უფულო კულტურისა და უკულტურო ფესტივალების დრო, როგორც ჩანს, უახლესი ისტორიის არქივს ბოლომდე ვერ ჩავაბარეთ. თანაც არქივები დაგვიანებითაც იხსნება ხოლმე და უკვე კარგად ნაცნობი ფაქტები თავდაყირა დგება. მაგრამ მივენდოთ ოპტიმიზმს და დავიჯეროთ, რომ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ყოველი წლის ნოემბერ-დეკემბერში იმართება, აღარ იქნება იმდენად ღატაკი, რომ მომავალში მისმა ორგანიზატორებმა ოფიციალური საფესტივალო კონკურსის ჩატარება ვერ შეძლონ და ვერც მთავარი პრიზი - "ოქროს პრომეთე" გასცენ.
შენობა, რომელშიც ბერლინის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "შპილცაიტევროპა" (სახელწოდება შეიძლება ითარგმნოს, როგორც "თეატრალური ევროპის დრო") იმართება, გაყოფილი პოლიტიკური სივრცისა და განახლებული დროის სიმბოლოს წარმოადგენს. იგი 60-იანი წლების ტიპური არქიტექტურის ნიმუშია, როცა ბერლინი ავისმომასწავებელი, რუხი კედლებით გაყვეს.
მხატვარი მაია ჩაჩავა, თხუთმეტი წელიწადია, ამერიკაში ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, თავს ემიგრანტად არ მიიჩნევს. ბევრი ემიგრანტივით მასაც ენატრება სამშობლო, მაგრამ ამ მონატრებას ნოსტალგიას არ უწოდებს და საერთოდ, ამაზე ბევრს არც ლაპარაკობს. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ჩიკაგოში, სიეტლში, სან-ფრანცისკოში, ნიუ-იორკში... ნოემბერში, ვაშინგტონის შტატში, ქალაქ იაკიმაში LARSON GALLERY-ში სხვადასხვა ჟანრში მომუშავე ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, სადაც მაკას სამი ნამუშევარი გამოიფინა: "დედა", "ნატვრის ხე" და "გედია".
დმანისში აღმოჩენილი 1.8 მლნ წლის წინანდელი ევროპელის თავის ქალა 2009 წლის 28 ნოემბერს პირველად გაიტანეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავიდან. გამოფენა ლონდონის გალერეა White cube-ში სადღესასწაულო გარემოში გაიხსნა.
ყოველდღიურობისა და ტექნოლოგიური ფუფუნების ფონზე, საინტერესო აღმოჩენაა: ფოტოგრაფიამ, მხატვრობის მთავარმა კონკურენტმა, შეიძლება ნახატის უმანკო ტერიტორიაზე ის ადგილი დაიკავოს, სადაც გრაფიკული ჩანახატი პოეზიაა, ფოტოგრაფია კი აღარაა უბრალოდ რიგითი, ცხოვრებიდან ნაჩქარევად მითვისებული დეტალი. შეიძლება ეს ფოტოგრაფიის ნამდვილ ტერიტორიაზე დაბრუნებაც აღმოჩნდეს.
ორმა ახალგაზრდა ფინელმა პოეტმა - ვილე ჰიუტიონენმა და ვილე-იუანი სუტინენმა გადაწყვიტა კავკასიაში ემოგზაურა. მათ სამშობლოში ხომ მზე ასე ცოტა ხანს ანათებს წელიწადის ამ დროს. თბილისი არტისტულ ინიციატივას გულღიად შეხვდა და ამ ორი მართლაც შესანიშნავი პოეტის საღამოზე, რომელიც 15 დეკემბერს "კავკასიურ სახლში" მოეწყო, მათ დაახლოებით 10 ადამიანისგან შემდგარი აუდიტორია შეეგება.
თბილისის სამხატვრო აკადემიაში 16 დეკემბერს ესტონელი არტისტების გამოფენა და პერფორმანსი გაიმართა. ბოლო პერიოდში ორმილიონიან, ევრაზიულ, დემოკრატიულ, პროგრესისტულ, ადამიანის უფლებების დამცველ, აბრეშუმის გზის, პრესტიჟულ, სვეტურ ქალაქში ეს ერთადერთი მოვლენა იყო, რამაც ისევ სევდიანად შეგვახსენა, რომ თანამედროვე კულტურის ენაზე ჩვენც ვიცით წერა-კითხვა, თუმცა ასეთი სუსტი ალიბი შეიძლება საპირისპიროსაც გვაფიქრებინებდეს.
ლევან კოღუაშვილი ფილმი "ქუჩის დღეები", რომლითაც თბილისის 10-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა, ნომინირებულია როტერდამის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.
„მორიგი ქართული ნაგვის სუნი მცემს!" - ცენზურისა და ზედმეტი შელამაზების გარეშე, ერთ-ერთმა მაყურებელმა სწორედ ამ სიტყვებით მოახდინა გიგა აგლაძის ფილმის „გოგონა სლაიდიდან" პრემიერის პროგნოზირება. პირადად მე, კინოში (და არც მის გარეთ) მსგავსი არაფერი მიგრძვნია. ერთადერთი რაც ვიგრძენი, ისიც მწუხარებით, რეჟისორის მარცხის სუნი იყო, მაგრამ დროზე ადრე მაინც არ მიმიტოვებია ფსკერისაკენ მიმავალი გემი.
