პირველი, რაც ავღანეთში ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრების დროს გავაკეთე, ის იყო, რო წავედი ფოსტაში და ჩემი ცოლის თხოვნის შესრულებას მივყავი ხელი. ორი სიტყვით დავწერე წერილი, რო ჩავედი, კარგად ვარ, ღმერთო ჩემო, ასეთი სილამაზე არსად მინახავს და მსგავსი საწერილო შინაარსის წინადადებები. ჩავდე კონვერტში, დავარტყი მარკა და დიდი სიამაყით გავუშვირე ფოსტის ქალს, რომელმაც 60 ცენტის ეკვივალენტი ჩამიჩოთქა ავღანურ ავღანებში (აფგჰან), გამიღიმა და ერთმანეთს მზერით დავემშვიდობეთ.
აგერ უკვე თითქმის ცხრა წელი გავიდა "პირველი რუსის" დაწერიდან და ზოგიერთებს დღემდე ვერ გაურკვევიათ, რა უფლებით შევძვერი წმინდა მეფის საძინებელში (მოთხრობაზე "გაბრაზებულთა" ციტირებას ვახდენ) და რატომ არ ავუკრძალე ჩემ თავს, საერთოდ, ამ თემაზე წერა.
უფლება მომეცით, მადლობა გადავუხადო ზიგმუნდ ფროიდის საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ფრაუ ინგრიდ შოლც-შტრასერს, მოპატიჟებისათვის. უკანასკნელად ჩემი აქ გამოსვლისას ყველაფერი წესრიგში იყო; იმედი მაქვს, რომ დღესაც არ გაგიცრუებთ იმედს. არ მინდა დიდხანს შეგაყოვნოთ და ამიტომაც შევეცდები, ნახევარიოდე საათში ჩავეტიო. თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, დავიწყებ.
ატრანი ამ რწმენა-წარმოდგენათა შენარჩუნებას ევოლუციურ ცდომილებას მიაწერს, რომელიც, მისი თქმით, პერმანენტულად ხდება: "ევოლუცია ყოველთვის წარმოქმნის რაღაცას, რაც ემსახურება იმას, რასაც ემსახურება, შემდეგ კი შეუძლებელია იმის გაკონტროლება, კიდევ რისთვის გამოიყენებენ მას".
1949 წელს გამოცემული "დედა ენა" რომ ნახოთ და იაკობ გოგებაშვილისეულს შეადაროთ, - მაშინვე მიხვდებით, თუ რა საშინელებას აშენებდნენ ბოლშევიკები: ლენინ-სტალინ-ბერიას პორტრეტები, მათი ბავშვობის შესახებ ტყუილ-მართალი, ბელადთა სადიდებელი, ჩამტკბარი ლექსები, ოქტომბრელთა, პიონერთა, კომუნისტთა, საბჭოთა არმიელთა გმირობის ამბები.
იორგენ ტრანბერგი ფერმერია და დანიურ კუნძულ სამსოზე ცხოვრობს. ჯანიანი კაცია, ხშირი ყავისფერი თმით და მოულოდნელი იუმორის გრძნობით. გაზაფხულის ერთ ნაცრისფერ დილას, როცა მისი სახლის კარი შევაღე, ტრანბერგი სამზარეულოში იჯდა, სიგარეტს ეწეოდა და ტელევიზორის ეკრანზე შავ-თეთრ გამოსახულებას შესცქეროდა. გაირკვა, რომ ტრანბერგი საკუთარი თავლის კადრებს ადევნებდა თვალს. მის ერთ-ერთ ძროხას წუთი-წუთზე უნდა მოეგო ხბო და პატრონიც ცხოველს შინიდან, ტელევიზორის ეკრანიდან აკვირდებოდა.
1. პირადი კომპიუტერული ისტორია თავდაპირველად იყო ტელევიზორი. შემდეგ VHS და ვიდეო. შემდეგ ვიდეოთამაშები და, როცა ეს ყველაფერი მოძველდა, მე ცხოვრებაში პირველად შევეხე ჩემ პირად კომპიუტერს. ეს იყო კარგად ნახმარი "პენტიუმ სამი", რომელსაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ ფლოპი დისკის ბუდეც ჰქონდა და, სახელმწიფოს მიერ დენის არასტაბილური მოწოდების გამო, ხანდახან დამწვარი ტექნიკის სასიამოვნო სურნელიც დაკრავდა ხოლმე. ეს ხდებოდა საუკუნის დასაწყისში. ჩემი პირველი გასვლა ინტერნეტში გაცილებით ეროტიკული და საინტერესო იყო, ვიდრე პირველი სექსი ახალგაზრდა დელიკატურ ქალბატონთან, რომელსაც ჰყავდა ოჯახი და ოცნებობდა კვიპროსზე საცხოვრებლად წასვლას.
