მისი ბიოგრაფია ბუნდოვანია, ტყუილი და მართალი ძნელი გასარჩევი.
შემორჩენილია სამიოდე ფოტო, ხოლო მემუარისტების წყალობით ცნობილია მისი ბოლოდროინდელი იერი: უფრო ხშირად გაუპარსავი, ჭაღარაშერეული ულვაშითა და დარდიანი თვალებით;
საშუალოზე ოდნავ მაღალი, მშიერი კაცივით გამხდარი, მიკიტან მიხო ვარსიმაშვილის ნაქონ ლურჯ პიჯაკში, შავ ყარამანდულ შარვალში და თავზე რუსული კარტუზით, მოარული ნელა და დაბნეულად: ასეთი იყო ფიროსმანი თავისი ცხოვრების ბოლო ათ წელიწადს. ფიროსმანი, ანუ ქალაქელებისთვის მხატვარი ნიკალა ან ნიკალაი მხატვარი.
დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ადამიანი, რომელთანაც იმდენი მელაპარაკოს ან მეკამათოს, რამდენიც რაფიკასთან მილაპარაკია და მიკამათია. ვერც ვიხსენებ სხვა ადამიანს, რომელთანაც იმდენი მქონდეს სალაპარაკო და საკამათო, რამდენიც მასთან. ჩვენი პატიმრობა და, საერთოდ, ჩვენი ურთიერთობაც თითქმის ოცდახუთი წლის წინ დამთავრდა, მაგრამ სალაპარაკო, საკამათო, საჩხუბარი და საომარი კიდევ დარჩა შემდეგი ოცდახუთი საუკუნისთვის.
"რელიგია ოპიუმია ხალხისათვის" - არის ერთ-ერთი პირველი საბჭოთა იდეოლოგიური ლოზუნგი, რომელიც თავად ლენინმა შექმნა, თუმცაკი ამ სიტყვების ავტორი გერმანელი ფილოსოფოსი და რევოლუციის თეორეტიკოსი, კარლ მარქსია. ამასთანავე, ეს სიტყვები რელიგიის ყველაზე ცნობილი ათეისტური თუ კრიტიკული განსაზღვრებაა, რომელიც ირონიულად რელიგიის გამაბრუებელ და გონიერებისაგან დამაშორებელ ხასიათზე მიუთითებს და მორწმუნე ადამიანსაც ნარკომანთან აიგივებს, რომელსაც სულიერი სიმშვიდისა თუ ბედნიერების განცდა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებით თუ შეუძლია.
ბარაშევოს პოლიტიკური ბანაკის ხელმძღვანელი, "მოქალაქე უფროსი" მაიორი ალექსეი შალინი ზონაში, როგორც წესი, ადრე დილით, პატიმართა გაღვიძებამდე შემოდიოდა, სანამ დილის 6 საათზე ბოლომდე ხმააწეული რადიო გმირული და საზეიმო ხმით არ დაიღრიალებდა Соооюз нерушимый-ს და ყველას არ წამოგვყრიდა ლოგინებიდან.
ყოველთვის, როდესაც მოლდოვეთი, ტენგუშევოს რაიონის დასახლება ბარაშევო და პოლიტიკური ბანაკი ЖХ-385/3-5 მახსენდება, ავტომატურად მეცხადება ერთი და იგივე ხატი, როგორც მიქელანჯელო ანტონიონის ან სხვა ძალიან კარგი რეჟისორის მიერ უძრავი კამერით გადაღებული კადრი: ორნი ვდგავართ აკრძალულ ზონასთან, ზოლებიანი საპატიმრო ქურქები გვაცვია, თითქმის ვეხებით მავთულხლართს, პირდაპირ აღმართული კოშკიდან შინაგანი ჯარების ყურადღებიანი ჯარისკაცი და სახელგანთქმული ავტომატის, კალაშნიკოვის ლულა გვიმზერს.
ვადიმი, ანუ ვადიმ ანატოლის ძე იანკოვი, განათლებით მათემატიკოსი, რეალურ ცხოვრებაში კი ერთდროულად დიდი ტოპოლოგოსი, ფილოლოგოსი, ფილოსოფოსი, პოლიგლოტოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ტვინიკოსი და, უბრალოდ და სიყვარულით და შემოკლებით - კოსი, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ერუდირებული ადამიანი იყო, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია.
მიშა, მიხაილ ვასილის ძე პოლიაკოვი, მარინა ვლადის (მარინა ვლადიმიროვნა პოლიაკოვა-ბაიდაროვა) ღვიძლი ბიძაშვილი, ნამდვილი პეტერბურგელი იყო. ჩრდილოური გარეგნობა ჰქონდა, სახის მკაცრი ნაკვთებით „კოლიმის მოთხრობების" გენიალურ ავტორ ვარლამ შალამოვს წააგავდა, ოღონდ უჩვეულოდ შავგვრემანი იყო.
