სპეცპროექტი

წლის ადამიანები 2007

ბასა ჯანიკაშვილი

წლის მენეჯერი

რადიო "უცნობი" ქართულ რადიოსივცრეში 2 წელია არსებობს, მაგრამ 2006 წელი რადიოს მსმენელთათვის სიახლეებით იყო დატვირთული. მუსიკალურ-გასართობ პროგრამებთან ერთად, გაჩნდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებიც.

უბრალოდ, კარგი არქიტექტურა

ფოტო: სანდრო რამიშვილი

მახსოვს, ბარსელონას ზემოდან რომ გადმოვხედე, თვითმფრინავის დაჯდომამდე ასე, ილუმინატორზე აკრული ვიჯექი, გულწრფელად გავოცდი: მთელი ქალაქი უზარმაზარი კვადრატული კვარტალებისაგან შედგება, სახაზავი მოწყობილობების გამოყენებით რომ გაგიჭირდება დახაზვა, ისეთი ზუსტია. ამ ოთხკუთხედებში კიდევ გაუდია (?!). თვითმფრინავიდან ამდაგვარი ნიუ-იორკიც ვნახე. უბრალოდ, ქალაქის დაგეგმარებაა ასეთი.

სტუდენტური თვითმმართველობა

მახსოვს, უნივერსიტეტში სწავლისას, ჩვენი კორპუსის ყველა კედელი ერთხელ პლაკატებით დაიფარა. ახალგაზრდა გოგო-ბიჭების ფოტოები და წარწერა - "ხმა მიეცი ამას და ამას" - უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოგვიწოდებდა.

წლის ადამიანები

"წლის ადამიანები" - ასე დავარქვით ჩვენს სპეცპროექტს ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ახალი წლის დამდეგს, გასული წლის ერთგვარი შეჯამება და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების კიდევ ერთხელ გახსენება გადავწყვიტეთ.

დაცული ტერიტორიები

ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ საქართველოში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბუნებაა, რომ კავკასიონის ქედის სილამაზეს ვერაფრით შეედრება ანდები, რომ გარეჯის უდაბნოს მიწის ფერთან ახლოსაც ვერ მივა რუბ-ელ-ჰალის ქვიშის ფერი, რომ კოლხეთის დაბლობი უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ლუიზიანას ჭაობები, რომ კლდეკარი უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე დიდი კანიონი... ეს, ჩვენი, ქართველების მახასიათებელი ნიშანია - ყველაფერი მაგარი და ლამაზი ჩვენია, ქართული.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

თბილისიდან ბორჯომამდე 2-საათიანი მშვიდი მარშრუტი მაგარი მოსაწყენი და უინტერესოა-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. მაგრამ როგორც კი მანქანა უკან მოიტოვებს ხაშურს და გზაზე გაჭიმული ხეივნის გავლით ბორჯომის ხეობას მიაშურებს, ყველაფერი მავიწყდება. როგორც თანამგზავრი ამბობს, სახეზე იდიოტის ღიმილი მეფინება. თუმცა, მე ამ ღიმილს შვების ღიმილს ვეძახი. ვგრძნობ, რომ საქართველოს ულამაზეს მხარეში დავბრუნდი და სასიამოვნოდ მაოცებს იმის გააზრება, რომ ყველაფერი ისე არ მხვდება, როგორც წინა სტუმრობის დროს დავტოვე.

ლეოზავრების ოჯახი

სათაფლიას მთა - დინოზავრების "ცისფერი ლაგუნა" (ადრეული ცარცის ხანაში ხმელეთის საზღვარი დაახლოებით დღევანდელი ქუთაისის ადგილას გადის). ზღვის წყნარი უბე, ტროპიკული სანაპიროები და კირქვის შლამით დაფარული პლაჟები.
ეს ზღვა, ეს მთები, მთელი ეს დედამიწა, მათი უდიდებულესობა - დინოზავრების საკუთრებაა. კონკრეტულად ამ მიდამოებს კი ლეოზაურიდების ოჯახის სამი გვარი: სათაფლიაზაურუს-ჭაბუკიანები, სათაფლიაზაურუს-ძოწენიძეები და სათაფლიაზაურუს-კანდელაკები აკონტროლებენ.

