ეს ამბავი დაიწყო მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს, როცა ამსტერდამის მაშინდელმა ბურგომისტრმა ნიკოლას ვიტსენმა არჩილ მეფის ვაჟი, ალექსანდრე ბატონიშვილი გაიცნო და ქართველი უფლისწულით აღფრთოვანებულ ჰოლანდიელს (როგორც ეს უცხოელებმა იციან ხოლმე), საქართველო თავდავიწყებით შეუყვარდა.
- თუ გინდა, რომ ჩვენნაირად იცხოვრო, არ ჩააგდო ფული, არ იყიდო ბილეთი, - მაჩერებს ლევანი და გამზადებულ ხურდას ჯიბეში მაბრუნებინებს. ამ დროს კონტროლიორი არ ამოდის ავტობუსში. ჯერ ადრეა - ბერძნები ზარმაცი ხალხია. უკანა გზაზე ბილეთი უკვე გვჭირდება ხოლმე...
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შესავალი ტექსტისთვის, ჩემი წიგნისთვის რომ დაწერე. ეს ალბათ ზუსტად ისაა, რაც მინდოდა - მოკლე და to the point. ჯაზზე წიგნს, მით უმეტეს ინტერვიუების კრებულს, მეტი არც ესაჭიროება.
მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ საპრეზიდენტო ფიცის დადებიდან ორი დღის, ხოლო 12 ივნისის არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო გამოსვლათა დაწყებიდან ორი თვის შემდეგ თეირანის ერთ-ერთ სახლში მოვხვდი შეკრებაზე. მეგონა, ამ თავყრილობაზე ჩემ მხატვარ მეგობარს, ნეგინსაც ვნახავდი, მაგრამ ოჯახის დიასახლისმა მითხრა, - ინაუგურაციის დღეს სასტიკად სცემეს და ახლა სახლშიაო.
მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ საპრეზიდენტო ფიცის დადებიდან ორი დღის, ხოლო 12 ივნისის არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო გამოსვლათა დაწყებიდან ორი თვის შემდეგ თეირანის ერთ-ერთ სახლში მოვხვდი შეკრებაზე.
გუშინდელ დღესავით მახსოვს ჩემი პირველი ვიზიტი ინდოეთში: გაიღო თვითმფრინავის კარი და ტრაპზე გადადგმული პირველივე ნაბიჯი თავბრუდამხვევი აღმოჩნდა. არასოდეს დამავიწყდება ის სუნი, ორთქლი, თუ ტალღა, რომელმაც რაღაც ძალიან ძველი, ევოლუციის რომელიღაც საფეხურზე დავიწყებული და ღრმად ქვეცნობიერში დალექილი შეგრძნება ისევ ნაცნობი და ახლობელი გახადა. მას შემდეგ უკვე შვიდი წელი გავიდა და მაინც, დელის აეროპორტში ყოველ წელს იგივე შეგრძნება მეუფლება.
რატომ მიყვარს კინოფესტივალებზე სიარული? ფილმების ნახვის სურვილით ვარ შეპყრობილი-თქო, - რომ გითხრათ, იმედია დამიჯერებთ. მართლა ასეა. მაგრამ, თან მგონია, ჩემი ცხოვრება უფრო მდიდრდება, როდესაც უცხო ქვეყანაში 7-10 დღის მანძილზე დამკვირვებლად გადავიქცევი ხოლმე. უცხო ქვეყანა, ახალი პერსონაჟები, შენთვის უჩვეულო დეტალები და თითქოს მობეზრებული, ყოველდღიური ამბები, რომელსაც სულ სხვა კუთხით აკვირდები. ყოველდღე ახალ ადამიანს იცნობ, იმახსოვრებ მათ სახელებს და ქვეყნებს.
საქართველოს დედაქალაქი უკვე ისე დამძიმდა, რომ თუ საშუალება მაქვს, თბილისიდან მაშინვე, დაუყოვნებლივ გავრბივარ ხოლმე, როგორც კი სადმე, თუნდაც რამდენიმე დღით მეპატიჟებიან და ბათუმში ერთი კვირით მიწვევამ და თანაც საერთაშორისო კინოფესტივალზე, მართლა ძალიან გამახარა.
წინასწარმეტყველი ლიბუშა ლამაზი და ბრძენი იყო. როგორ გაუბედეს, "დიაცს ჭკუა თმაზე მოკლე აქვსო"? ლიბუშა მთაზე ავიდა, ხელი გაიწოდა და თქვა: "მე ვხედავ ქალაქს, რომლის დიდებაც ვარსკვლავებს სწვდება". ...ჩამავალი მზის სხივებში უამრავი გუმბათი და კოშკი ციალებს. ოქროს პრაღა! წყალზე ძველისძველი სახლები ირეკლება, და ჩერტოვკადან ეშმაკები ამოდიან - ცუდი სიზმრები, ფუჭი ვნებები. ძველი რატუშის სარკმელებიდან მოციქულები გამოდიან და საათის ყოველი ჩამოკვრა გვახსენებს: ცხოვრება წარმავალია, მეგობარო, სანამ სიხარული შეგიძლია, გიხაროდეს!
