"მორიგი ქართული ნაგვის სუნი მცემს"! - ცენზურისა და ზედმეტი შელამაზების გარეშე, ერთ-ერთმა მაყურებელმა სწორედ ამ სიტყვებით მოახდინა გიგა აგლაძის ფილმის "გოგონა სლაიდიდან" პრემიერის პროგნოზირება. პირადად მე კინოში (და არც მის გარეთ) მსგავსი არაფერი მიგრძვნია. ერთადერთი, რაც ვიგრძენი, ისიც მწუხარებით, რეჟისორის მარცხის სუნი იყო, მაგრამ დროზე ადრე მაინც არ მიმიტოვებია ფსკერისაკენ მიმავალი გემი.
"ჩვენი დროშა წითელი იქნება მტერი ნაციონალიზმის და ინტერნაციონალიზმის"
დ. ჩიხლაძე
ამ ორიდე თვის წინ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჰაინრიხ ბიოლის ძველ, 1964 წლის ქართულ გამოცემას გადავაწყდი, მაშინვე შევიძინე და დროის გასაყვანად იქვე, ქუჩაში დავიწყე კითხვა. რასაკვირველია, ჩემი საყვარელი ტრადიცია არ დავარღვიე - რომანს გადავახტი და მოთხრობებს ჩავუჯექი.
ახალი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური რეალობის დადგომასთან ერთად ჩვენ გარშემო ბევრ, დღემდე უცხო პროცესს მიეცა ბიძგი, რომელთა უმრავლესობა პროპორციულ კვალს აჩნევს განაშენიანებულ გარემოს. პროცესების შესაბამისად გაჩნდა ბევრი უცხო ტერმინიც, რომელთაც "ექსპერტთა" ახალგაზრდა თაობა თავმომწონე გამომეტყველებით ამკვიდრებს (უნდა ითქვას, რომ უცხოენოვანი პროფესიული ტერმინების ხშირად უსაფუძვლო გამოყენება მამათა თაობასაც სჩვეოდა).
როგორც ცნობილია, ქართველები ზედმეტად პოლიტიზირებულები ვართ. ოღონდ სიტყვა "პოლიტიკის" კლასიკური გაგებით, არც ისე ადვილი გამოსაცნობია, თუ რას ვგულისხმობთ მის ქართულ ინტერპრეტაციაში.
ცნობილია, რომ ყოველგვარი ესთეტიკა განსაზღვრული იდეოლოგიის გამომხატველია. შესაბამისად, ამა თუ იმ ესთეტიკის მატარებელი საშუალება: ფერი, შრიფტი, ფორმა, ფაქტურა, მთლიანად სივრცის ორგანიზება, ისევე, როგორც ტექსტი, მეტყველების მანერა, მუსიკა, თეატრალური ხელოვნება და ასე შემდეგ, მისი მაფორმირებელი იდეოლოგიის გზავნილს გადმოსცემს.
საქართველოში წიგნებზე ან კარგს ამბობენ, ან საერთოდ არაფერს. ამიტომ ქართული ლიტერატურა ნელ-ნელა კარგად ბალზამირებულ მიცვალებულს ემსგავსება, რომელიც თავის უკანასკნელ და სამუდამო სარეცელში არცთუ ისე ცუდად გამოიყურება.
ამას წინათ «საკნის» ერთ-ერთ გადაცემაში ითქვა, - ჩვენთან საბჭოთა სინამდვილე დღემდე არ გაანალიზებულა და ჩვენ არ ვიცით, რა ფენომენია საბჭოთა ადამიანიო. მაგრამ, ცოტა ხანში ამის მთქმელი საბჭოთა სოციალური სისტემის ისეთ აპოლოგიას მოჰყვა, ისეთი ჭეშმარიტი და პატიოსანი კომუნისტები გაიხსენა, კაცი იფიქრებდა, ეს იდეა (კომუნიზმის იდეა) არც ისე ცუდი ყოფილა, რაკი ზოგიერთი ადამიანი ასე ერთგულად ემსახურებოდა, არც ისე ცუდი ყოფილა, რადგან მაშინ ცენზი და სოციალური გარანტიები არსებობდაო და ა.შ.
