პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

6 სექტემბერი, 2010 - 20:52
6 სექტემბერი, 2010 - 12:47
3 სექტემბერი, 2010 - 16:01
Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
31 აგვისტო, 2010 - 00:09
ბლოგები

ბლოგები

1 აპრილი, 2010 - 14:30

დენიელ მენაკერი, ჟურნალ ”ნიუ-იორკერის” მხატვრული ტექსტების განყოფილების ყოფილი რედაქტორი და ასევე საგამომცემლო სახლების - ”ჰარპერ კოლინსისა” და ”რენდომ ჰაუსის” მხატვრული რედაქტორი და ორი წიგნის (The Treatment და A Good Talk) ავტორია. მენაკერმა თსუ-ში ”თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის”, ინტერნეტის ეპოქაში წიგნების ბედსა და კითხვის კულტურის დანკინების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. გთავაზობთ ლექციის აუდიოჩანაწერს.

 

 

29 მარტი, 2010 - 22:12

მარტის დღის სიზმარი – „მე ყველაფერი ვიცი“

ვზივარ მთაწმინდის პანთეონში ზვიად გამსახურდიას საფლავთან. ვიხსენებ, ზუსტად როდის გადმოასვენეს მისი ცხედარი რუსეთის ფედერაციიდან. თან ვფიქრობ სტალინის ცხედარი რატომ არ გადმოასვენეს ის ხომ უფრო დიდი მასშტაბის გენია იყო. მან ხომ ხორცი შეასხა იდეებს, რომელთაც ზვიადი ჰბადებდა. ამ სიზმარში მე ვერ ვაცნობიერებდი, რომ სტალინი ზვიადის თანამედროვე არ იყო.

29 მარტი, 2010 - 19:19

 

GFW
”ექსპო ჯორჯიას” ავტომატიზირებულ ჭიშკართან დაცვის თანამშრომელი გულმოდგინედ გვიხსნის მეოთხე, თუ მეხუთე პავილიონამდე მისასვლელ სამანქანო გზას, სადაც მოდის კვირეული იმართება. ეს გზა კი მოკლეა, მაგრამ იმის შენიშვნას მაინც ვასწრებთ, რომ მთელს ტერიტორიაზე უზადო წესრიგი სუფევს. სიმეტრიულად გაკრეჭილი მცენარეები, სუფთა მოკირწყლული გზა, დაცლილი სანაგვე ურნები (ჩავიხედე, არ დამეზარა).

 

26 მარტი, 2010 - 14:52

არასამთავრობო ორგანიზაციის „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ პრეზენტაცია დემეტრე თავდადებულისა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს დაემთხვა. ორგანიზაციის თავმჯდომარის მალხაზ გულაშვილის თქმით ეს დამთხვევა სიმბოლურია. ამ მოძრაობის მიზანი მართლმადიდებელი მრევლის, იძულებით გადაადგილებულთა უფლებების დაცვა, სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის შემცირება და ქართული პროდუქციის საქართველოსა და უცხოეთის ბაზარზე გატანაა.

26 მარტი, 2010 - 01:57

        ალბათ ყველას გახსოვთ - 2009 წლის 19 დეკემბერი, როდესაც საქართველოს მთავრობის იდიოტური და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების შედეგად ქუთაისში "დიდების მემორიალი" ააფეთქეს და სამწუხაროდ ამას ადამიანთა მსხვერპლიც მოჰყვა. ბუნებრივია ამ ფაქტმა მკვეთრი გამოხმაურება პოვა არაერთ სოციალურ ქსელში და არა მარტო.

25 მარტი, 2010 - 08:42

პაატა საბელაშვილი
ახლავე მოგახსენებთ რატომ ვწერ ამ ჩანაწერს - ჩემი მიზანია ამ ქარტიის მექანიზმის გამოყენებით პასუხისმგებლობა დაეკისროს ალეკო ელისაშვილს, რომელსაც ვადანაშაულებ ქარტიის მე-7 მუხლის პირდაპირ დარღვევაში. 

მუხლში წერია:

25 მარტი, 2010 - 08:11

პაატა საბელაშვილი
ეს ჩანაწერი გიორგი გვახარიას ფეისბუქის სტატუსზე დასაწერი კომენტარიდან დაიბადა, რადგან კომენტარის წერისას სათქმელი გამიგრძელდა, გული სევდით ამევსო, დარდმა დამახრჩო და რავიცი კიდევ რა რეფლექსი არ გამიაქტიურდა. 

14 მარტი, 2010 - 10:45

როცა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და პროფესიულ ეთიკას ცალკე საგნად გვასწავლიდნენ, თავიდან ამ ლექციას ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებდი, მეზედმეტებოდა - ეგ ხომ ისედაც ვიცით და რაში ვკარგავთ დროს-მეთქი.

2 მარტი, 2010 - 19:07
როგორც წესი, იმ მარგინალებს ვინც ამ საიტზე ბლოგებს და სხვა ტექსტებს კითხულობს დარწმუნებული ვარ არ დააინტერესებთ ის თემა რაზეც ახლა ვწერ. არ დაინტერესდებიან იმიტომ, რომ არ უყვართ ფეხბურთი.
არა, არ უყვართ ცოტა უტრირებული ნათქვამია, მაგრამ თვლიან, რომ ერთ ბურთზე დაგეშილი 22 კაცის სირბილი არცთუ საინტერესო სანახაობაა.
პირდაპირ ვიტყვი, მე არ მესმის იმ ადამიანების ვისაც არ მოსწონს... არა, არ მოსწონს კი არა, არ უყვარს ფეხბურთი. ალბათ, ისევე არ მესმის, როგორც მაგალითად ვიღაც ჯონის არ ესმის რატომ ვერ ვიტან “სეპულტურას”. თუმცა, ეს სხვა თემაა.