სვეტი

რედაქტორის წერილი (#58)

"ჩვენ ამ კულტურის ხელში ვართ, სულ ვიღაც გვეუბნება, როგორ უნდა მოვიქცეთ. მე მკვდარი ვარ მანამ, ვიდრე ეს კულტურა არ მეტყვის, როგორ ვიაზროვნო, საით წავიდე. მაგრამ არსებობს სხვა გზაც, თუკი გააცნობიერებ, რომ (ამ კულტურაში) მკვდარი ხარ, დასაკარგი აღარაფერი გაქვს და მებრძოლი ხდები".

ჩვენი ავტორები (#56)

რამდენიმე კვირის წინ პარიზის მასტერსის ტურნირზე ნადალის და ჯოკოვიჩის ნახევარფინალს მე და ჩემი შვილი ანდრო ვუყურებდით. ვისკენ ხარ: ნადალისკენ. გამიკვირდა: ნადალი ხომ თითქმის წაგებულია? ზუსტად მაგიტომ, თუ უკვე იცი, ვინ მოიგებს და მაინც მისკენ ხარ, მაშინ ხომ საინტერესო აღარაა? - მიპასუხა.

ჩვენი ავტორები (#56)

2009 წელის იანვარში ჰოლანდიაში  CoBrA-ს მუზეუმში ქართველ თანამედროვე ხელოვანთა გამოფენა გაიმართა. ამ მოვლენისთვის ფილმის გადაღებაც დაიგეგმა. ნუგზარ მეტრეველის და ჩემი  მიზანი შორს იდგა მოვლენის შესახებ მხოლოდ რეპორტაჟის შექმნისგან, გვინდოდა, უფრო ღრმად შევსულიყავით იმ თემებში, რასაც თანამედროვე ხელოვნება მოიცავს.

რედაქტორის სვეტი (#56)

"ცხელი შოკოლადის"პირველი ნომრის გამოცემიდან ხუთი წელი გავიდა. "საიუბილეო" ნომერში ჟურნალის შექმნის იდეას ვიხსენებთ და დიდ ადგილს ადამიანებს, მათ ისტორიებს, მათ განცდებს, ფიქრებს, ყოველდღიურ თუ ცხოვრებისეულ გამოწვევებს ვუთმობთ.

რედაქტორის წერილი (#57)

ჯავახეთის ზეგანზე, სულ კიდეში, სადაც საქართველოს სომხეთი ესაზღვრება, ერთი პატარა სოფელია - სამება. სულ თხუთმეტი ოჯახი ცხოვრობს - სამი დუხობორების, ცხრა სომხური და სამი ქართული. იქ, შარშან მე და დავით მესხი ჟურნალისთვის წერილის გასაკეთებლად წავედით. ჯერ თოვლი არ იდო, ამიტომ სოფლამდე ადვილად მივაღწიეთ. გზაზე დუხობორების მიტოვებული, ნახევრად, ან მთლიანად დანგრეული სახლები იდგა.

ჩვენი ავტორები - რუსუდან მირზიკაშვილი

უკვირთ რატომ ვბრუნდები საქართველოში ისევ და ისევ. მეც არ ვიცი რატომ. იქნებ არ მინდა დავიჯერო, რომ  ალტერნატიული აზრისათვის აქ ადგილი არ არის, შევეგუო, რომ სისტემას არ სჭირდება პროგრესული მოქალაქეები და თავისუფალი ადამიანის და თანასწორი საზოგადოების იდეა მხოლოდ აბსურდული უტოპიაა, რისთვისაც არ ღირს ბრძოლა. უფრო ვიტყოდი, რომ  უტოპია ზოგადად სულაც არ არის აბსურდული, მიუხედავად იმისა, რომ  რეალობისგან, როგორც წესი, ძალიან შორსაა.

ჩვენი ავტორები (#55)

საქართველოს მოქალაქეებს ორი ახალი ფობია აქვთ. არა, ასეთები არც ადრე გვაკლდა, მაგრამ ახალი ხომ ყველაფერი სახალისოა, და ამიტომ განსაკუთრებული სიამოვნებით შევცქერი, როგორი შიშით ეშინიათ ჩემს თანამემამულეებს ღორის გრიპის და სამყაროს დასასრულის.

