*სრული ვერსია იხილეთ "ცხელი შოკოლადის" 58-ე ნომერში
ემზარ ჯგერენაია: ერთი რამ მინდა დავაზუსტო. როცა ვლაპარაკობ მტრის ხატზე, არ ვამბობ, რომ ეს კარგია, ან ცუდი. მინდოდა, ამეხსნა, როგორ მუშაობს ის. ის კი მუშაობს შემდეგნაირად: მტრის ხატი - ნაციონალური იდენტობის ფორმირებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ავტორიტეტს საყოველთაოდ აღიარებული გავლენის მქონე პიროვნებას უწოდებენ. კომუნისტური ეპოქის იდეოლოგებს თითქმის ყველა სფეროში სჭირდებოდათ ავტორიტეტები, მათი მეშვეობით უკეთ რომ ემართათ სიტუაცია და კომუნიკაცია დაემყარებინათ საზოგადოების გარკვეულ წრეებთან. ამ ინერციით დღემდე საზოგადოების ერთი, კერპსშეჩვეული ნაწილი დევიზით - გაუმარჯოს ავტორიტეტს! - მუდმივად ავტორიტეტების ძიებასა და ტყვეობაშია, მეორე ნაწილი, რომელსაც ჰეროსტრატეს კომპლექსი ვერ მოუშორებია, დევიზით - ძირს ავტორიტეტი! - ავტორიტეტების ნგრევა-ჩარეცხვას ითხოვს.
სიმონ ჯანაშია ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი თამარ მეიფარიანი პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პედაგოგთა დახელოვნების ინსტიტუტის დირექტორი ნინო გოგუაძე „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრი გიორგი გახელაძე ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ჯგუფის ექსპერტი თამარ ამზაშვილი 161-ე საჯარო სკოლის დირექტორი
გია ნოდია - პოლიტოლოგი, დავით უსუფაშვილი - "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე
მოდერაცია: გიორგი გვახარია
გიორგი გვახარია: დღეს ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ. დღევანდელ დისკუსიაში გვსურდა, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა, ვისაც ვთხოვეთ, ყველამ უარი გვითხრა. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემაა "პოლიტიკური ალტერნატივა: რეფერენდუმის სტრატეგია?"
ნინო ზურიაშვილი ჟურნალისტური გამოძიების ავტორი, სტუდია "მონიტორი" პაატა ვეშაპიძე რედაქტორი, გაზეთი "24 საათი" გიორგი ჩხეიძე იურისტი, სახალხო დამცველის მოადგილე ბადრი კოპლატაძე ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის ასისტენტ პროფესორი ირაკლი ცნობილაძე
საუბარი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, უკვე ჩაწერილი გვქონდა, როცა პარასკევ საღამოს, 16 იანვარს საქართველოს პირველი არხის ეთერით მოულოდნელი რამ ვნახეთ: საქართველოს კათოლიკე და სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ზეწოლით, შეიძლება პროექტი "დიდი ათეული" დაიხუროს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრიარქოს არ მოსწონდა წმინდანებზე საჯაროდ მსჯელობა და წმინდანების შეჯიბრი, მათ ოფიციალურ საიტზეც დაიდო. მაშინ ჩავთვალე, რომ განცხადება არა გადაცემის დახურვის მცდელობა, არამედ, ეკლესიის აზრი გახლდათ, რისი გამოთქმის უფლებაც საქართველოში, არა მარტო ეკლესიას, არამედ ჩვენ ყველას გვაქვს.
ორიოდე კვირის წინ, "ევროკომისიის" ეგიდით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებსა და BBC World Trust-ის ექსპერტებს შორის. ამ შეხვედრაზე წარადგინეს BBC-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის 15-თვიანი თანამშრომლობის პროექტი, რომელიც გულისხმობს კონსულტაციებს საინფორმაციო გადაცემებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების ფარგლებში, ასევე, რეკომენდაციების შემუშავებას არხის მენეჯმენტისათვის.
თბილისის ისტორიული ნაწილი ჩვენს თვალწინ, ყოველდღიურად იცვლება. ბევრი რამ ნამდვილად მოგვწონს - აღდგენილი და ფუნქცია მოძებნილი აბანოთუბანი თუ ერეკლესა და შარდენის ქუჩები, სადაც მშვენივრად ვისვენებთ, ვატარებთ დროს და უცხოელი სტუმრებიც ამაყად მიგვყავს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, რამდენიმე დღეში, არხის გენერალურ დირექტორს აირჩევს. თავად საბჭო პარლამენტმა დაამტკიცა, მაგრამ რატომღაც - ღია დებატებისა და საჯარო განხილვის გარეშე. რა ტენდენციები, რა მიმართულებები უნდა იყოს გამოკვეთილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორი გვინდა იყოს ქვეყნის მთავარი ტელევიზია, რას ველოდებით?
