პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
2 სექტემბერი, 2010 - 04:41
31 აგვისტო, 2010 - 00:09
30 აგვისტო, 2010 - 06:42
ბლოგები

თეო ხატიაშვილი

29 იანვარი, 2010 - 22:58

როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა სოციალისტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია "სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის"  შესახებ. კონსენსუსი, ასე რომ ვნატრობდით გასული წლის კრიზისულ გაზაფხულზე, მომენტალურად იქნა მიღწეული მმართველ თუ ოპოზიციურ პარტიებს, ერსა და ბერს შორის - საქართველო ამ "უზნეობას" მხარს არ დაუჭერს.

30 დეკემბერი, 2009 - 15:13

მრგვალი მაგიდის მოწყობის იდეა, სადაც კინემატოგრაფის ამა თუ იმ სფეროში მომუშავე ადამიანები მიიღებდნენ მონაწილეობას და სხვადასხვა კუთხით განიხილავდენენ თანამედროვე ქართული კინოს პრობლემებს, უკვე დიდი ხანია არსებობს.  კინოკრიტიკოსებს უმთავრესად შედეგების გაანალიზება უწევთ, რომელშიც  შემოქმედებითი კრიზისი აშკარად ვლინდება და წლიდან წლამდე მდგომარეობა არსებითად არ იცვლება. მაშინ როდესაც სახელმწიფო ერთ-ერთ პრიორიტეტად კინემატოგრაფის ხელშეწყობას ასახელებს, საინტერესოა იმის გარკევევა, არსებობს თუ არა კონკრეტული სტრატეგია?

2 დეკემბერი, 2009 - 19:28

თბილისის X საერთაშორისო ფესტივალი ახალი ქართული ფილმით ლევან კოღუაშვილის ”ქუჩის დღეებით” გაიხსნა. თემა - ნარკომანია, დაკარგული თაობა თუ თაობები, ბოლო ათწლეულების ქართული კინოს ცოტა მომაბეზრებელი და ბანალური ლაიტმოტივი, თუმცა ”ქუჩის დღეები” მაინც ახერხებს ემოციურად აგიყოლიოს, რაც ალბათ მთავარი როლის, შუახნის ნარკომანი ჩეკის შემსრულებელი გუგა კოტეტიშვილის დამსახურებაცაა - არც ერთი ყალბი ინტონაცია, მოძრაობა, გამოხედვა...