ეძღვნება ქეთი ჯაფარიძეს, მანანა და ნატა ქურდოვანიძეებს წინმსწრები ორიოდ სიტყვა: ბიჭებო, ამ კონვერტს დავაწერ - "აბუს და ანთელას", თორემ ადრესატებად თემურ აბუთიძე და ირაკლი ანთელავა რომ დავაწერო, ჩვენი ფოსტალიონი ახმეტა გონში ვერ ჩავარდება და ვერ მოიტანს თქვენამდე. სრული სახელებით არ გიცნობთ მგონი (ისე, ყველა ახმეტასნაირი რესპექტაბელური თბილისელი მაგ "კლიჩკებით" გიცნობთ). რომლის მისამართზე გამოვაგზავნი არ ვიცი, მაგას კონვერტში ჩადებამდე გადავწყვეტ.
«ჭავჭავაძეთა არა აქვნდათ მათთან მამულნი და ამით მსახურეს ერეკლესა მეფისა თუშეთს და ოდეს გამეფდა მეფე ერეკლე პირველი წელსა ქრისტეს აქეთ 1680-სა შემდგომად მსახურებისათვის დაასახლნა ადგილსა წინანდელსა და მიიღო აზნაურად. შემდგომან მეფემან თეიმურაზ აღიყვანა მცირე თავადის ხარისხსა შინა და უბოძა მცირე რამ ყრმა და ზვარი სამეფო და უკანასკნელ უფრორე მეფემან მეორე ირაკლიმ დაუმტკიცა ჭავჭავაძეობა და არიან მუნითგან წოდებულნი, რომელნი პირველ იწოდებოდნენ მამუჩის შვილებად».
რკინიგზის სადგურზე, ერთ მხარეს ჟან გაბენის პორტრეტი რომ ამშვენებს რენუარის "ადამიანი-მხეციდან", მეორე მხარეს კი ძმები ლიუმიერების სურათი, აიპოდი გავირჭე ყურში და დავიწყე იმ მუსიკის ძებნა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ჩემ განწყობილებას.
აჰმედინეჟადს, მისი უბრალო წარმოშობის გამო, ირანის პოლიტიკური ელიტა ქედმაღლურად შეხვდა. თუმცა, იგივე ფაქტორი ერთობ მომგებიანი გამოდგა არჩევნებისას. 2005 წელს მის საპრეზიდენტო კამპანიას ელექტორატის სამოცდაორი პროცენტი მიემხრო.
წასვლის წინა ღამეს ჩემ ქმარს დავუფიცე: ანდრიას გეფიცები, შენ თავს გეფიცები, დედას გეფიცები, თუ ვეცადო გმირობას, თუ მოვინდომო საშიშ ზონაში გადასვლა და თუ ჩავიგდო თავი საფრთხეში.
ჯერ აივნის მოაჯირზე უნდა შევდგე, მერე ზედა ქონგურს მოვეჭიდო, კრამიტზე გავცოცდე - და სულ ეგაა. ერთ წუთში გვერდით მივუჯდები კოხტა სახლის სახურავის დამამშვენებელ თეთრ ლომს. მარცხენა ხელით მოვეხვევი, მარჯვენათი - ვიქტორია, და ბოლო ხმაზე ვიყვირებ: "თავისუფლება!" ქართულად ვიყვირებ, რომ ვერავინ გაიგოს და ყველამ ინერვიულოს. ნეტა, რა მოხდება? სადამდე მივა ამსტერდამელთა ტოლერანტობა?
ჯავახეთში რჩევა-დარიგებებით დახუნძლული მივდივარ. ყველა, ვინც ჩემი გამგზავრების ამბავს იგებს, ჯერ გემრიელად მოკალათდება, ერთხანს ჩაფიქრდება და მერე ამ მხარეზე ათასნაირი ამბის მოყოლას იწყებს. იმდენ ურთიერთგამომრიცხავ ისტორიას ვისმენ, ერთხანს იმასაც კი ვფიქრობ, ეს რა თავსატეხი ავიტეხე, თუ წასვლაა, სადმე სხვაგან ხომ არ წავიდე-მეთქი.
პანკისის ხეობის შუაგულში მდებარე სოფელი დუისი, ერთ დროს ძალიან ცნობილი ადგილი, დღეს უჩინარი დასახლებაა. დუისში ფოტოგრაფ დარო სულაკაურთან ერთად ჩავედი, პირადად რომ შევხვედროდი ხეობის უჩინარ ბინადრებს: აქა-იქ შემორჩენილ ჩეჩენ ლტოლვილებს და ადგილობრივ ქისტებს, რომელთაც ჩრდილოელ დევნილებს თავშესაფარი მისცეს, საკუთარი საკვები და ქვეშაგები გაუნაწილეს.
"ცხელი შოკოლადი" მადლობას უხდის მხარდაჭერისათვის ამერიკის საელჩოს საქართველოში
1.
"აღმოაჩინეთ რევოლუცია! დადგა დრო, თვალებში ჩავხედოთ ახალ რევოლუციას"! შუახნის შავკანიან მამაკაცს მარცხენა ხელში გაზეთების დასტა უჭირავს. სუფთად და ლაზათიანად აცვია. გაზეთების გამყიდველს ნამდვილად არ ჰგავს. წინ და უკან მიდი-მოდის და გამვლელებს გაზეთის ყიდვას სთავაზობს. "ჩვენ ყველას ახალი რევოლუცია გვჭირდება! თუ გინდათ, რომ იცოდეთ - რატომ, ყველა პასუხი ამ გამოცემის ფურცლებზეა! აღმოაჩინეთ რევოლუცია"!