ბიბლია გვეუბნება, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველი მკვდარი იყო მოკლული. ის, აბელი, თავისი ბუნებრივი სიკვდილით კი არა, ძმის, კაენის ხელით მოკვდა. იგივე ბიბლიიდან, თუკი "რაც იყო, ის იქნება და რაც არის, ის განმეორდება", უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეულ პერიოდებში აგრესია და ძალადობა გამოვლინების პიკს მიაღწევს მაშინ, როცა ერში დაგროვილი უარყოფითი ენერგია განმუხტვას მოითხოვს.
ალბათ, არ არსებობდა ეპოქა, როცა ძველ თაობას ახალზე არ ეთქვა: ეს რა თაობა მოდის, ქალი ქალს არ ჰგავს და კაცი -კაცს, როგორ მეტყველებენ, რა აცვიათ, მათი არაფერი გვესმისო. ბუნებისა და ასაკის გარდაუვალობის კანონის თანახმად, ახალი თაობაც ხანში შედის და ახლა ის ამბობს: ეს რა თაობა მოდისო და იგივე მეორდება.
ტრადიციაზე საუბრისას ევროპელი ამბობს: "ტრადიცია მხოლოდ იმას როდი ნიშნავს, რომ ერთი თაობა ბრმად და ერთგულად ბაძავდეს წინა თაობას. ტრადიცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ისტორიის შეგრძნებას, როცა წარსული არა მარტო წარსულად უნდა აღვიქვათ, არამედ თანამედროვეობადაც".
ჩვენში ძირითადად ასეთი პასუხები აინტერესებთ საზოგადოებისაგან და არა ის, თუ რას ფიქრობს, როგორ ფიქრობს და რატომ ფიქრობს ასე, თუ ფიქრობს საერთოდ ჩვენი საზოგადოება. დიახ, არა, არ ვიცი - ასეთი დამოკიდებულებით სტატისტიკის ობიექტად აღიქვამენ საზოგადოებას, რომლის სახელითაც შემდგომში მოქმედებენ, სჯიან, გადაწყვეტილებებს იღებენ და თავიანთ მიზნებს აღწევენ... დამკვეთები.
ის იმ დროიდან მოდის, როცა ადამიანმა აზროვნება ისწავლა და ღირსებისა და ნაკლის გარჩევის უნარი აღმოაჩინა საკუთარ თავში. ის ყველას ჰაერივით და წყალივით სჭირდება, მაგრამ კეთროვანივით უფრთხიან და გაურბიან. ვისაც მისი ეშინია, მისგან საშინელ კერპს ქმნის. მის გარეშე კი იქმნება რაღაც, მაგრამ არ ვითარდება.
1629 წლის 1 აგვისტოს რომის კათოლიკური სარწმუნოების გამავრცელებელი საზოგადოების - "პროპაგანდა ფიდეს" წევრმა აქილე ვენერიომ ხელი მოაწერა პაპ ურბან მერვისადმი "მიძღვნას", რომელიც დაერთო ხსენებული საზოგადოების სტამბაში დასაბეჭდად გამზადებული, პირველი ქართულენოვანი ნაბეჭდი ტექსტების ყველაზე სოლიდურ გამოცემას: "ქართულ-იტალიური ლექსიკონი".
De gustibus non (est) disputandum გემოვნების თაობაზე არ დავობენ - ძველი ლათინების ეს გასტრონომიული თეზა საუკუნეებს გამოივლის და ჩვენს თანამედროვეობაში საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ერთგვარ კომფორტულ თავშესაფრად (შენ არ მოგწონს, ხალხს მოსწონს, გემოვნებაზე არ დაობენ) იქცევა.
დალაი ლამა იტყვის: პოლიტიკა კი არ არის ბინძური, კაცობრიობის პოლიტიკური კულტურის დონეა ძალინ დაბალი და ამიტომაც, სუფთა ზრახვები, მაღალი იდეალები და კეთილშობილური მიზნები დამახინჯებულ სახეს იღებენ.
თავისუფალი მედია ერთიანი სისტემაა, ამიტომაც ცალკე აღებული ტელეკომპანია არ შეიძლება იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი. რაც უნდა შეფარვით მოქმედებდეს, ის მაინც მფლობელის ინტერესებს გამოხატავს (ფინანსური იქნება ეს თუ პოლიტიკური).