ბავშვობაში წაკითხული ზღაპრებიდან ერთი ასეთი ზღაპარიც დამამახსოვრდა. ნაცნობი სიუჟეტია, დედინაცვალი გერის თავიდან მოშორებას ცდილობს და ტყეში გადაკარგავს, იმ იმედით, რომ ან შიმშილით აღმოხდება სული, ანდა მხეცები დაგლეჯენ.
"აი, თქვენ უკვე შორს ხართ სანაპიროსგან. დიდი ხნის განმავლობაში გჯეროდათ, რომ მეორე ნაპირიც არსებობს, მაგრამ ახლა არ გჯერათ. თითქმის არაფრის. და მაინც ჯიუტად აგრძელებთ ცურვას, თუმცა ყოველი თქვენი მოძრაობა სიკვდილთან გაახლოებთ. თქვენ დაიღალეთ, სუნთქვა სულ უფრო გიჭირთ და ფილტვები გტკივათ. წყალი სულ უფრო ცივი გეჩვენებათ და, რაც მთავარია, სულ უფრო მარილიანი. თქვენ უკვე ახალგაზრდა აღარ ხართ და საკუთარი არარაობის განცდა უფრო ცხადად გეუფლებათ - სწორედ ახლა, მარტოს, ღია ზღვაში. არაცნობიერი თითქოს გამხნევებთ, რომ სადღაც, ძალიან შორს მეორე ნაპირი მაინც არსებობს - ყვითელი ქვიშით და სანაპიროზე მდებარე ბარში კონიაკით, რომელსაც სტუდენტობაში წრუპავდით.
ამბობენ, ირკუტსკი ციმბირის ქალაქთა ქალაქიაო. ამბობენ, ვინც ირკუტსკში არ ყოფილა, იმას ციმბირი არ უნახავსო. გიორგი ნაკაშიძემ კი ნახა. ახლა ის ამბებს ჰყვება, სასაცილოს, სევდიანს, ჯადოსნურს - ათასნაირს, და მისი მსმენელი და შემყურე კარგად ვუგებდი ციმბირელ ქალბატონს, რომელმაც თავის სტატიაში მას "лучезарный бродяга" უწოდა - "მზიური მაწანწალა".
ტერმინი "ლენდარტი", ანუ მიწის ხელოვნება, 60-იანი წლების ბოლოს გაჩნდა, როცა მეამბოხე სტუდენტობამ დამკვიდრებული ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა. განსაკუთრებით აქტიური, ცხადია, არტისტები იყვნენ. მათ ბრძანეს, რომ თავად საბაზრო სისტემის არსებობა ფრიად საეჭვო ამბავია, ხოლო ტრადიციული მუზეუმები და გალერეები სერიოზულ ყურადღებას არ იმსახურებს. მათი აზრით, ნახატი ისეთივე საქონელია, როგორიც ნებისმიერი სხვა ნივთი. "ტრადიციული ხელოვნება მოკვდა!"
ამბავი, რაც მინდა მოგიყვეთ და რისი მნახველიც თავად გავხდი, შარშან აგვისტოში მოხდა. მაშინვე მინდოდა დამეწერა და მომეყოლა ყველაფერი, მაგრამ რატომღაც ვერ დავწერე, ალბათ ცოტა სიზარმაცის ბრალიცაა, თუმცა ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა დამეწერა, თუგინდ სულ პატარა წერილი მაინც და სადმე გამომექვეყნებინა.
წინასაახალწლო დღეებში თბილისში სიარული სასტიკად მეზარება. საავტომობილო საცობებით გადაჭედილი ქუჩები, ყოველ ნაბიჯზე ჩინურ პიროტექნიკას აფეთქებენ, რომლის ხმაც აგვისტოს მოვლენების შემდეგ ისე აღარ მაღიზიანებს, როგორც ადრე. ეტყობა შევეჩვიე... თითქოს მთელი 2009 წლის მარაგი ახლა იყიდესო, გოჭებითა და ინდაურებით დახუნძლული დიასახლისები საქმიანად დააბიჯებენ ქუჩაში...