რედაქტორის წერილი (#55)

ამ "მრავალფეროვან" სამყაროს, კომუნიკაციის საუკუნემ თავისი ენა მოუტანა. თუ გინდა შენი სათქმელი ვინმეს გაუზიარო, უკვე შაბლონადქცეული ახალი ლექსიკონი უნდა აითვისო. მერე აღარ აქვს მნიშვნელობა, რის თქმას გადაწყვეტ, ლინგვისტური კონსტრუქციები შენს მაგივრად იტყვის სათქმელს. შენი ფიქრები, ოცნებები და შიშები ამ ფორმულების უკან რჩება. დღეს, კომუნიკაციას გულწრფელობა აღარაფერში სჭირდება.

ჩვენი ავტორები - დავით ჩიხლაძე

"საქართველოს ბანკში" ჩემს რიგს ველოდები და წინ მდგომმა ქალმა ფაილში საგულდაგულოდ შენახული კომპაქტური დისკი იქვე ჩამოდო, თვითონ კი რაღაც ქაღალდებს აწერდა ხელს. თან ეკითხება, - ასე რომ იყოს?  - დიახ. - ისე ხომ არ დაშავდება? დაგვიანდება? - არა, არა. გმადლობთ.

ჩვენი ავტორები - დათო ტურაშვილი

ისეთი რთული ზაფხული მქონდა, რომ საყვარელ სვეტებსაც კი ვეღარ ვწერდი, მაგრამ ყველაფერს მხოლოდ ფინანსურ პრობლემებს ნამდვილად ვერ დავაბრალებ.

მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვებისას აღმართში, ერთი კი არა, მგონი რამდენიმე ქვა ზედიზედ დამეწია, ალბათ მაინც დამთხვევაა, რომ ყველანი ერთდროულად დამემშვიდობნენ და ერთადერთი, ვინც არ მიმატოვა, დიეგო მარადონა იყო.

რედაქტორის წერილი - ნინო ლომაძე

რამდენიმე დღის წინ, ჩემი შვილი ბაღში რომ მიმყავდა, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაურკვეველი დანიშნულების (ვერსად ამოვიკითხე რისი რეკლამა იყო) სარეკლამო ბანერი მომხვდა თვალში, ასეთი წარწერით - "დაინახე სიშიშვლე". ფოტოზე, ერთმანეთის პირისპირ ორი შიშველი ქალის ტორსი იყო გამოსახული.

ჩვენი ავტორები - სანდრო ნავერიანი

 

გიფიქრიათ თუ არა ოდესმე, როგორი იქნებოდა სამყარო, ევა ლესბოსელი რომ ყოფილიყო, კაენი არ გაჩენილიყო, მაკედონელს ცხენზე ჯდომა არ სცოდნოდა, ჰიტლერი ბალერონი ყოფილიყო, ფრანგები მონღოლები ყოფილიყვნენ, ნილ არმსტრონგისთვის მთვარეზე საზეიმო დახვედრა მოეწყო მთვარის მერს, ერეკლე მეორეს გეორგიევსკის ტრაქტატზე და რუსულ დელეგაციაზე მიეფსა, ფიდელ კასტროს წვერი არ ჰქონოდა და etc

ჩვენი ავტორები -ანა კორძაია-სამადაშვილი

 

ეს ჰამლეტია. თავისი საამაყო, გრძელი თმა შეკრული აქვს ხოლმე, რომ არ გაეჩეჩოს და ნახერხით არ გაევსოს. ჩანაფიქრის თანახმად, ჰამლეტი ზღვის გოჭია, მე თუ მკითხავთ - სრული გაუგებრობა. ერთი კვირა ვუყურე და ვერაფერი გავუგე.
ჰამლეტი ჩიტივით ჟღურტულებს და მოფერება მხოლოდ ცხვირთან მოსწონს. ის დაახლოებით ორ კილოს იწონის და რბილი, თბილი მუცელი აქვს. ძალიან მოსწონს ბანაობა - ვის არ გაუხარდება თბილი წყალი და მადლიანი მასაჟი...