ყაზბეგი (სტეფანწმინდა)

(ამ წერილს ვუძღვნი ერთ პატარა მატყუარა ბიჭსა და მარიამს)
ყაზბეგში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი. პირველად, როცა 10 წლის ვიყავი და ტურბაზაში ვისვენებდი მშობლებთან ერთად და მეორედ სტუდენტობის დროს - ერთი დღით. პირველი ასვლისას ძალიან ნათლად მახსოვს ავტობუსის მძღოლი - უხმო, მშვიდი, ღონიერი ახალგაზრდა კაცი, არანაირი რეპლიკები მგზავრების მიმართ. ისე ვიჯექი, რომ მის პროფილს ვხედავდი მთელი გზა და სულ ველოდი, ჩემკენ როდის გამოიხედავდა, მაგრამ ერთხელაც არ გამოუხედავს...

მთიულეთი. ცეცხლი ჯვარი

თერთმეტ-თორმეტი წლისა ვიყავი, როცა პირველად აქ მოვხვდი... შუა ზაფხულში... დიდი, მწვანე ქედი იყო და კეხზე კოშკი იდგა - ცეცხლიჯვარი... მთის ძირებში რაღაც ლურჯი ყანა მოჩანდა... მწყრები იძახოდნენ: «ქვით-ქვილიტ!.. ქვით-ქილიტ!...», ერთი ჩემგან მარცხნივ იძახოდა, ყანის ბოლოში... მეორე ზემოთ, ზედ მთის ძირში... ყანის გადაღმა, დაბალი ხევიდან მოგუდული სიმღერა ამოდიოდა:
«სანადიროდ წასულიყვნეენ ამირან და ძმანი მიისნიი...

სადაც ბედნიერი ვიყავი

მატარებელი იქ ალიონზე ჩადიოდა და წუთნახევრით ჩერდებოდა, ამიტომ ჩანთები მოვისროლეთ და ჩავხტით - პირდაპირ სველ ჭინჭარში. 
ხუთნი ვიყავით: სუხი, ული, ლაშა, ჰანსი და მე.
სუხიმ უკვე იცოდა, სადაც მივდიოდით, და უკვე კმაყოფილი იყო. ულის სულ არ ადარდებდა, სად მივდიოდით, მთავარია, რომ წავედით. ჰანსს ყველაფერი აინტერესებს და ყველაფერზე ყაბულსაა. აი, ლაშა კი...

მერე, რა!

მანგრები იქ ხარობენ, სადაც ნებისმიერი სხვა ხე იღუპება: მარილიან წყალში, მწველი მზის ქვეშ. ისინი ტროპიკული სანაპიროების სადარაჯოზე დგანან. ისინი გარემოს ათასგვარი განსაცდელისგან იცავენ და უამრავ სულიერს აძლევენ თავშესაფარს. ისინი რომ არა, ჩვენი დედამიწა სულ სხვანაირი, ბევრად უფრო ულამაზო, ღატაკი და უბედური იქნებოდა.
ბედნიერება სულაც არ ნიშნავს, რომ არანაირი უბედურება არა გჭირს. ბედნიერება სულ სხვა ამბავია: თუ გიხარია, ბედნიერი ხარ.

მოსწავლეები და მასწავლებლები

ვიცი, რომ არც იდეალური მოსწავლე ვყოფილვარ და არც იდეალური მასწავლებელი მყოლია ოდესმე. ყველანაირები იყვნენ, მათ შორის ისეთებიც, ვინც წამდაუწუმ "რეგვენოს" გვეძახდა, თავში ცარცს გვიკაკუნებდა და მის მწირ ხელფასს გვამადლიდა, თითქოს ესეც ჩვენი ბრალი ყოფილიყო. ისტორიის და ქართულის მაგივრად "სანტა-ბარბარას" მორიგ სერიას განვიხილავდით ხოლმე და გეოგრაფიაზე, პარალელური კლასის ბიჭებზე ვლაპარაკობდით.

ხვალაც აქ იქნები, ხო?