"იმ დღეს, 1873 წლის 6 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალი, დიდი მთავარი მიხაილ ნიკოლაევიჩი ალექსანდრეს ბაღში სეირნობდა. გზაში მას შეხვდა სამი ახალგაზრდა, რომლებმაც მეფის ნაცვალს საკადრისი სალამი არ მისცეს, მხოლოდ ქუდებზე ხელი ოდნავ მოიკიდეს, ერთმა კი გაიღიმა კიდევაც. მეფისნაცვალი აღშფოთდა. საქმე ისაა, რომ ვინც მეფისნაცვალს შეხვდებოდა, უნდა გაჩერებულიყო, ქუდი მოეხადა და ისე მისალმებოდა. დიდმა მთავარმა მოიხმო ყმაწვილები და გულმოსულმა ჰკითხა:
ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ახლად რესტავრირებული მუზეუმის შენობაში ვართ და 40სმ-იანი ტელესკოპით ვარსკვლავებს ვაკვირდებით. ამინდი ისეთია, ასტრონომებს რომ უყვართ - ცა მოწმენდილია და ვარსკვლავებიც არ ციმციმებენ, მთელი ძალით კაშკაშებენ. მთვარის ზედაპირს ხელის გულივით დავყურებთ, დიდხანს ვდგავართ ასე, ტელესკოპის ვიწრო თვალს შუბლმიბჯენილები და თან ასტრონომიულ განმარტებებს ვისმენთ.
თუ ამ წიგნებს სადმე წააწყდებით, აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, რადგან დარწმუნებული ვარ, აქამდე არასდროს შეგხვედრიათ ასეთი ფართო ენციკლოპედიური კვლევა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების შესახებ. ასე დარწმუნებული კი იმიტომ ვარ, რომ ხსენებული ორტომეული მართლაც პირველი გამოცემაა, რამდენიმე წინა არასრული კვლევის ფონზე, რომელიც წარმოდგენილ თემებს ასე ღრმად და კომპლექსურად ორ შესანიშნავ კრებულში აერთიანებს.
ერეკლეს ქუჩა, ადგილი თბილისში, სადაც ყველაზე ნაკლებად იგრძნობა საქართველო. დიდი, გარედან ჩარაზული ხის კარი, გარედან წარწერით Free Time. ერთი ციცქნა სახელოსნოს დიდ ხის კარს რომ გააღებ, ბევრი საათის წიკწიკის ხმაში იძირები. "თავისუფალი დროის" ქაოსში აღმოჩნდები.
თბილისის ხედებს რომ ბევრი ცხენი და ამ ბევრ ცხენზე შემომჯდარი ასევე ბევრი მეფე თუ სარდალი ამშვენებს, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. ამათგან ერთი-ორი, თავის დროზე, სერიოზული სიახლე იყო ქალაქისთვის და, სრულიად დამსახურებულად, სიმბოლოდაც კი გადაიქცა. თუმცა, ტირაჟირებას რომ არაფრისთვის სიკეთე არ მოუტანია (პრინციპით: "ოდეს ტურფა გაიაფდეს") - ეს ხომ ცხადზე ცხადია.
ასეა... ყველაფერი რაღაციდან იწყება. მაგალითად, ღვინო - ვენახიდან. ვაზს დარგვა უნდა, შემდეგ მორწყვა, გაზრდა, გასხვლა, მოვლა. შემდეგ ნაყოფს მოისხამს. მალე შემოდგომაც მოვა და რთველის პერიოდიც დადგება. ყურძენს დაკრეფენ, საწნახელში ჩაყრიან და ღვინოს დაწურავენ. სათქმელად იოლია, თუმცა, ეს არც ისე ადვილი პროცესია, თანაც, ყველაფერი წესების მკაცრი დაცვით უნდა შესრულდეს.