აგვისტოს ომის შემდეგ საგრძნობლად გააქტიურდა რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების, საქართველოს საპატრიარქოსა და რუსეთის ოფიციალური პირების ურთიერთობა, რომლის ქოლგის ქვეშ რუსული და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, როგორც თავად ამბობენ, "დიალოგში" ჩაებნენ და რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციაზე ზრუნავენ.
ბევრი ფილოსოფოსი სახელმწიფო მოწყობის ტიპთა ცვალებადობას ევოლუციად ან პრიმიტიული კომუნალური სისტემიდან დემოკრატიაზე გადასვლად განიხილავს. ითვლება, რომ უკანასკნელმა ფორმაციამ კომუნიზმის კონცეფციასთან მძაფრ იდეოლოგიურ კონკურენციას გაუძლო და ერთადერთ დომინანტურ მოწყობად იქცა; მეტიც, სხვა, მეტ-ნაკლებად ხილული ალტერნატივების უქონლობის ფონზე, ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების გამარჯვება არა მხოლოდ ცივი ომის დასრულების, არამედ, გარკვეული აზრით, კაცობრიობის ისტორიის დასასრულის განწყობას ბადებს.
«ომია ყველაფრის მამა» - ამბობდა ერთი ბერძენი ფილოსოფოსი და მართლაც, აგვისტოს ომმა თანამედროვე მსოფლიოს სიღატაკესა და ბრწყინვალებას, ღირსებასა და ნაკლს ერთდროულად ახადა ფარდა. აგვისტოს ომმა საქართველო ისტორიის, მსოფლიო ისტორიის სუბიექტად აქცია. 2008 წლის აგვისტოს ომმა, ჩვენ, თანამედროვე მსოფლიო ისტორიის ქმნადობის პროცესში ჩაგვრთო. თუმცა მავანი იკითხავს: მერე რა? რა მოვიგეთ აქედან? ჯერჯერობით ბევრი არაფერი, უფრო მეტიც, მავანი იტყვის - წავაგეთ.
გვახსოვს, რუსეთ-ჩეჩნების ომის დროს ბევრი ქართველი და, ვფიქრობ, უმეტესობა ჩვენს საზოგადოებაში შურით უყურებდა ჩეჩნების შეუპოვარ წინააღმდეგობას, რომელსაც მათთვის არავითარი წარმატება არ მოუტანია.
ბოლნისი-კატერინენფელდი-ლუქსემბურგი-ბოლნისი - ეს არც ტურისტული მარშრუტია და არც ავიარეისი. ეს ერთი ქალაქის ისტორიაა. "ამ ისტორიას ასე მარტივადაც ვერ მოყვები", - იწყებს 85 წლის კლარა ვალკერი, რომელსაც კატერინენფელდელი ქალბატონები სტუმრობენ - მარგარიტკა, სოფო, სედა, ირა, იულია...
"ყველა რეპორტაჟი ხალხის შესახებ მოგვითხრობს. ჟურნალისტი არ უნდა მოერიდოს რეალობის ასახვას, რაგინდ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს რეალობა. მაგრამ ჟურნალისტი ასევე უნდა ეცადოს, რომ თავისი ქმედებით ტკივილი არ მიაყენოს საზოგადოებას". ნაწყვეტი თომსონ როიტერის ფონდის ეთიკის სახელმძღვანელოდან
2007 წლის თებერვლის დასაწყისში, "რუსთავი 2"-მა სტალინის შესახებ რუსეთში გადაღებული სერიალის ჩვენება დაიწყო. სპეციალურად მომზადებულ სიუჟეტში ავტორმა, დავით ნიკურაძემ საზეიმოდ გვამცნო: "მინდა განვაცხადო, რომ დასავლურმა კამპანიამ დიდად შეუწყო ხელი სტალინის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და ეს გასაკვირი არც არის _ დასავლეთი ხომ მას ყველა ბოროტების სათავედ თვლიდა".
პოსტპოლიტიკა "ეს სამყარო არანორმალურია" ბეტმენი და სხვები
მომხმარებელი X ზის ყუთთან და პირდაპირ ეთერში უყურებს რეალურ ტერაქტებს, რეალურ რევოლუციებს, აფრიკელი ტომების ცეკვას National Geographic-ზე, ცუნამის ამერიკაში, კარნავალს რიოში, ქრისტეს მეორედ მოსვლას ზეციდან... ამავდროულად, ის ასწრებს კბილების გახეხვას, თვალების შეღებვას, იარაღის გადატენვას და როცა "ნიუსები" მთავრდება, მზადაა სამსახურში ან ომში წასასვლელად.
საზოგადოების ჩაკეტილობა, განსხვავებით მისი ღიაობისაგან, ისეთი მდგომარეობაა, როდესაც საზოგადოება არათუ არ ან ვერ ვითარდება, არამედ იგი მაქსიმალურად ეწინააღმდეგება ყოველ სიახლეს, რომელსაც მასში გარკვეული ცვლილებების შეტანა შეეძლებოდა. თუმცაკი, ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს ჩაკეტილი საზოგადოება არ იცვლებოდეს.