დიდმა რუსმა რეფორმატორმა სტოლიპინმა, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის მუდმივად სასიცოცხლო და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე სასჯელაღსრულების სისტემასაც არ მოაკლო თავისი მზრუნველობა და პატიმართა ციხეებში ეტაპირების საკუთარი სისტემა შემოიღო, რომელსაც ბარიერს იქით მყოფმა ადამიანებმა მისი სახელი დაარქვეს.
მარტოობის განცდა პარიზში, ელენ ლაროშის მშვენიერ სახლში, მის ბაღში, რომლითაც განგებამ დამასაჩუქრა. "ამ ჯოჯოხეთის და ბოდვის გამო გთხოვ, სიბერეში ბაღი მაჩუქე, ბაღი, ეული, როგორც მე თვითონ", - ეს იყო მარინა ცვეტაევას ოცნება, რომელსაც აღსრულება არ ეწერა. მე კი აი, ბაღიც მარგუნა ბედმა. ახლა, ამ გაზაფხულზე, როცა ყველა ყვავილი ერთდროულად ყვავის, ის ნამდვილ წალკოტად არის ქცეული, და მეც ყოველი ახალი კვირტი სიხარულით მავსებს...
საით მიისწრაფი, გილგამეშ? სიცოცხლეს, რომელსაც ეძიებ, ვერ იპოვნი! როდესაც ღმერთებმა შექმნეს კაცთა მოდგმა, სიკვდილი დაადგინეს კაცთა მოდგმისათვის, სიცოცხლე კი თავიანთ ხელში დაიჭირეს“, - ამ სიტყვებით მიმართავს უკვდავების მაძიებელ გმირს - ურუქის მეფე გილგამეშს ღმერთი შამაში.
ჟორა, იგივე გიორგი პავლეს ძე ხომიზური, იგივე ერნესტ გარაევი, იგივე ნეკობა, იგივე აპარეკ გულაგური, იგივე ოცდაექვსი, დიდი ამერიკელი პოეტის, კარლ სენდბერგის მიერ აღწერილი სებასტიან ბახისა არ იყოს, რიცხვების კაცი იყო, ზვიად გამსახურდიას თარგმანით რომ ვთქვათ, იგი იშვა დედამიწაზე რიცხვთა შესაცნობად. მან შეუფარდა ათიანებს ხუთიანები, დააკავშირა, შეაყვარა მათ ურთიერთი, სარეცელი უქმნა ზიარი.
საბჭოთა კავშირის სასჯელაღსრულებითი სისტემის, სახელგანთქმული არქიპელაგ გულაგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო მორდოვეთის ბანაკების სისტემა, რომელსაც ისტორიულად დუბრავლაგი ეწოდებოდა; დუბრავლაგის პოლიტიკური ბანაკის ოფიციალური დასახელება კი იყო ЖХ 385/3-4 (ქალთა პოლიტიკური ბანაკი) და ЖХ 385/3-5 (მამაკაცთა პოლიტიკური ბანაკი). მე და ჩემი ძმა, დავით ბერძენიშვილი ამ ბანაკში მოვხვდით საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს მიერ ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის ბრალდებით გასამართლების შემდეგ.
„ჩვენ ყველანი ერთი სისხლისანი ვართ...“ რედიარდ კიპლინგი, „მაუგლი“ XIX საუკუნის დასასრულს გამოქვეყნდა გერმანელი ფილოსოფოსისა და სოციოლოგის ფერდინანდ თიონისის, შემდგომში კლასიკურ ნაშრომად ქცეული წიგნი „თემი და საზოგადოება“ (ეს წიგნი ქართულ ენაზე „ერთობა და საზოგადოებადაც“ მოიხსენიება). თიონისმა აქ ადამიანთა კოლექტიური თანაარსებობის ეს ორი ძირითადი ფორმა გამიჯნა:
იქ ასეა: მატარებელი ოკეანის კიდეს მიუყვება. ერთ მხარეს ოკეანეა, მეორე მხარეს ვენახები. ამაზე ტკბილი იშვიათად რომ რამე მენახოს. პირველი მატარებელი აპოლონიას სადგურიდან შვიდის წუთებზე გადის. ეგრე თერთმეტის წუთებისთვის კი უკვე ბენტუს სადგურში შესრიალდება. ეს მაშინ, როცა სამხრეთიდან ჩრდილოეთში მიდიხარ.
«ანიესის სანაპიროები» - ასე ჰქვია ანიეს ვარდას ავტობიოგრაფიულ დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფრანგული «ოსკარი», ანუ «ცეზარი» მიიღო. «სასაცილოა იდეა, დადგა და გადაიღო შენი ავტოპორტრეტი, როდესაც უკვე 80 წლისა ხარ. ეს იდეა დამებადა ერთხელ ნუარმუტიეს პლაჟზე, როდესაც გავიაზრე, რომ სხვა სანაპიროებმაც დააჩნიეს დაღი ჩემ ცხოვრებას, - წერს ავტორი, - ზღვის სანაპიროები იქცნენ ფილმის ბუნებრივ საბაბად და თავებად.
ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს. ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო. შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება. ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით. არსებობს ახლა ძველი შესასვლელი? ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი.