17 თებერვალი, 2010 - 16:40
25 იანვარი, 2010 - 12:11
ვინ ლაპარაკობს?
ლაპარაკობს ეკლესია. სახელმწიფო. ინტელიგენცია ლაპარაკობს ეკლესიასთან ერთ ხმაში. ინტელექტუალები კნავიან ერთ ხმაში სახელმწიფოსთან. მტკვარი დუდუნებს. ჟურნალისტები ტლიკინებენ. ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი....... ისინი ქართულად მეტყველებენ, ქართულია მათი დედა-ენა. საქართველოს მთებში გაჩენილი ზენა ძალების ინტენციით. სართულზე სართული. ხან ფუნჯი, ხან საჭრეთელი. მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.........
16 ნოემბერი, 2009 - 10:26
ე- წავიდეთ
ვ- არ შეგვიძლია
ე- რატომ?
ვ- ჩვენ გოდოს ველოდებით (ს.ბეკეტი-"გოდოს მოლოდინში")
მიყვარს ყველაფერი რაც მიედინება-მენსტრუალური სისხლიც კი,
უნაყოფო თესლს რომ ჩამორეცხს.(ჰ. მილერი "კიბოს ტროპიკი")
6 ნოემბერი, 2009 - 19:13
ა.პლუცერ-სარნოს მიხედვით
წინასიტყვაობის მაგიერ
ზამთრის ერთ უჩვეულოდ თბილ საღამოს, როცა მე და ვაკო ტუალეტის რიგში ვიდექით და ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, შესასვლელთან მჯდომმა ქალბატონმა ტრაგიკულად მცირე ზომის თაბახის ნაგლეჯები გამოგვიწოდა, ვაკომ გალურჯებული ტუჩებით მიჩურჩულა:
-შეგიძლია, დაწერო ამაზე?
და მე ვუთხარი: "შემიძლია!"
საზოგადოებრივი ტუალეტი
30 ოქტომბერი, 2009 - 13:18
ბაგრატის ტაძრის შესასველელთან თვალს მოკრავ კბილებჩაცვენილ, გამხმარ ლეგენდას. მეხსიერების თვალით გადავამოწმებ ვინაობას _ სურათებზე ნანახის იდენტურია. მერე ცოტა ხნით მიბნელდება და ვერაფერს ვარჩევ კუტზეეს რომანის გმირივით. მიუახლოვდები და მაგრად ვეხვევი. ოფლისა და ლუდის სუნი აქვს.
მე: რობი როგორ ხარ?
რობი: ვარ რა, რაფერ ვიქნები, შენ რას შობი
მე: არამიშავს. ხომ კარგად ხარ, სახლში როგორ არიან?
რობი: ვცოცხლობთ
5 ოქტომბერი, 2009 - 15:39
მათ ორი პლანეტა მფარველობდა - მარსი და ნეპტუნი. ქარიზმატულები იყვნენ, საკულტო პიროვნებებად იქცნენ, ერთი მათგანი წმინდანად შერაცხეს. დანარჩენ ორს ეს არ ემუქრება. თავიდანვე უნდა დამეწერა - სულ სამნი არიან. მართალია არათანაბარი, მაგრამ სამივემ წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კულტურაში და სამივეს წოდება "მეფე" რაღაცნაირად დაუკავშირდა.