9 აპრილს რუსთაველის გამზირზე რომ გასულიყავით, აუცილებლად ნახავდით ერთ ნაცნობს მაინც. მას გაუხარდებოდა თქვენი ნახვა და თქვენც - მისი. იგრძნობდით რაღაცნაირ ერთიანობას, თანამოაზრეობას, მოიკითხავდით, გაიგებდით, თქვენი საერთო ნაცნობებიდან კიდევ ვინ იყო აქციაზე მისული. მერე გაცვლიდით პროგნოზებს - გადადგება-არ გადადგება, თბილისშია-ბათუმშია, დაარბევს-არ დაარბევს. შეთანხმდებოდით აუცილებლად - რაზე, არ აქვს მნიშვნელობა, ახლა ხომ განსხვავებული აზრის ძიების დრო არ არის. 

ერთი კითხვა ოპოზიციურ პარტიებს - რუსეთი

ამ სპეცპროექტის მიზანი იყო, გაგვეგო,  რას ფიქრობენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ გამოწვევაზე - რუსეთთან ურთიერთობაზე  ის ოპოზიციური ლიდერები, რომლებიც ქვეყნის განვითარების მთავარ პირობად 2013 წლამდე ხელისუფლებაში მოსვლას მიიჩნევენ.
ოპოზიციის მთავარი მოთხოვნის - ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ახალ ხელისუფლებას, ბევრ სხვა საკითხთან ერთად,   ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვაც მოუწევს. ამ პროცესში მთავარი სწორედ რუსეთთან მკაფიო პოლიტიკის გატარება იქნება.

54 ნაბიჯით უკან

ნინო ზურიაშვილის ჟურნალისტური გამოძიება ეხება 11 ტელევიზიის ისტორიას, რომელთა თავდაპირველ მფლობელებსაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ენაცვლებოდნენ. ტელევიზიებმა, რომლებმაც მფლობელის შეცვლაზე უარი განაცხადეს, ლიცენზია დაკარგეს.

რევოლუცია – ბრძოლა გადარჩენისათვის

ჩვენთვის, ყველასთვის, ვარდების რევოლუცია იყო ნამდვილი რევოლუცია.  ბრძოლა ცვლილებებისთვის, პროგრესისთვის, ღირებულებებისთვის, რეფორმებისთვის, თავისუფლებისთვის. ჩვენს თვალწინ იცვლებოდა და იქმნებოდა ქვეყნის, თითოეული ჩვენთაგანის მომავალი. "რუსთავი 2"-მა, რომელიც 24 საათი, პირდაპირ ეთერში გადასცემდა რევოლუციის ყველა წუთს, თითქოს ამ კადრების საკრალიზება მოახერხა და წარმოსახვასა და რეალობას შორის ზღვარი წაშალა.

რევოლუცია ევოლუციის სანაცვლოდ

ვინ იყავით ის ადამიანები, ვინც ეს რევოლუცია მოახდინეთ. ვინ რა როლს თამაშობდით?

10კითხვა

"ომი - თუ ეს არის პასუხი, მაშინ კითხვა სულელურადაა დასმული". ჩვენ ვეცადეთ დაგვესვა არა-სულელური კითხვები და მიგვეღო პასუხები ამ

კითხვებზე. ყველა კითხვას სხვადასხვა ადრესატი ჰყავს, მათ შორის ალან პარასტაევი და ლიანა კვარჩელია, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები

სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. მათი მოსაზრებები, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ისინი, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ამ

პროექტში ბევრი სხვა მტკივნეული და უერთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისია, მაგრამ მხოლოდ მათი მოსმენის შემდეგ შეიძლება რეალობის ადეკვატური

ოლიმპიელები

წელს ჩინეთი ზაფხულის XXIX ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. 8 აგვისტოდან მოყოლებული, მთელი მსოფლიოს ყურადღება პეკინისაკენ იქნება მიმართული.

თაობა

1 ივნისს, მსოფლიოს ოცდახუთ ქვეყანაში ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავენ. 
თუმცა, ჩვენთან ახლა აქტუალური მხოლოდ არჩევნებია. წინა თუ პოსტსაარჩევნო რიტორიკამ და ლოზუნგებმა მთელი ჩვენი ყოფა მოიცვა და გაჩნდა განცდა, რომ ამქვეყნად, საარჩევნო ბიულეტენების, პარტიათა სარეკლამო ბილბორდებისა თუ დამატებითი სიების გარდა, აღარაფერია საინტერესო. სწორედ ამიტომ, ჩვენი სპეცპროექტის სტუმრებად პოლიტიკურად ყველაზე უხმო სოციალური ჯგუფი,  ახალგაზრდები (და არა ბავშვები) შევარჩიეთ.