სააქციო საზოგადოებამ "ბაგრატიონი 1882" ახალი, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ცქრიალა ღვინო "რეზერვში" შემოინახა და 19 ნოემბერს ღვინის პროფესიონალებსა თუ მოყვარულებს საზეიმო ვითარებაში დააგემოვნებინა.
ბატონებს, ლოფლერსა და ეგოროვს მათი ორდღიანი ვიზიტის დროს თბილისში შევხვდი. ქართველმა მასპინძლებმა ეს ორი ადამიანი მედიცინის "სპილბერგებად და ბილ გეითსებად" წარმიდგინეს. მეც შევეცადე შეზღუდულ დროში, რომელიც სადილებს, შეხვედრებს და პრეზენტაციას შორის გამოინახა, მაქსიმუმი გამეგო მათ შესახებ.
გერმანიის დღეების ფარგლებში ქარვასლის საგამოფენო დარბაზში ვრცელი ფოტოგამოფენა გაიხსნა - "ცვალებადი სამყარო - დროის ანარეკლი 1989-2009", რომელიც 1989 წლიდან დღემდე მომხდარ ცვლილებებს ასახავდა.
კინომსახიობთა თეატრში განახლდა ერთი წამოწყება, რომელსაც შარშან მარჯანიშვილის თეატრში ჩაეყარა საფუძველი. წელს პროექტს არტ-ექსპერიმენტები დაარქვეს. ყოველ სამშაბათს თეატრის სცენას უთმობენ ვინმე ხელოვანს ჩვენ ქვეყანაში ჯერაც დაუმკვიდრებელი მიმართულებების წარმოსადგენად. ამ დღეს თეატრი უფრო ღია სახელოსნოს ემსგავსება და ყურადღებას იპყრობს არა ნამუშევრის ხარისხი, არამედ ინტერესების და ძიების სიახლე.
18 ნოემბერს თბილისის გოეთეს ინსტიტუტში მოეწყო ახალგაზრდა დოკუმენტალისტი რეჟისორების, რუსუდან პირველისა და სალომე ჯაშის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პრეზენტაცია. ჩვენება საქართველოში გერმანიის დღეების ფარგლებში იყო წარმოდგენილი, კერძოდ პროგრამით, რომლის სახელწოდებაც არის "ჟამთა ცვლა - 1989-2009".
ფრანგული გარემო, მცირე დოზით ალკოჰოლი და საშემოდგომო ნუგბარი, სათანადო მუსიკა და დროის სასიამოვნოდ გატარების სურვილით შეპყრობილი სტუმრები - ასე აღნიშნა კაფე "ბელ დე ჟურმა" უკვე ტრადიციად ქცეული წამოწყების, მორიგი საავტორო კომპაქტ-დისკის გამოცემა. ხმაურიც იყო და თამბაქოს კვამლით გაღენთილი ჰაერიც, თუმცა უკმაყოფილება არავისთვის შემინიშნავს.
ჰიპებმა, პანკებმა, როკერებმა, ქლაბერებმა, ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა, მონაწილეებმა და ყველამ, ვინც "ოზისთვის" დაბადების დღის მილოცვა მოინდომა, 20 მაისის მზიან და თბილ დღეს "ეთნოგრაფიულში" 11 საათიდან დაიწყო მისვლა.
ახვლედიანისა (პეროვსკაიას) და შარდენის ქუჩების გარდა, ბოლო 2 წლის მანძილზე აშკარად გამოიკვეთა აბაშიძის (ბარნოვის) ქუჩის როლიც ქართული სარესტორნო საქმის განვითარებაში. მართალია, ამ "განვითარებაში" რაიმე განსაკუთრებული ძვრები არ შეინიშნება, მით უმეტეს კრიზისის ფონზე, თუმცა აშკარაა, რომ ზოგიერთი რესტორანი ინდომებს და არ სურს მხოლოდ რაღაც სნობური თბილისური აურის ხარჯზე არსებობა.
ისინი, ვისაც ფრანგული გარემო იზიდავს, ან უბრალოდ გემრიელი კერძების დაგემოვნების სურვილი უჩნდებათ, უკვე ორი წელია, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე Belle de Jour-ს სტუმრობენ. მათ კი, ვინც ამ კაფეს არსებობის შესახებ ახლახან შეიტყვეთ, გირჩევთ პარიზულ კაფეს მისადაგებულ ინტერიერში სალათი ან სტეიკი "ბელ დე ჟური", გნებავთ, გამომცხვარი ახალზელანდიური მიდია მიირთვათ...
თანამედროვე ხელოვნების თბილისის საერთაშორისო გამოფენა "არტისტერიუმი" წელს, 9 ოქტომბერს უკვე მეორედ გაიხსნა ახალი სამუშაო დევიზით - "ცვლილებების მანიფესტი და შინაგანი გამოცდილება".