სივრცე, როგორც საზოგადოების იდეოლოგიის მაფორმირებელი ერთ-ერთი ფაქტორი, ამავე საზოგადოებაში გაბატონებული ღირებულებების და თავად საზოგადოების რაობის ყველაზე თვალსაჩინო და ზუსტი მაჩვენებელიც არის. ამ ღირებულებებს მიღმა იგი ზედმიწევნით ასახავს დომინანტურ სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ტენდენციებს და მათ დინამიკასაც. (პერიფრაზი Lefebvre,H. Production of Space).
ახლა, როდესაც დამოკიდებულებას ვიცვლი ჩემი ცხოვრების მიმართ, იმის მიმართ, თუ ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, სიმამაცე მემატება. მით უმეტეს, რომ უცხო ქალაქში ვარ. შეიძლება ეს კიდევ ერთხელ არის რაღაც ილუზია და სპონტანური შთაგონება, რომელიც დიდხანს არ გაგრძელდება.
დღეს ბიოლის ფონდის ოფისში დისკუსიას დავესწარი. დისკუსიის თემა იყო "ჰომოფობია საქართველოში." მომხსენებლები იყვნენ ფონდი "ინკლუზივიდან" პაატა საბელაშვილი და ეკა აღდგომელაშვილი. მათ ოპონირებას უწევდა ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე (ამჟამად ქრისტიან-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელი). თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. მომხსენებლები "ინკლუზივიდან" ლაპარაკობდნენ ჰომოფობიაზე საქართველოში, სახელმწიფო პოლიტიკაზე ჰომოსექსუალთა მიმართ, ჰომოფობიაზე მედიაში და ა.შ.
"ჩვენ დამძიმებული ვართ კულტურით," - აღნიშნა სოციოლოგმა ემზარ ჯგერენაიამ 8 აპრილს, ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე და დაუმატა: "ჩვენ გვაქვს ძველი კულტურა, მაგრამ ვართ ახალგაზრდა სახელმწიფო. შესაბამისად, არსებობს ღრმა დაპირისპირება ძველ კულტურასა და ახალგაზრდა სახელმწიფოს შორის."
ძალადობას მაინც ვერ ავცდით. მართალია, ხელისუფლება ამბობს, რომ 7 ნოემბრის შეცდომას არ გაიმეორებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მხოლოდ მიტინგის დარბევას ეხება. ახლა უფრო დაკვირვებით ვიხსენებ სოზარ სუბარის საპარლამენტო გამოსვლას, როცა თქვა, - შარშან, 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გადაწყდა, მომიტინგეები როგორ უნდა ეცემათო. როგორც მე აღვიქვი, მაშინ ზუსტად იმაზე ყოფილა საუბარი, რომ მიტინგიდან წამოსულ ადამიანებს სათითაოდ უნდა გასწორებოდნენ.
ფრანკლინ დელანო რუზველტი ამბობდა, ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს თავად შიშია. კრიზისის შიშით რეფორმებზე უარის თქმა რეფორმის მოწინააღმდეგეთა დაშოშმინებას არ იწვევს. უფრო პირიქით - რეფორმების ტემპის შენელება სისუსტის ნიშანია. როცა პოლიტიკური ძალა სუსტად გამოიყურება, ეს მისი ოპონენტების პროვოცირებას ახდენს, რომ კიდევ უფრო მეტი გამეტებით შეუტიონ. გადარჩენისთვის საჭიროა, იყო ძლიერი.
22-30 ივნისს სევილიაში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომა საქართველოსთვის არასასიამოვნო სიურპრიზით დასრულდა. მცხეთის ისტორიული ძეგლები, რომლებიც გელათის სამონასტრო კომპლექსთან, ბაგრატის ტაძართან და ზემო სვანეთთან ერთად, უკვე თხუთმეტი წელია, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებად ირიცხება, საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის საგანგებო ნუსხაში შეიტანეს.