლობაში ყველას ფეხებში გვებლანდებოდა, აქეთ-იქით დარბოდა და ფოტოებს გვიღებდა.
ეს თქვენი სიტყვებია: "დღეს ბევრი კარგი მუსიკოსია გარშემო, მაგრამ დიდი ხანია, რაღაც განსაკუთრებულად მძლავრი მუსიკა არ მომისმენია. ეს ალბათ იმ ეპოქის ბრალია, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ". წმინდა მუსიკალურ კონტექსტში რას ნიშნავს თქვენთვის "მძლავრი მუსიკა" და რაა ჩვენი ეპოქის ის მახასიათებლები, რაც შემოქმედსა და მის კრეატიულ ენერგიას შორისაა ჩამდგარი?
- წინასწარ გაფრთხილებ, შენი ახალი წიგნი ჯერ წაკითხული არ მაქვს. ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდა. სამი წელია თბილისში არ გამოჩენილხარ. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ახალ წიგნზე მუშაობ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ის უკვე დასრულებულია და გამომცემლებიც კი გამოუჩნდა ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას, სწორედ არჩევნების დღეს, 2008 წლის 21 მაისს 30 წელი შეუსრულდა. საქართველოში დღეს მოქმედ პარტიებს შორის ყველაზე ძველმა, პრინციპულობით და ლიბერალური ღირებულებებისადმი ერთგულებით გამორჩეულმა და ნაკლებად პოპულისტურმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა და პარლამენტში მოხვედრა ვერ მოახერხა.
ოლივიე მიშელი ჟურნალისტია, France 3-ის ჟურნალისტი, ფრანგი ჟურნალისტი - ეს მისი თვითიდენტიფიკაციის ფორმულაა. თითქმის ოცი წელია ასე ცხოვრობს - ჯერ არის ჟურნალისტი და მერე ყველაფერი დანარჩენი.