ეს იაპონური წარწერა ასე ითარგმნება: "მე ბებიაჩემს ვგავარ". საქმე ისაა, რომ ამ პლაკატის ავტორმა მხოლოდ ის იცის, რომ ბებიამისი იაპონელი იყო. სად დაიბადა ეს პატიოსანი ქალი, ბაბუა სად გაიცნო, რამდენი წლისა მოკვდა - უცნობია. შესაბამისად, შთამომავალმა გადაწყვიტა, რომ ბებია ლამაზი ქალი იყო და სულ ასეთად დარჩა, დაბადებიდან გარდაცვალებამდე.
17 მაისი ჰომოფობისათან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, 1 ივნისი კი მძიმე საბჭოურ მემკვიდრეობასთან ბრძოლას უკავშირდება: 2000 წელს ამ დღეს საქართველოში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია მოხდა. ამ ორ თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციისათვის ფონდ "ინკლუზივის" წარმომადგენლებს, ეკა აღდგომელაშვილს და პაატა საბელაშვილს მივმართეთ.
ნიკოლოზ კაპანაძესა და თამაზ დავარაშვილს აქვთ პატივი მოგიწვიოთ კაფე "ვაკანდაში" დედოფლის დაბადების დღის აღსანიშნავად. აუცილებელი პირობა - ნარინჯისფერი სამოსი ან აქსესუარი.
1995 წელს, როდესაც სამბის "დედოფალი" - ტანია მარია თბილისის ფილარმონიაში კონცერტს მართავდა, დარბაზი თითქმის თავისუფალი იყო. 2002 წელს საქართველოში მისი მორიგი ვიზიტისას, უკვე ძალიან ბევრმა მსმენელმა ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობა მასთან ერთად იზეიმა და საკონცერტო განწყობა საყოველთაო ზეიმშიც გადაიზარდა.
ის, ამერიკული პრესის შეფასებით, "ხვალინდელი ჯაზის ერთ-ერთი ვარსკვლავი", პარიზში გაიზარდა. კოლეჯში ასტროფიზიკას სწავლობდა, შემდეგ ბოსტონში მაგისტრატურა ჯაზის ფორტეპიანოს განხრით დაამთავრა.
უამრავი ადამიანი, მათ შორის მეც, ჰანს ქრისტიან ანდერსენმა დაასახიჩრა. არ მოვყვები, რა მემართებოდა გოგონას და ასანთის გახსენებაზე, პატარა ზღვის ქალწულის სიყვარულის ამბის თხრობისას, და ვინ თქვა, რომ "მამაცი კალის ჯარისკაცი" კარგი ამბავია? ანდერსენი რომ არა, ათიოდ სანტიმეტრით მაღალი მაინც გავიზრდებოდი, ნაღრძობ ფსიქიკაზე რომ აღარაფერი ვთქვა.
გრაფიკული ნოველის ჟანრში გაკეთებული "პერსეპოლისი" საფრანგეთში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უზომოდ პოპულარული ნაწარმოებია (ისწავლება ამერიკის 118 კოლეჯში), ხოლო მისი ავტორი, მარჯანე სატრაპი - ნამდვილი ვარსკვლავი ლიტერატურულ წრეებში. 2007 წელს ვენსან პარონოსთან ერთად შექმნილი "პერსეპოლისის" ეკრანული ვერსიის პრემიერა, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატებით შედგა და ფილმმა ჟიურის სპეციალური პრიზიც მოიპოვა.
ეს აღმოსავლური მინიატურა ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ინახება და მდიდრულად გაფორმებული გელიბოლულუ მუსტაფა ალის "გამარჯვებათა წიგნიდანაა (ნუსრეთნამე)". როგორც ჩანს, ეს მინიატურა ჩვენში სრულიად უცნობია.
მასზე ოსმალეთის იმპერიის დიდი მთავარსარდალი, სერასკირი, "გამზრდელი ხონთქრისა" - ლალა მუსტაფა ფაშა და მისი არმიაა გამოსახული თბილის-ქალაქის ბჭეებთან. ჩვენი ქალაქის გალავნიდან ყიზილბაშები იყურებიან, მათ შორისაა, ალბათ, დაუდ-ხანიც, რაც მთლად ისტორიულ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც ის, ოსმალოთა მოსვლამდე გაიქცა და სანამ ქალაქს მიატოვებდა, გადაწვა კიდეც.