15 მაისი, 2012 - 02:27
ალექსანდრ ბრენერი
თარგმანი- გიორგი ხასაია გიორგი წურწუმია
დღეს დიდ მაღაზიაში ვფურცლავდი
მდიდრულ წიგნს სახელწოდებით ”როლინგ სტოუნზი”.
ოდესღაც მიყვარდა ეს როკ-ჯგუფი
და მომწონდა კიტ რიჩარდსის
თითქოს ხისგან გამოჩორკნილი სიფათი
უხეში და ძლიერი ნაოჭებით.
აი, ვათვალიერებ მათ ფოტოებს
სადაც სცენაზე ყლეპროჭაობენ, გამოუსწორებლები
9 მაისი, 2012 - 06:50
სტალინი ცნობილი ყაჩაღი და მიმტაცებელია. ადვილად მიიტაცებს სხვების წარმატებას, ფულს, სხვების სიცოცხლეს განკარგავს. ჯერ ფულს იპარავდა, მერე ტროცკის მოპარა ძალაუფლება, მერე რევოლუცია მოიპარა, მაგრამ ყველაზე დიდი ყაჩაღობა ფაშიზმზე გამარჯვების მითვისებაა. სტალინი არ არის მომხიბლავი ქურდი როგორც ჟენე, ან პოეტი-ყაჩაღი, როგორც ვიიონი. ის უტიფარი და უხეშია და სისხლის სუნზე ცქმუტავს. კიდევ ყვავილები მოპარა პროკოფიევს.
6 მაისი, 2012 - 03:17
/ თემატური სიზმრების სერიიდან/
სიზმარი #3. ხათუნა ეჩურჩულება ზედამხედველს. კისკისებენ. რა სასტიკი ხარ - ეუბნება ზედამხედველი. მაჩვენე შენი ნაწოლები - უბრძანებს ხათუნა. შემდეგ იხრება და თვალდახუჭული ნაზად კოცნის მოლურჯო ნაწოლებზე...
26 აპრილი, 2012 - 14:41
/არასრული ვერსია/
დაპ-ს ეძღვნება
Хендрикс мёртв,
Сенна мёртв,
Заппа мёртв,
Мориссон мёртв
А ты еще крепкий старик, Розенбом!
/Tequilajazzz/
ირაკლი ჩარკვიანი მკვდარია
20 აპრილი, 2012 - 01:06
„სიჩუმისა და წყვდიადის მოციქულს“ (ა. გენისი) , სამუელ ბეკეტს 13 აპრილს დაბადების დღე ქონდა. ამაზე არ
ვაპირებ გაგრძელებას. ეს ნაკლებად საინტერესოა.