რედაქტორის წერილი -ნინო ლომაძე


ცოტა ხნის წინ, ქუთაისში ახალგაზრდა პოეტებმა პერფორმანსი - "ფული და ლოცვა" მოაწყვეს. მოსაწვევზე ეწერა "ვლოცულობთ რომ მეტი ფული გვქონდეს, ვილოცოთ, რომ რეალობამ იცეკვოს სტრიპტიზი. ღარიბებიც ლოცულობენ, მაგრამ მათ ფული არა აქვთ".

ჩვენი ავტორები - ანა კორძაია-სამადაშვილი

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემ გარშემო ყველა ამბობს,– კარგი არაფერი არც მომხდარა, არც ხდებადა არც მოხდებაო, _ გადავწყვიტე, ჩემს საყვარელ
თავს მაინც გადავუქციო ცხოვრება დღესასწაულად.
არც ისე რთული აღმოჩნდა:
ობიექტური წინაპირობა _ დათბა;
წინკარიდან ცემენტის ნამტვრევები და მსგავსი ნაგავი გავიტანე, და ახლა ძალიან პატარა, მაგრამ ჩემი საკუთარი ბაღი მაქვს;

ჩვენი ავტორები - ლელა გაფრინდაშვილი

თვითდაკვირვებამ მაჩვენა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური
სიტუაცია რაც უფრო იძაბება, მით
უფრო ვიძირები მრავალწლიანი კვლევის შედეგად
მოპოვებულ მასალებში. თითქოს ამ ჩაკეტილი
წრიდან გამოსავალი სწორედ აქ უნდა აღმოვაჩინო.
მათ შორის ბევრი ისეთი ტექსტი და ფაქტია,
რომელიც სააშკარაოზე არავის გამოუტანია და
მივიწყების მტვერი ადევს.
ზოგიერთი მასალის გაცნობისას კი ვერაფრით
ვხვდები _ როგორ გახდა შესაძლებელი ფაქტებისა
და ხდომილებების ასეთი აღვირახსნილი გაყალბება?
როგორ მიეცა უსამართლო დავიწყების
მორევს ქვეყნის სვე-ბედზე მზრუნველი უამრავი

დავით კოვზირიძის სვეტი

ბრატცი, მოდი რა, ჩვენს ღვთისმშობლის წილხვედრ სამშობლოს გაუმარჯოს რა და იმენნა ღმერთმა ქნას, რო ჩვენმა შვილიშვილებმა მაინც იცხოვრონ ჯიგრულად. 
შანსი არაა, ეს სიტყვები პირველად ჩემგან გაგეგოთ, რადგან საქართველოს ყოველი მეორე სადღეგრძელო ზუსტად ასე მთავრდება. აი, ტოჩ ვ ტოჩ, რა. ეხა, რატო ვამბობ ამას:

თამარ ბაბუაძის სვეტი


ამერიკაში ცხოვრებიდან 8 თვის თავზე ოცნება ავიხდინე - ნამდვილ, მოძრავ ბანდას გადავეყარე, მინესოტასა და ილინოისს შორის გადაჭიმულ # შიდასაშტატო გზატკეცილზე. ჩვენ სკოლის ფურგონში ვისხედით და ჩიკაგოსკენ მივდიოდით, ბანდის წევრები - მოტოციკლებზე და არ ვიცი - საით. გზაზე მხოლოდ ჩვენ ვიყავით - სკოლის ფურგონი და მოტოციკლების რიგი. ნელა ცრიდა და გარშემო გზაც და მინდვრებიც სულ ასფალტისფერი იყო. მსუბუქ ნისლში ხან გადაგვისწრებდა 12-იოდე მოტოციკლი, ხან ჩამოგვრჩებოდა.

ჩვენი ავტორები

- სად მიდიხართ?
- დიდ ბრიტანეთში.
- მიზანი?
- როიტერის სააგენტოს ტრენინგზე მივდივარ, - ვპასუხობ დაუფარავი თვითკმაყოფილებით და, რაღა დაგიმალოთ, ჩემი ამაღლებული განწყობის ადეკვატურ რეაქციასაც ველოდები.
- ჰმ!..